This topic contains 88 replies, has 4 voices, and was last updated by  kakha 4 years, 9 months ago.

Viewing 10 posts - 21 through 30 (of 84 total)
  • Author
    Posts
  • #2551

    კონკრეტული ნორმები დაწერე და შედეგი რა დადგება… 🙂

    #2570

    Edika
    Participant

    ან სამოქალაქო პროცესის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის “ვ”, ეს თუ არა მესამე ნაწილი ყველავარიანტში.

    #2571

    სამოქალაქო პროცესის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილსი “ვ” პუნქტი ეხება სადავო აქტს, ანუ ამ შემთხვევაში აღსრულების  დაწყების შესახებ დადგენილება, რომ იყოს სადავო, მაშნ შეიძლება მაგის გამოყენება, თუმცა ამ შემთხვევაში სადავოა არა აღსრულების დაწყების შესახებ დადგენილება, არამედ აღსრულების შეწყვეტის საკითხი დგას პრობლემად, ამიტომაც არარელევანტურია ეგ ნორმა.

     

    რაც შეეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილს. შეიძლება ამ ნორმის გამოყენება და გამოვიყენებდი კიდეც, თუმცა მოწინააღმდეგე მხარე, რომ ვიყო მივუთითებდი 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ი” პუნქტზე და ვიტყოდი, რომ ვინაიდან ამ ნორმით გათვალისწინებულია აღსრულების შეჩერების შემთხვევა ცალკეულ შემთხვევაში და კანონმდებელმა გამოყო კონკრეტულ შემთხვევა, როცა შეიძლება აღსრულების შეჩერება, ამით მან ნება გამოავლინა, რომ სხვა შემთხვევაში აღსრულების შეჩერებას არ უნდა მოხდეს. (თუმცა რა თქმა უნდა 198-ე მუხლის მე-3 ნაწილი ბევრად მძლავ პოზიციაზე აყენებს მეორე მხარეს)

    #2572

    Edika
    Participant

    აღწერა დაყადაღების აქტების არ არსებობა

     

    უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N- ბს-395-374

     

    საკითხი ეხება აღწერა დაყადაღების აქტების არ არსებობას. მოსარჩელე ამბობდა რომ რადგან საქმეში არ მოიპოვება აღწერა დაყადაღების აქტები ანუ დარღვეულია სააღსრულებო კანონის 47-48 მუხლები, შესაბამისად  განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებები უნდა გაუქმდესო. (აუქციონი და მისი შედეგები” ოქმი და განკარგულება ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ).

     

    უზენაესი ამბობს რომ აღმასრულებლის მიერ ქონების აღწერის აქტის შეუდგენლობას არ გამოუწვევია აუქციონზე გასატანი ქონების არასწორი იდენდიფიკაცია, შეფასება ან აუქციონის ჩატარებამდე გასხვისება. ფორმალური ხასიათის დარღვევაა უბრალოდ, რომელსაც შედეგზე არსებითი გავლენა არ მოუხდენიაო.

     

    ამავე გადაწყვეტილებაში საუბარია იმაზე რომ მარტალია არ არსებობს აუქციონის საჯაროდ დანიშვნის შესახებ განკარგულება, მაგრამ არც ამის გამო არ შეიძლება აუქციონის ბათილობა. მთავარია რომ ჩატარებული აუქციონი საჯარო იყო.

     

    აღნიშნული გადაწყვეტილებიდან ჩანს რომ შეიძლება სააღსრულებო წარმოებისას დარღვეულ იქნას ფორმალური პროცედურები, მაგრამ თუ ამას არსებითი გავლენა არ მოუხდენია შედეგზე დაუშვებელია შედეგების ბათილობა. შეიძლება საერთოდ არ არსებობდეს აღწერის და შეფასების ოქმი საქმეში, მაგრამ თუ ამის მუხედავად სააღსრულებო მოქმედება არსებითად სწორად ჩატარდა/თუ გადაწყდა, დაუშვებელია შედეგის ბათილობა.

    #2760

    Edika
    Participant

    საინტერესოა ისე მოვალეთა რეესტრი ზოგადად. ხომ არ შეიძლება ვთქვათ რომ ზედმეტად ზღუდავს მოვალეს ვიდრე ამას მოითხოვს კრედიტორი, უფროსწორად ვიდრე კრედიტორის მოთხოვნაა? და ეს რამდენად ჯდება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპში? ვთქვათ ვალი არის 200 ლარი და მოვალეს ამისათვის ეკრძალება მთელი ნახევარმილიონიანი ქონების განკარგვა.

