Viewing 10 posts - 121 through 130 (of 136 total)
  • Author
    Posts
  • #4138

    ახლა საინტერესო შემთხვევა მინდა დავწერო პრაქტიკიდან მეუღეთა თანასაკუთრებასთან დაკავშირებით და როგორ გადაწყვეტდით აბა….

     

    ნიკამ 2004 წლის 27 თებერვალს შეიძინა ბინა. 2005 წლის 20 იანვარს დაქორწინდა ნათიაზე. 2007 წელს ნიკამ მიყიდა თავისი ბინა ნათიას 25.000 ლარად.   2009 წელს ნიკა და ნათია განქორწინდნენ. ნიკამ მოითხოვა ბინის თანასაკუთრებად ცნობა და მისი წილის 1/2-ის გამოყოფა.

     

     

    არის თუ არა აღნიშნული ბინა მეუღლეთა თანასაკუთრება და უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა მისი მოთხოვნა?

     

    პასუხი დაასაბუთეთ 🙂

     

     

    #4153
    Edika
    Participant

    1158-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა: მესამე პირი საკუთრებას გადასცემს ერთ ერთ მეუღლეს (ანუ კარგავს საკუთრებას) ნასყიდობის ხელშეკრულების საფიძველზე. როცა  მეუღლეებს შორის ხდება ნასყიდობის ხელშეკრულების დადება ამ მესამე პირის(რომელიც საკუთრებას გადასცემს და შესაბამისად კარგავს) სახით გამოდის თვითონ მეუღლე. ასეთი აზრი მომივიდა რატომღაც თავში :D. Tvi aba midi rogoraa mag gadawyvetilebaSi.

    #28869
    Edika
    Participant

    ერთ ერთ მეუღლეს აქვს ბანკის ვალი 6000 აშშ დოლარი.  მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი არის 14 000 აშშ დოლარის ღირებულების. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა რომ ვინაიდან მოვალე მეუღლის წილის ღირებულება უძღავი ქონებიდან, ანუ 14 000/2 ფარავს მის ვალს შეიძლება მოხდეს მხოლოდ მისი წილის რეალიზაციაო.  შეაფასეთ აპელაციის გადაწყვეტილება.

    #28870
    Crassus
    Participant

    რეალურად მანდ თუ საერთო ვალია, მეუღლეები კანონისმიერი სოლიდარული მოვალეები არიან და შესაბამისად გადაწყდება მათ შორის ურთიერთობა, თუ ერთი მეუღლის ქონებიდან მოხდება ვალის ამოღება, მეორე მეუღლეს შეუძლია აღადგინოს სტატუს კვო. პრინციპში უაზრობა თქვა სააპელაციომ, აზრს ვერ ვხედავ მაგ განმარტებაში.

    #28877
    Edika
    Participant

    <p>არა. სხვა რამეზეა აქ საუბარი. საერთო ვალი არ არის. მხოლოდ ერთისაა.  სააპელაციო სასამართლომ თქვა რომ ვინაიდან ამ სახლის ნახევრის ღირებულება, როგორც მეუღლის წილი, ფარავს მოთხოვნას რეალიზაცია უნდა მიექცეს მხოლოდ ნახევარზე, ისე რომ 963-ე მუხლის საფუძველზე არ უმსჯელია შეიძლება თუ არა გაყოფა.</p>

    #28878
    Crassus
    Participant

    <p>სწორია მერე რა გინდა… თუ მხოლოდ ერთი მეუღლის არის ვალი, მისი წილიდან უნდა მოხდეს აღსრულება, ანუ მხოლოდ ამ ქონების 1/2-იდან.</p>

    #1830

    …………………….

    #1889
    Edika
    Participant

    …………..

    #1918
    Edika
    Participant

    ბავშვის ქონების განკარგვა მშობლის მიერ

    არასრულწლოვანი „A”-ს მშობლებმა „B” და „C”-მ ბანკიდან გამოიტანეს სესხი, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთეს „A”-ს საკუთრებაში არსებული ბინა. რისი მოთხოვნის უფლება აქვს „A”-ს და რა საფუძვლით?

