Viewing 21 post (of 21 total)
  • Author
    Posts
  • #30702
    BLH
    Keymaster

    დომეინი, როგორც სასაქონლო ნიშანზე არსებული განსაკუთრებული უფლების გავრცელების ობიექტი

    სუსგ. № 3/589 2000 წელი, 11 ოქტომბერი

    თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას კავშირმა „ს-ო“ მიმართა სარჩელით. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1999 წლის 3 ნოემბერს „საქპატენტში“ კავშირი „ს-ოს“ სახელზე რეგისტრირებულ იქნა სასაქონლო ნიშანი „MMC (მმც)“. მიუხედავად მრავალჯერადი წერილობითი და ზეპირი გაფრთხილებისა, შპს „მ-ი“ იყენებს საქმიანი საქართველოს კუთვნილ სასაქონლო ნიშანს.

    ეს გარემოება დასტურდება „მ-ის“ ინეტერნეტში არსებული გვერდით, სადაც გამოყენებულია აღნიშნული სასაქონლო ნიშანი. მოსარჩელე მოითხოვდა, რომ შპს „მ-ს“ აეკრძალოს კავშირი „ს-ოს“ მიერ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის გამოყენება ინტერნეტის საინფორმაციო ქსელში, მის მიერ განთავსებული გვერდის დასახელებაში, აგრეთვე ამ გვერდის მისამართსა და ელექტრონული ფოსტის მისამართში სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. (ძველი კანონი).

    დომეინურ სახელთან მიმართებაში სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების შინაარსი უნდა განიმარტოს კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების მთლიანობაში ანალიზის საფუძველზე.

    დომეინი ინტერნეტში წარმოადგენს მისამართსა და სახელს, რომლის მეშვეობით ხდება მისი მფლობელის ინდივიდუალიზება.

    „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, (ძველი კანონი) განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსია. აღიარებული განმარტებით, სამოქალაქო ბრუნვა არის ეკონომიკური ბრუნვის სამოქალაქო სამართლებრივი გამოხატულება, რომელიც ხორციელდება ვალდებულებითი სამართლის ხელშეკრულებითი და არასახელშეკრულებო ინსტიტუტებით. სახელისა და მისამართის მთავრი ფუნქცია არ არის მისი მფლობელის სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილეობა; ის წარმოადგენს ინტერნეტში პირის ინდივიდუალიზების, მისი მიგნების საშუალებას. აღნიშნულ გარემოებათა გამო, ის არ შეიძლება ჩაითვალოს სასაქონლო ნიშანზე არსებული განსაკუთრებული უფლების გავრცელების ობიექტად.

    გასათვალისწინებელია ისიც, რომ თვით „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ კანონი (მე-7 მუხლი, ძველი კანონი) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების განხორციელების თვალსაზრისით სახელსა და მისამართს ანსხვავებს სხვა ნიშნებისაგან. განსაკუთრებული უფლება ვერ განხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც სასაქონლო ნიშნად გამოყენებულია საკუთარი სახელი და მისამართი.

    საოლქო სასამართლოს კოლეგიამ მოცემული საქმის არსებითად გადასაწყვეტად მნიშვნელოვნად მიიაჩნია მოსარჩელისათვის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე ცნობილი იყო თუ არა შპს „მ-ის“ დომეინი და მან „საქპატენტში“ ნიშნის რეგისტრაცია მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზნით ხომ არ განახორციელა, მაგრამ მან ამ გარემოებების გასარკვევად არ გამოიძახა მოწმეები, რომელთა გამოძახებაზეც მხარემ იშუამდგომლა.

    პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას, რომ მოცემული დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა მიზანს ემსახურებოდა კავშირი „ს-ოს“ მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია „საქპატენტში“. პალატა თვლის, რომ კოლეგიამ უნდა დაკითხოს მოპასუხის მიერ მითითებულ მოწმეები, რათა გაირკვეს და დადგინდეს საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

    თუ მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდება, რომ კავშირიოსმიერ მოცემული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია განხორციელდა იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს შპს“, სასამართლომ საქართვლო სამოქალაქო კოდექსის 115- მუხლის საფუძველზე სარჩელი არ უნდა დააკმაყოფილოს. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, პირმა თავისი უფლებები არ უნდა გამოიყენოს მხოლოდ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. აღნიშნული ნორმა მოითხოვს მოქალაქეებისაგან და იურიდიული პირებისაგან სამოქალაქო უფლებების კეთილსინდისიერ განხორციელებას, საქმიანი ურთიერთობების კეთილი ტრადიციების დაცვას. ის შეიცავს პირდაპირ აკრძალვას უფლებათა ისეთი გამოყენებისა, რომელიც იწვევს სხვათა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევას. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისა და რეგისტრაციით მოპოვებული უფლება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს არამართლზომიერი მიზნით.

    მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, ასევე, სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვეციის 10 ბის მუხლი (არაკეთილსინდისიერი კონკურენცია): კავშირის ქვეყნები შებოჭილნი არიან ვალდებულებებით უზრუნველყონ თავისი მოქალაქეებისათვის ეფექტური დაცვა არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან. არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტს შეადგენს ნებისმიერი კონკურენციის გაწევის აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება სამეწარმეო თუ კონკურენციული საქმიანობის პატიოსან ჩვევებს.

    იკრძალება ყველა ისეთი ქმედება, რომელმაც რაიმე სახით შეიძლება გამოიწვიოს აღრევა კონკურენტის საწარმოსთან, საქონელთან ან სამრეწველო, თუ კომერციულ საქმიანობასთან.

    დომეინური სახელისა და სასაქონლო ნიშნის გამოყენების მართლზომიერება შეფასებულ უნდა იქნეს საქმიანი ბრუნვის ტრადიციებისა და უფლების განხორციელების მართლზომიერი საზღვრების გათვალისწინებით. აღნიშნული თვალსაზრისით, არამართლზომიერად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მიზნით ინტერნეტში დომეინად დარეგისტრირდეს ნიშანი, რომელიც უკვე არსებული გარკვეული რეპუტაციის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსია. ასევე, არამართლზომიერად უნდა იქნეს მიჩნეული უკვე დარეგისტრირებული დომეინური სახელის სხვა პირის მიერ სასაქონლო ნიშნად რეგისტრაცია და შემდეგში სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების საფუძველზე დომეინის გამოყენების აკრძალვა.

Viewing 21 post (of 21 total)
  • You must be logged in to reply to this topic.