Viewing 10 posts - 41 through 50 (of 163 total)
  • Author
    Posts
  • #2935

    და ბოლოს უნდა აღინიშნოს 323-ე მუხლის მნიშვნელობაც ამ საკითხთან დაკავშირებით.. რომლის მიხედვითაც, “ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას.” ანუ კანონმდებელი უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის ვალდებულების წარმოშობას უკავშირებს წერილობით ფორმას, ხოლო საკუთრების უფლების გადაცემის ფაქტს უკავშირებს რეესტრში რეგისტრაციას.

     

    ამ შემთხვევაში უნდა გამიჯნოთ ერთი მხრივ საკუთრების უფლების გადაცემის ვალდებულების წარმოშა (ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობა) რომლის ნამდვილობისათვის საკმარისია მხარეთა წერილობითი შეთანხმება (სკ-ის 323-ე მუხლის მიხედვით) და მეორე მხრივ საკუთრების უფლების გადაცემა (სანივთო სამათლებრივი გარიგება 183 და 311 (პრიმა)), რომელიც საჭიროებს ნოტარიულ დამოწმებას და საკუთრების უფლების რეესტში რეგისტრაციას.

    #1917
    Edika
    Participant

    სამკვიდროში შემავალი სხვისი ქონება და მემკვიდრის კეთილსინდისიერება

    სამკვიდრო არასწორად არის რეგისტრირებული მამკვიდრებლის სახელზე, გარდაიცვალა მამკვიდრებელი და მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო, ისე რომ არაფერი იცოდა, ანუ რეესტრის ჩანაწერის მიმართ კეთილსინდისიერი იყო. მემკვიდრემ დაირეგისტრირა სამკვიდრო ქონება საჯარო რეესტრში. ნამდვილმა მესაკუთრემ მოითხოვა ნივთის მიკუთვნება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა, სწორია?

    კეთილსინდისიერ შემძენზე რას იტყვით ასეთ შემთხვევაში? სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის გამოყენება რამდენად შეიძლება მემკვიდრის სასარგებლოდ?

    #31386
    BLH
    Keymaster

    რა თქმა უნდა სწორია სასამართლოს გადაწყვეტილება, სამოქალაქო კოდექსის 1335-ე მუხლისა და 172-ე მუხლის საფუძველზე, ნამდვილ მესაკუთრეს ექნება ქონების გამოთხოვის უფლება.

    სამოქალაქო კოდექსის 1335-ე მუხლის მიხედვით სამკვიდროდან ნივთის გამოთხოვის უფლება აქვს ნამდვილ მესაკუთრეს:

    ა) თუ მოანდერძემ არასწორად დაუტოვა მემკვიდრეს ნივთი, ამ ნივთის მესაკუთრეს უფლება აქვს გამოითხოვოს იგი საერთო წესის მიხედვით.

    ბ) თუ გარდაცვლილის ქონებაში ფარულად არის სხვა პირის ქონება, აუცილებელია ქონების ამ ნაწილის გამოვლენა და გადაცემა სათანადო პირისათვის.

    კეთილსინდისიერი შეიძლება არის იმ კუთხით, რომ არ იცოდა, რომ სხვისი ქონება მიიღო, მაგრამ მოუწევს ამ ქონების დაბრუნება 1335-ე მუხლის მიხედვით. ამ ქონებაზე საკუთრების უფლების შენარჩუნების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რადგა სხვისი ქონება არ შედის მამკვიდრებლის სამკვიდრო მასაში, შესაბამისად თუ სამკვიდრო მასაში არ შედის ქონება, ვერც მემკვიდრეობით გადავა მემკვიდრეზე, რაც არ უნდა კეთილსინდისიერი იყოს.

    ვერ გამოიყენებ 185-ე მუხლს გამორიცხულია, 1335-ე მუხლი მოქმედებს ყველა ვარიანტში და მოუწევს დაბრუნება, სხვა საკითხია თუ ეს უძრავი ქონება გაყიდა, მაშინ შეიძლება 185-ე მუხლის მიხედვით შემძენმა შეიძინოს საკუთრება ამ უძრავ ქონებაზე, მაგრამ გამსხივსებელმა უნდა აუნაზღუროს ნამდვილ მესაკუთრეს.

    #2674
    Edika
    Participant

    მემკვიდრეობა მეუღლეთა თანასაკუთრების დროს

    სახლი რომელიც წამოადგენდა მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილს და შესაბამისად მათ თანასაკუთრებას აღრიცხული იყო მხოლოდ ქმრის სახელზე. გარდაიცვალა ცოლი, ამის შემდეგ ქმარიც, რომელმაც ეს სახლი დაუტოვა მთლიანად მეზობელს. რისი მოთხოვნის უფლება აქვს მოანდერძის პირველი რიგის მემკვიდრეს (შვილს), რომელსაც არაფერი არ ერგო ანდერძით?

    #2676

    გარდაიცვალა ცოლი, გაიხსნა მისი სამკვიდრო, რომელშიც შევიდა ქმრის სახელზე არსებული ბინის ნახევარი.