    #3305

    Edika
    Participant

    მუხლი 14. კერძო აღმასრულებლის კომპეტენცია

    1. კერძო აღმასრულებელი ახორციელებს ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“ და „ე“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების (გადაწყვეტილებების), აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სანოტარო აქტებისა და გირავნობის მოწმობების აღსრულებას ამავე კანონით დადგენილი წესით.

    2. კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

    3. კერძო აღმასრულებელი აღსრულებას ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ აღსრულების მხარეები არიან ფიზიკური პირები ან / და კერძო სამართლის იურიდიული პირები და თუ სააღსრულებო დოკუმენტის მიხედვით წარმოდგენილი აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნა არ აღემატება 500 000 ლარს .

     

    ეს არის სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 147 მუხლი სადაც ჩემი აზრით წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან პირველი და მესამე ნაწილები, კერძოდ მესამე ნაწილი ამბობს რომ კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო წარმოებას ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა სააღსრულებო წარმოების მხარეები არიან ფიზიკუყრი და იურიდიული პირები, ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სააღსრულებო წარმოების მხარე ასევე შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანო.

    #3887

    Edika
    Participant

    სააღსრულებო მოქმედების ოქმის სამართლებრივი ბუნება

     

    თქვენი აზრით სააღსრულებო მოქმედების ოქმი წარმოადგენს თუ არა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს? მაგალითად ნივთების აღწერა დაყადაღების  დროს როცა დგება ოქმი, ეს ოქმი შეიძლება ჩავთვალოდ ადმინისტრაციულ აქტად? თუ არ შეიძლება რატო და თუ შეიძლება რატო დაასაბუთედ.

    #3901

    kakha
    Member

     

    დადე აბა გადაწყვეტილება სადაც წერია რო აქტი არაა..

     

     

    #3902

    Edika
    Participant

    უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N- ბს-594-566(კ-07)

     

    მოკლედ ახლა აღარ ხდება ასე მაგრამ ადრე იძულებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ აღმასრულებელი ადგენდა ოქმს, და ამ ოქმის ბათილობას ითხოვდა მოსარჩელე როგორც ინდივიდუალური აქტის.

     

    სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ  ,,სააღსრულებო წარმოებათაშესახებ» საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ყოველი სააღსრულებო მოქმედებისშესრულების შესახებ სასამართლო აღმასრულებელი ადგენს ოქმს, რომელიც შეიცავს გარკვეულრეკვიზიტებს. აღნიშნულ ოქმზე ხელს აწერს სასამართლო აღმასრულებელი, კრედიტორი,მოვალე და ოქმის შედგენის დროს დამსწრე პირები. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით,აღნიშნული სახის ოქმი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, არშეიძლება გასაჩივრდეს როგორც, ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი. აღნიშნულიმუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არისადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზეგამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ანადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვეადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებასმიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევეადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაცშეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

     

    სააღსრულებო მოქმედების შესრულების შესახებ სასამართლო აღმასრულებლის მიერშედგენილი ოქმი, არ აკმაყოფილებს აქტის სავალდებულო მოთხოვნებს და შესაბამისად, არწარმოშობს მხარეებისათვის სამართლებრივ შედეგებს. რაც არ შეიძლება ითქვასაღმასრულებლის მიერ გამოცემულ განკარგულებაზე აუქციონის შედეგად შეძენილ ქონებისშესახებ. აღნიშნული აქტი არის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცემაგარკვეული ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ და მხარისათვის წარმოშობსსამართლებრივ შედეგს.

     

    ჩეემი აზრით ეს ოქმიც და ზოგადად სააღსრულებო წარმოების დროს შედგენილი ოქმი არის ჩვეულებრივი ინდივიდუალური აქტი. შეიძლება პირდაპირ სამართლებრივი შედეგის მომტანი არ იყოს (მაგალითად აღწერა დაყადაღების აქტის შედგენის დროს. ოქმში ხდება იმის დადასრულება უბრალოდ რომ მოხდა ნივთების აღწერა და დაყადაღება) მაგრამ ადასტურებს გარკვეულ სამართლებრივ ურთიერთობას.  ჩემი აზრი ასეთია.

    #3907

    kakha
    Member

     

    თუ სასამართლო არ მიიჩნევდა ინდ. აქტად მაგ ოქმს როგორ ასაჩივრებდნენ? რას ასაჩივრებდნენ?

     

     

Viewing 10 posts - 21 through 30 (of 84 total)

You must be logged in to reply to this topic.