Viewing 10 posts - 101 through 110 (of 136 total)
  • Author
    Posts
  • #2705
    Edika
    Participant

    <cite> @StepanozMamfal said:</cite>
     

    მოკლედ არ შენ არ გეთანხმები და არც ედიკას… ახლა გეტყვით ჩემ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით.

     

    სკ-ს 1160-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით გვაქვს ზოგადი წესი, რომ თუ ერთი მეუღლე განკარგავს მეუღლეთა თანასაკუთრებას, მაშინ განკარგულ ნივთზე მეორე მეუღლეს პრეტენზია ვერ ექნება. ანუ მაგალითად თუ გააჩუქებს ერთი მეუღლე თანასაკუთრებაში მყოფ ბინას, მაშინ მეორე მეუღლე ვერ მოითხოვს ამ ბინის 1/2-ს უკან დაბრუნებას, თუმცა მას აქვს 1160-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

     

    ანუ გვაქვს ორი მთავარი საკითხი ამ მუხლთან დაკავშირებით: 1. კომეპნსაციის საკითხი განკარგვის დროს (ამაზე ვისაუბრეთ უკვე წინა პოსტებში) და  2. ანდერძით დატოვებული ბინა ჩაითვლება თუ არა განკარგვად სკ-ის 1160-ე მუხლის ფარგლებში?

     

    ჩემი პირადი აზრია, რომ როცა ანდერძში ხდება თანასაკუთრების განსაზღვრა, ასეთ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ არა 1160-ე მუხლის მე-2 ნაწილი, არამედ სკ-ს 1335-ე მუხლი. აღნიშნული განპირობებულია ანდერძით ქონების განკარგვის სპეციფიკიდან გამომდინარე. მინდა ერთი მაგალითი მოვიყვანო, მაგ: “ა”-ს ჰქონდა “ბ”-სგან ნათხოვნი კარადა, რომელიც ანდერძით დაუტოვა “გ”-ს. ამ შემთხვევაში მიუხედავად 187-ე მუხლის არსებობისა, მოქმედებს 1335-ე მუხლი და “ბ”უფლებამოსილია გამოითხოვოს აღნიშნული ნივთი, იგივე ბინაზე, როცა ბინა არასწორედ არის რეგისტრირებული მოანდერძეზე, ნამდვილ მესაკუთრეს აქვს მისი გამოთხოვნის უფლება 1335-ე მუხლის მიხედვით.

     

    პრინციპში შენ რა მაგალითიც მოიყვანე 187 და 1335-ე მუხლები არც უწევენ ერთმანეთს კონკურენციას, იქედან გამომდინარე რომ ანდერძი ყოველთვის უსასყიდლო განკარგვაა/უსასყიდლო გარიგებაა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უსასყიდლო განკარგვის დროს რაც არ უნდა კეთილსინდისიერი იყოს შემძენი ნამდვილ მესაკუთრეს მაინც ააქვს ნივთის ვინდიკაციის უფლება. კონკურენციაში 1335-ე მუხლი მოდის 185-ე მუხლთან და ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება 1335-ე მუხლს.

    #2706

    ეგ ვიგულისხმე ზუსტად, თუმცა არაზუსტი ფორმულირებით დავწერე… ანუ მიუხედავად იმისა, რომ შემძენი კეთილსინდისიერი შეიძლება იყოს 187-ე მუხლის მიხედვით, კერძოდ პირველი ნაწილის, მესაკუთრეს მაინც ექნება უფლება გამოითხოვოს ეს კარადა და ეს გამომდინარეობს სკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ასევე 1335-ე და 172-ე მუხლებიდან გამომდინარე.