    #1930

    ბავშვის ქონების განკარგვა

    (სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2ბ/3275-15)

    „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლუატაციისაგან.

    ეკონომიკურ ექსპლუატაციაში იგულისხმება ბავშვის შრომითი რესურსის ბოროტად გამოყენება, ასევე მისი ქონებით არამიზნობრივად, ბავშვის ინტერესების საზიანოდ სარგებლობა, ბავშვის ქონების ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ განკარგვა.

    ბავშვის ქონებით არამიზნობრივი სარგებლობა სახეზეა, როდესაც სარგებლობას ბავშვის ქონების შემცირება ან მისი სრული მოსპობა სდევს თან და, ამასთან, ამგვარი სარგებლობის მიზანს ბავშვის ინტერესი არ ამართლებს. ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, რაღა თქმა უნდა, არაპირდაპირ,

    თუმცა, მაინც, ბავშვის ინტერესებშია, თუმცა, ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ბავშვის ქონებაზე რისკის გაწევა, მით უფრო, თუ რისკი გაუთვლელი და დაუზღვეველია, ბავშვის ინტერესების საზიანო შედეგის მომტანია. შესაბამისად, ბავშვის ქონება უნდა განიკარგოს მხოლოდ ბავშვის ინტერესებში.

    ქონების განკარგვა, მათ შორის, ქონების გასხვისება, ბავშვის პირდაპირ ინტერესს შეესაბამება, თუ ბავშვის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება ბავშვის ისეთ მაღალ ინტერესს შეესატყვისება, როგორიცაა, მისი ჯანმრთელობა, განათლება, უსაფრთხოება და ა. შ. ამდენად, ბავშვის ქონების განკარგვა ბავშვის ინტერესებს შეესაბამება, თუ ქონების განკარგვის შედეგად მიღებული სარგებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ხმარდება, ბავშვის სათანადო განათლებას, მის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას უზრუნველყოფს, ბავშვის ნორმალურ განვითარებას ემსახურება და ა. შ.

    მითითებული მიზნის განხორციელების გარანტი კი, ზემოაღნიშნული კონვენციის შესაბამისად, სახელმწიფოა. სწორედ სახელმწიფოა ვალდებული შექმნას იმგვარი საკანონმდებლო ბერკეტი, რომლის შესაბამისადაც, ბავშვის ქონების განკარგვა სპეციალურ, საამისოდ კომპეტენტური ორგანოების ნებართვას საჭიროებს, ხოლო ბავშვის ინტერესის გონივრული შეფასება მათ ზედამხედველობას ექვემდებარება.

    ამდენად, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მშობლებს ბავშვების ქონებასთან მიმართებით შეზღუდულ უფლებას უწესებს და მხოლოდ აღნიშნული ქონების მართვისა და გამოყენების უფლებას ანიჭებს. ქონების მართვა და გამოყენება, არც სიტყვასიტყვითი და არც ლოგიკური და შინაარსობრივი ახსნა-განმარტების შედეგად, განკარგვის უფლებამოსილებას არ გულისხმობს. რაც შეეხება ამავე მუხლის მე-6 ნაწილის დანაწესს მასზედ, რომ მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად გამოდიან, ნიშნავს იმას, რომ მშობელი ბავშვის სახელით მხოლოდ და მხოლოდ ისეთ გარიგებებს დებს, რომლებიც ბავშვის ნებას შეესაბამება და ამასთან, აღნიშნული გარიგება ბავშვის ინტერესებშია.

