Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
kakha
Memberვერ ვიპოვე ეგ გადაწყვეტილება. სავარაუდოთ ისაა რასაც ვფიქრობ და მაგ შემთხვევაში სწორად მიიჩნია სააპელაციომ, რომ არაა ინდ. აქტი.
ატვირთე სადმე დაგაწყვეილება.
kakha
Memberთუ სასამართლო არ მიიჩნევდა ინდ. აქტად მაგ ოქმს როგორ ასაჩივრებდნენ? რას ასაჩივრებდნენ?
kakha
Memberდადე აბა გადაწყვეტილება სადაც წერია რო აქტი არაა..
kakha
Memberთუ გავითვალისწინებთ იმას კანონში როგორაა ფორმულირებული, მაშინ მწვანე მოციმციმე მაშუქიც ინდ. აქტად უნდა მივიჩნიოთ.
”ვ) მწვანე მოციმციმე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას და საგზაო მოძრაობის მონაწილეებს ამცნობს, რომ…” ე.ი. რთავს ნებას და ამვე დროს აცნობებს. ”ნების დართვა” ამ შემთხვევაშიც გვაქვს, მაგრამ, მე არც მწვანის და არც მოციმციმე მწვანის ინდ. აქტის რანგში აყვანა არ მომწონს. რაღაც ვერ ჯდება სამართლის პრინციპებთან. გამონაკლისი კი დასაშვება, მაგრამ მხოლოდ მაშინ როდესაც ამის ობიექტური აუცილებლობაა.
მოკლედ კანონის ტექსტი არაა კარგად ფორმულირებული.”მწვანი მაშუქი მოძრაობის მონაწილეებს ამცნობს, რომ მოძრაობა ნებადართულია” – ეს უკეთესი ფორმულირება იქნებოდა.
kakha
Memberგეთანხმები… თუ ყვითელს ანიჭებს ეგ კანონი აკრძალვის მნიშვნელობას მაშინ აქტი გამოდის, როდესაც ამის ფუნქცია აკისრია.
kakha
Memberჩემი აზრით მხოლოდ წითელი ფერი წარმოადგენს ამკრძალავ ინდ. აქტს. რაც შეეხება ყვითელს და მწვანეს ესენი არ არიან ინდ. აქტები (IMPO). წითელი არის ამკრძალავი აქტი, რომელიც თავის თავში შეიცავს ძალადდაკარგულად ცნობის დროს. ანუ მისი ძალა დროით არის განსაზღვრული. ძალში შედის ანთებიდან და ძალა ეკარგება მას შემდეგ რაც ჩაქვრება. შეიძლება საწინააღმდეგო მოსაზრებაც გაჩნდეს აქ.. მაგალითად ის, რომ წითელი არის ამკრძალავი აქტი, რომელსაც ძალადაკარგულად აცხადებს ყვითელი (ანუ ყვითელიც ინდ. აქტია), მაგრამ არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ყვითელი უბრალოდ გაფრთხილებაა იმის, რომ ძალა დაეკარგება რამდენიმე წამში წითელს. ასე, რომ არ იყოს ერთდროულად არ აინთებოდნენ… აქედან გამომდინარე ყვითელს განვიხილავ რეალაქტად – ინფორმაციული ხასიათის რეალაქტად.
რაც შეეხება მწვანეს… არც ეს არაა აღმჭურველი ინდ. აქტი. ესეც ინფორმაციული ხასიათის რეალაქტია.. შესამჩნევად უფრო მარტივია, რომ წითელი არ ანთია და გასვლა არაა აკრძალული. მწვანე შუქნიშანი იმისთვის არ ყენდება, რომ გზაზე გადასვლის ნებართვა მისცეს ვინმეს. ამის უფლება ისეც აქვს ყველას, თუ აკრძალული არაა. აკრძალული, რომ არაა ზუსტად ამ ინფორმაციას გვაწვდის, ამიტომ არის ყოველთვის წითელშუქნიშანთან ერთად. მმართველობითი ორგანოების მსგავსად, ყველა, რომ შეზღუდული ვიყოთ კანონიერების პრინციპით, აი მაშინ დაგვჭირდებოდა მწვანე შუქნიშანი იმისთვის, რომ გზა გადაგვეკვეთა :)))
რაც შეეხება საგზაო მოძრაობის კანონს… არ ვიცნობ ამ კანონის რეგულაციებს შუქნიშანთან დაკავშირებით, შეიძლება ფიქსაციის სახით ჩადებულია, რომ ყველა ფერი არის ინდ. აქტი, ამ შემთხვევაში რათქმაუნდა ინდ. აქტი იქნება ყველა ფერი მაგრამ ეს მერე განვიხილოთ. ეხლა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართლის ზოგადი ნაწილის, ადმინისტრაციული სამართლის ზოგადი პრინციპების საფუძველზე ვიმსჯელოთ.
kakha
Member@stapanozmamfal
შენ რას ფიქრობ.? გამომდინარე იქიდან რაც დავწერე ზემოთ პოსტებში.ზოგადად რას ფიქრობ ამ საკითხზე?
kakha
Memberპირველი, მეორე და მეოთზე აბზაცი წაიკითხე ერთიანად. შუქნიშანი როგორც საგანი ამ კუთხით განხილვა არაა საინტერესო. კი… ჩართვა გამორთვა წარმოადგენს უკვე ინდ აქტს… ხოლო როგორი წრისკენ არის მიმართული ეს უკვე მეორეხარისხოვანია.