     

    ვიღაც ინტრიგანმა შეიძლება თქვას, რომ როგორაა შემძენი კეთილსინდისერი, როცა 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი იძახის, რომ უსასყიდლოდ არაუფლებამოსილი პირისაგან ქონების შეძენისას პირი არ არის კეთილსინდისიერი. ასეთ ინტრიგანს ვეტყოდი, რომ 187-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვა-სიტყვით მართალია წერია, რომ უსასყიდლოდ არაუფლებამოსილი პირისაგან ნივთის შეძენის შემთხვევაში, შემძენი არაკეთილსინდისიერია, მაგრამ ეს არსობრივად არასწორია, რადგან ამ შემთხვევაში პირი მაინც კეთილსინდისიერი იქნება, ამ სიტყვის იურიდიული მნიშვნელოვიდან გამომდინარე, თუმცა ამის მიუხედავად არ დადგება 187-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი, რადგან 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს ფიქციას, რომ კეთილსინდისიერი პირი არააკეთილსინდისიერი თუ..

    #2720
    Crassus
    Participant

    ვერ მივხვდი, რატომ გადაწონის 1335-ე მუხლი, 1160-ე , 185-ე და 187-ე მუხლებით განსაზღვრულ რეგულაციებს?

    #2734
    Edika
    Participant

    1160 არაფერია სხვა თუ არა იმის დადასტურება/გამეორება რაც არის 185 და 187-ე მუხლებში, ანუ 1160-ე მუხლის მეორე ნაწილი არის სპეციალური შემთხვევა 185 – 187 მუხლებისა. 185-187-ე მუხლებით კი მოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ სხვისი ქონების განკარგვის სამარტლებრივი შედეგი, რომლიდანაც განსხვავდება 1335-ე მუხლი, რომელიც არის გამონაკლისი.

    #2737
    Crassus
    Participant

    გამოდის, რომ კოლიზიაა 1335-ე მუხლსა და 185/185/1160-ე მუხლებს შორის და 1335-ე მუხლი უფრო სპეციალური შემთხვევაა?

    #2747
    Edika
    Participant

    ბავშვის ალიმენტთან დაკავშირებული საქმის განხილვის დროს (ბავშვის წარმომადგენელი დედა) დედამ უარი თქვა სარჩელზე. არის თუ არა შესაძლებელი ბავშვმა ისევ მოთხოვოს ალიმენტი მამას?

    #2748

    ვაა, საინტერესო საკითხია… შენი აზრით როგორ იქნება და ზოგადად შეიძლება თუ არა უარის თქმა საალიმენტო ვალდებულებაზე?

    #2750
    Edika
    Participant

    სამოქალაქო პროცესში დისპოზიციურობის პრნციპი ნიშნავს საპროცესო უფლების თავისუფლად განკარგვას და სასამართლო ვერ გეტყვის უარს ამ საპროცესო მოქმედების დაკმაყოფილებაზე იმის გამო რომ მატერიალურ სამართლებრივი კუთხით ესპობა სარჩენს ფაქტიურად უფლება.  (მაგრამ ესპობა კიი???) ანუ სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში საქმე ყველავარიანტში წყდება ზოგადად.

     

    მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ სარჩელზე უარის თქმა ვერ მოუსპობს ბავშვს ალიმენტის მოთხოვნის მატერიალურ სამართლებრივ საფუძველს, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციებით. შესაბამისად უნდა ქონდეს უფლება დაიცვას ტავისი უფლებები სასამართლოს წესით.

    #2751

    ანუ შენ მიგაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაშ ალიმენტის მოთხოვნის შესახებ სარჩელზე, ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის უარი არ ნიშნავს, რომ ბავშვი კარგავს ალიმენტის მოთხოვნის უფლებას, რაც განპირობებულია აღნიშნული უფლების კონსტიტუციური მნიშვნელობით და სპეციფიკურობით?

     

    უნდა დაგეთანხმო ამ საკითხში, მეც ეგრე მგონია 🙂

    #2755
    Edika
    Participant

    ხო რა. ზოგადად კი ვიცით რაც ხდება, მაგრამ ალიმენტის შემთხვევაში ვერ იქნება თლად მასე.  ბოვში მშიერი  ხო არ დარჩება. 😀

Viewing 10 posts - 101 through 110 (of 136 total)
  • You must be logged in to reply to this topic.