    მოცემულ შემთხვევაში, ბავშვის კუთვნილი ქონების იპოთეკით დატვირთვა, მშობლების მიერ აღებული სესხის უზრუნველსაყოფად, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მცირეწლოვანი  ბავშვის ნების შესაბამისად. რაც შეეხება ბავშვის ინტერესს, საგულისხმოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, არც ბავშვის ნამდვილი ინტერესია სახეზე, რადგან ბიზნესის დასაწყებად სესხის აღება, თუნდაც, ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ბავშვის ნამდვილ ეკონომიკურ ინტერესს არ შეესატყვისება, ვინაიდან სესხად აღებული თანხებით ბიზნესის წარმოება, შესაბამისი ბიზნეს გეგმისა და დაუზღვეველი რისკის პირობებში, სერიოზული საფრთხის შემცველია. ბავშვის ქონების დაკარგვის საფრთხის არსებობა კი იმთავითვე ბავშვის ინტერესების საზიანოა. ამდენად, მშობლების მიერ აღებული სესხის უზრუნველსაყოფად მცირეწლოვანი ბავშვის ქონების იპოთეკით დატვირთვა ბავშვის ინტერესის საწინააღმდეგო გარიგებაა.

    საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

    ამდენად, ბავშვის ქონებაზე გარიგების დადება, რა დროსაც, გამოკვეთილი არ არის ბავშვის უპირატესი ინტერესი, არღვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-6 ნაწილის დანაწესს მასზედ, რომ მშობლების მიერ ბავშვის სახელით გარიგების დადება მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის უფლებებისა და ინტერესების დაცვას უნდა ემსახურებოდეს, შესაბამისად, სადავო გარიგება, როგორც ბავშვის ინტერესების საზიანო და ამგვარად, კანონსაწინააღმდეგო, ბათილია.

    პალატა დამატებით განმარტავს, რომ მშობლის მიერ ბავშვის სახელით გარიგების დადება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სპეციალურ ნებართვას არ საჭიროებს. ამგვარი დასკვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის დანაწესი მასზედ, რომ მშობელი ბავშვის სახელით განსაკუთრებული ნებართვისა და რწმუნებულების გარეშე მოქმედებს. მაშინ, როდესაც ბავშვის სახელით, მეურვისა და მზრუნველის მიერ გარიგების დადება, სამოქალაქო კოდექსის 1294-ე მუხლის შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ნებართვას საჭიროებს. ნიშანდობლივია, რომ ამგვარი საკანონმდებლო წესრიგი ბავშვის წინაშე მშობლის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით არის განპირობებული, ვინაიდან ბავშვის უფლებათა დაცვა და მის ინტერესში მოქმედება მშობლის უზენაესი ვალდებულებაა.

    სამოქალაქო კოდექსის 1299-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

    ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონი პირდაპირ ავალდებულებს მშობლებს თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებებისა და ინტერესების დაცვას, რაც ასევე, შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას გულისხმობს.

    სააპელაციო პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასკვნებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს როლზე მშობლის უფლების განხორციელების პროცესში და მიაჩნია, რომ მესამე პირებთან შვილის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას, სამოქალაქო კოდექსი არ ადგენს პირდაპირ კონტროლს მშობლის მიერ არასრულწლოვანის ქონებრივი აქტივების განკარგვაზე, მაგრამ ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1299-ე მუხლის დანაწესი, რომელიც ნორმა-პრინციპის სახით არის დეკლარირებული და იმპერატიული ხასიათისაა, მშობლის მოქმედების თავისუფლებას ზღუდავს არასრულწლოვანის ინტერესებით და მოითხოვს, რომ მშობლის უფლებები ისე განხორციელდეს, რომ ამით ზიანი არ მადგეს ბავშვის ინტერესებს. დასახელებული ნორმით დაკისრებული ვალდებულება მშობელს უზღუდავს შვილების სახელით ნებისმიერი საფუძვლით გარიგების დადების შესაძლებლობას. გარიგების დადების ერთადერთ საფუძველს და ლეგიტიმურ მიზანს უნდა წარმოადგენდეს შვილის ინტერესების უკეთ უზრუნველყოფა.

Viewing 10 posts - 121 through 130 (of 136 total)
  • You must be logged in to reply to this topic.