Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
BLH
Keymaster“მუხლი 1190. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობის დადგენა
(მე-3 ნაწილი) ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს.
(მე-4 ნაწილი) თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით ბავშვის მამობის დადგენა შეუძლებელია, სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მამობის დადგენის შესახებ განმცხადებელი პირის (განცხადებაში მითითებული პირის) ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან/და მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდის ან/და რჩენის ფაქტებს, ანდა სხვადამამტკიცებელ საბუთებს ან/და გარემოებებს, რომლებიც სავსებით ადასტურებს განცხადებაში მითითებული პირის მიერ ბავშვის მამობის აღიარებას.”
პრობლემას ვერ ვხედავ აქ.. თუ მე-3 ნაწილით ვერ ხერხდება მამობის დადგენა, მაშინ მე-4 ნაწილით უნდა მოხდეს.. ანუ მე-3 ნაწილით მამობის დადგენის შეუძლებლობა განაპირობებს მე-4 ნაწილით მამობის დადგენის შესაძლებლობას.
BLH
Keymasterფიზიკური პირის მიერ ქონების გადასახადის გამოანგარიშება და გადახდა
ფიზიკური პირის ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე.
ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
BLH
Keymasterსაწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის გამოანგარიშება და გადახდა
ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.
საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა მიწაზე ქონების გადასახადისა, რომელსაც იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.
თუ გადასახადის გადამხდელი საწარმო/ორგანიზაცია მხოლოდ არასრული კალენდარული წლის განმავლობაში არსებობს, იგი ქონებაზე გადასახადს იხდის ამ პერიოდის პროპორციულად.
თუ იურიდიული პირი კალენდარული წლის დაწყების შემდეგ დაფუძნდა, მას შესაბამისი საგადასახადო პერიოდის მიხედვით მიმდინარე გადასახდელის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება. ამასთანავე, მომდევნო საგადასახადო პერიოდის მიხედვით მიმდინარე გადასახდელის ოდენობა განისაზღვრება გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის სრული ოდენობით.
მაგ: საწარმო დაფუძნდა 2015 წლის 10 მარტს. ამავე წლის მიხედვით მის ბალანსზე რიცხული აქტივების მიხედვით ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის ნარჩენმა საბალანსო ღირებულებამ შეადგინა 90 ათასი ლარი.
მოცემულ შემთხვევაში:
საწარმოს 2015 წლის 15 ივნისისათვის მიმდინარე გადასახდელის გადახდის ვალდებულება არ წარმოეშობა;
საწარმო ვალდებულია არა უგვიანეს 2016 წლის 1 აპრილისა 2015 წლის ქონების გადასახადი გადაიხადოს მისი ფუნქციონირების პერიოდის (10 თვე) პროპორციულად 75 ათასი ლარის ქონების ღირებულებიდან.
საწარმო ვალდებულია არა უგვიანეს 2016 წლის 15 ივნისისა საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელი გასული საგადასახადო წლის (2015 წელი) წლიური გადასახადის სრული ოდენობით (90 ათასი ლარის ქონების ღირებულებიდან).
BLH
Keymasterადმინისტრაციული წარმოების დაწყება
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლებს ამომწურავად განსაზღვრულია ზაკ-ში, კერძოდ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია:
ა) დაინტერესებული პირის განცხადება- დაინტერესებული პირი მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს განცხადებით, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს, მის განცხადებას თან უნდა დაერთოს კანონით განსაზღვრული ყველა მონაცემი, ამავდროულად აღნიშნული განცხადება უნდა შეიცავდეს კანონით განსაზღვრულ რეკვიზიტებს.
დაინტერესებული პირის განცხადება შეიძლება მიზნად ისახავდეს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, სამშენებლო ნებართვის გაცემას, სოციალური დახმარების მიღებას და ა.შ.
დაინტერესებული პირის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში, წარმოება დაიწყება აღნიშნული განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან.
ბ)ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.
არსებობს შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციული წარმოება იწყება, არა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, არამედ კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, მაგალითად, როდესაც პოლიციელი ხედავს მთვრალ პიროვნებას, რომელიც აპირებს საჭეზე დაჯდომას, პოლიციის შესახებ კანონიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია თავიდან აიცილოს სამართალდარღვევა და არ დაუშვას ამ პიროვნების საჭესთან დაჯდომა.
BLH
Keymasterრა არის ადმინისტრაციული წარმოება?
ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო მმართველობის განხორციელების უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება:
- ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება;
- ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა;
- ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადება, დადება ან გაუქმება.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აფუძნებს ზოგად რეგულაციას, ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით, რომელიც გამოიყენება ადმინისტრაციული სამართლის ნებისმიერ სფეროში, როგორც ზოგადი წარმოების მარეგულირებელი ნორმები.
მაგ: სამშენებლო ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ადმინისტრაციული ორგანო ხელმძღვანელობის, როგორც სპეციალური ადმინისტრაციული წარმოების ნორმებით, ასევე ზოგადი ნორმებით, რომლებიც განსაზღვრულია ზაკ-ში.
ადმინისტრაციული წარმოების სამი სახე არსებობს:
ა) მარტივი ადმინისტრაციული წარმოება;
ბ) ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება;
გ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.
მარტივი ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული წარმოების მთავარი და საბაზისო სახე, რომლის დებულებები გამოიყენება წარმოების სხვა სახეების შემთხვევაშიც. ზოგადი წესის თანახმად, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
BLH
Keymasterქორწინების მარეგულირებელი სპეციალური წესების საფუძველზე წარმოშობილი თანასაკუთრების მიმართ 3 წლიანი ხანდაზმულობა მოქმედებს ყველა ვარიანტში, შესაძლოა მაგ გადაწყვეტილებაში საუბარია ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც სპეციალური რეგულაციის ქვეშ ვერ ხვდება.
მაგ: ერთმა მეუღლემ იყიდა ბინა ქორწინების პერიოდში, ეს ბინა არ ჩაითვლება თანასაკუთრებად ზოგადი ნორმების მიხედვით, მაგრამ თუ ეს ბინა იყიდა მეორე მეუღლის მიერ მიცემული ფულითაც, მაშინ ზოგადი ნორმები მოქმედებს და იმ პროპორციით განაწილდება საკუთრება, რამდენი ფულიც დადო თითოეულმა მეუღლემ.
BLH
Keymasterკრედიტ ოფიცერი ბანკის წარმომადგენელი, რადგან ბანკში მუშაობს და ეს გარემობა ქმნის იმის ვარაუდის საფუძველს სკ-ის 104-ე მუხლის საფუძველზე, რომ როცა იგი ღებულობს მოვალისგან თანხას, ეს თანხა ჩაითვალოს ბანკის მიერ მიღებულად.
BLH
Keymaster114-ე იმ შუაშია, რომ ბანკის კრედიტ ოფიცერი არის ბანკის წარმომადგენელი და ამავდროულად კლიენტის წარმომადგენელი ვერ გახდება, შესაბამისად, შენ რაც თქვი კლიენტის წარმომადგენლობასთან დაკავშრებით გამორიცხულია..
კრედიტ ოფიცერს ბანკმა, რომ არ მიანიჭოს უფლებამოსილება, იგი მაინც უფლებამოსილად ჩაითვლება ბანკის მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის მიხედვით. წაიკითხე ეგ მუხლი და ნახავ, რას ვგულისხმობ.
რაც შეეხება ამ საკითხს, შენ მოიფიქრე, თუ რამე გადაწყვეტილებაა? თუ გადაწყვეტილება გაქვს ნუ გვიმალავ :)))
BLH
Keymasterვერ იქნება წარმომადგენელი 114-ე მუხლის გამო… თან წარმომადგენლობის სხვა ელემენტებიც არ არის. მოვალე საკრედიტო ოფიცერს იმიტომ აძლევს ფულს ჩასარიცხათ, რომ კრედიტორის წარმომადგენელი გონია.
რაც შეეხება მეორე შემთხვევას სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის მიხედვით, მაინც ჩაითვლება კრედიტ-ოფიცერი უფლებამოსილი პირი, მიუხედავად იმისა, მას ექნება თუ არა ამის უფლებამოსილება ბანკის მხრიდან.
BLH
Keymasterთუ კრედიტ ოფიცერი არაუფლებამოსილი პირია, მიიღოს შესრულება და მოვალეს გათვიცნობიერებული აქვს, რომ ვალდებულება ვერანარიად ვერ შესრულდება მისთვის ფულის გადაცემის გზით, მაშინ სახეზეა მისი მხრიდნა მართლწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, სკ-ის 394-ე მუხლის საფუძველზე.
თუ კრედიტ ოფიცერის უფლებამოსილება არ არის განსაზღვრული და მას შესაძლებლობა აქვს მოახდინოს ჩარიცხვა, მაშინ ამ შემთხვევაში მოვალე უნდა გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან, სკ-ის 393-ე, 394-ე და 396-ე მუხლების საფუძველზე.
რამე გადაწყვეტილება თუ გაქვს დადე.
-
AuthorPosts