ჩართვა გამორთვას – შუქნიშნის ფერებს რაც შეეხება ესეც საინტერესო საკითხია.. თუ ცალ-ცალკე განვიხილავთ..
kakha
Memberგვაქვს საჯარო-სამართლებრივი საქმიანობის ორი სამართლებრივი ფორმა რომელთა მიზანი მოწესრიგებაა. ნორმატიული და ინდივიდუალური აქტები (ცალმხრივებს ვგულისხმობ მხოლოდ).
ორივე აქტის დეფინიციას შეიცავს კანონმდებლობა, მაგრამ თუ ერთმანეთისაგან იზოლირებულად განვმარტავთ ამ დეფინიციებს, ასეთ შემთხვევაში გვრჩება ისეთი მმართველობი ღონისძიებები, რომელთა მიზანი მართალია მოწესრიგებაა, მაგრამ არცერთი დეფინიციის ფარგლებში არ ექცევა, ანუ მათ მიღმა რჩება, ან პირიქით ორივეს ნიშნებს შეიცავს. ამიტომ უფრო კარგად გავიგებთ ორივე დეფინიციის არს, თუ ერთმენეთთან კავშირში განვმარტავთ. უნდა მოხდეს შეპირისპირება ან გამიჯვნა რაც გვინდა ის დავარქვათ.
ასეთი განმარტების შემდეგ ვიღებთ ინდ. აქტის ორ სხვადასხვა (ალტერნატიულ) მახასიათებელს: 1. როდესაც პირთა განსაზღვრულ წრეზე ან ობიექტური ნიშნით განსაზღვრებად წრეზე ვრცელდება; 2. აწესრიგებს კონკრეტულ შემთხვევას. ხოლო გამომდინარე ნორმატიული აქტის მახასიათებლისგან ეს კონკრეტული შემთხვევის ნიშანი უნდა იყოს ერთჯერადობა (მრავალჯერადობა უკვე ნომატიული აქტის ელემენტია).
შუქნიშანს რაც შეეხება, პირველი სახის ინდ. აქტი აქ სადაოა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იმაზე მითეთება, რომ ობიექტური ნიშანია ის, რომ შუქნიშის გადამკვეთი მანქანების ამოცნობა ადვილია, მაინც საეჭვოა. ქუჩის შემთხვევისგან განსხვავებით, როდესაც არავინ არ იცის ერთი თვე ვის მოუნდება ამ ქუჩაზე გადასვლა აქტის მიღების დროს, ამ შემთხვევაში ადვილია იმ წრის განსაზღვრა ვინ გააჩერა ან გადაკვეთა შუქნიშანი. ამის მიუხედავად ობიექტური ნიშნით განსაზღვრული წრის არსებობა მაინც საეჭვოა. ეს ვერ იქნება მთავარი არგუმენტი.
რაც შეეხება მეორე სახის ინდ. აქტს… ჩემი აზრით სწორედ ეს შემთხვევაა აქ. კონკრეტული შემთხვევა, და მახასიათებელი – ერთჯერადობა. მრავალჯერადობა (რაც ნორმატიული აქტის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია) არ გვაქვს რადგან შუქნისნის თვითოეული ანთება, თუ რაც არის :)) მეორე ანთებისგან დამოუკიდებლად წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს. მაგ: წითელზე გადაკვეთა უკვე წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს. შეფასების საგანი აქ მთლიანად შუქნიშნის მუშაობა არაა, რომელიც დრეში ასჯერ ანთებს, უნდა შეფასდეს თვითოეული აკრძალვა თუ ნებართვა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, რადგან დამოუკიდებლად წარმოშობენ სამართლებრივ შედეგებს.
დაწერე ამაზე რას ფიქრობ და მერე შუქნიშნის ფერებზეც დავწეროთ.
kakha
Memberჩემი აზრით, ამ შემთხვევაში უნდა მოწესრიგდეს ორივე სახის აქტის გამოცემით. უნდა გამოიცეს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც და ინდ. აქტიც. ნორმატიულით უნდა შეეზღუდოს ქუჩაზე მოძრაობა ყველას – პირთა განუსაზღვრელი წრე, ამავე დროს უნდა განისაზღვროს ამ ზოგადი წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა და ამის შემდეგ უნდა გამოიცეს ინდ. აქტი, რომელიც განსაზღვრავს იმ პირთა წრეს რომლებსაც ექნებათ ქუჩაზე გადაადგილების უფლება.
-
AuthorPosts