    ვინაიდან ორი პირველი რიგის მემკვიდრე ყავს ამ დროს ცოლს (შვილი და ქმარი), მათ ეკუთვნით ½ წილი თითოეულს სამკვიდროდან, ანუ საბოლოო ჯამში ბინის ¾ ქმრის საკუთრებაში იყო, მისი გარდაცვალების მომენტში. ვინაიდან ამ უკანასკნელის პირველი რიგის მემკვიდრე არის მხოლოდ შვილი, რომელმაც მართალია ვერ მიიღო კანონით მემკვიდრეობა, რადგან ანდერძი არსებობდა მთლიან სამკვიდროზე, თუმცა მას გააჩნია სავალდებულო წილის მიღების უფლება, რაც ამ ბინის შემთხვევაში იქნება ¾-ის ნახევარი ანუ ბინის 3/8 ნაწილი.

    საბოლოო ჯამში შვილს დარჩება ბინის 3/8 + 2/8 (რაც დედის სამკვიდროდან ერგო)=5/8, ხოლო მეზობელს 3/8.

    #1763
    Edika
    Participant

    სამკვიდრო მოწმობის ბათილობის საკითხი

    პირველ რიგში რა არის სამკვიდო მოწმობა, რა სამართლებრივ კატეგორიას განეკუთვნება? არის თუ არა ადმინისტრაციული აქტი?

    ადმინსტრაციული აქტის ცნების ელემენტებია: 1) ადმინისტრაციული ორგანო, 2) ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე 3) ინდივიდუალური აქტი 4) აწესებს, ცვლის წყვეტს ან ადასტურებს.  1,  და 4 ელემენტები გვაქვს სამკვიდრო მოწმობასთან დაკავშირებით.

    საინტერესოა  რამდენად გვაქვს 2 და 3 ელემენტები, ანუ სამკვიდრო მოწმობის გაცემა ხდება თუ არა ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და სამკვიდრო მოწმობა წარმოადგენს თუ არა ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს?

    იქიდან გამომდინარე, რომ სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს კონკრეტული პირის სამოქალაქო სამართლებრივ, კერძოდ სამემკვიდრეო ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებებს, იგი თავისი ბუნებით წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რომელიც გამოცემულია ნოტარიუსის, ანუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ,  თუმცა ჩდება კითხვა რამდენადაა იგი გამოცემული ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და საჯარო მმართველობის განხორციელების მიზნით?

    ხოლო თუ ჩავთვლით, რომ სამკვიდრო მოწმობა ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტია რატომ განიხილავენ სასამართლოები ბათიობის საკითხს სამოქალაქო წესით? თან არამარტო სამკვიდრო მოწმობას არამედ სხვა სანოტარო მოქმედებების შესახებ დადგენილებებსაც (მაგალითად სამკვიდროს მმართველის დანიშვნა)?

    #1773

    ერთი შეხედვით გავს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტს, მაგრამ მანდ მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ სამკვიდრო მოწმობა, როგორც სამკვიდროს მმართველის დანიშვნა, ასევე იპოთეკის მოწმობა და სხვა აქტების მიზანია კერძო ინტერესებიის დაცვა, ისინი გაიცემა კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის ჭრილში და მათი მიზანია დაარეგულიროს კერძო პირებს შორის ურთიერთობები, ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული აქტები, მათ შორის სამკვიდროს მოწმობაც, რომელსაც გააჩნია კონკრეტული დანიშნულება- დაადასტუროს სამკვიდროს მიღების ფაქტი და მოცულობა, წარმოადგენენ კერძო-სამართლებრივ სფეროს და მათი განხილვა უნდა მოხდეს კერძო-სამართლებრივი რეგულაციების მიხედვით.

    სწორედ ეს ლოგიკა უდევს საფუძვლად სამკვიდრო მოწმობასთან დაკავშირებული დავების განხილვას სამოქალაქო წესით. ამ საკითხს ეხება გადაწყვეტილება ბს-591-565(გ-08), სადაცა უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სამკვიდრო მოწმობასთან დაკავშირებით დავა უნდა განიხილებოდეს სამოქალაქო წესით.

     

    #29454
    kakha
    Member

    პირველი ელემენტიც არ გვაქვს მანდ, ნოტარიუსი არ არის ადმინისტრაციული ორგანო.

    #29455
    BLH
    Keymaster

    @ReneDescartes said: პირველი ელემენტიც არ გვაქვს მანდ. ნოტარიუსი არ არის ადმინისტრაციული ორგანო.

    რატომ არა არის ნოტარიუსი ადმინისტრაციული ორგანო?

    ზაკ-ის 2.1.ა-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

    ხოლო ნოტარიატის შესახებ კანონის მიხედვით:

    “ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.”

    ამავდროულად, უზენაესმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაშ (ბს591-565(-08)), განმარტა, რომ “სანოტარო მოქმედების მეშვეობით, ნოტარიუსი ყოველთვის ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ,,ნოტარიატის შესახებსაქართველოს კანონის საფუძველზე.”

    #29456
    kakha
    Member

    მცირე შეუსაბამობაა ადმინისტრაციულ ორგანოს ლეგალურ დეფინიციას და შენს მიერ მოყვანილ უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებას და სამართლის ნორმას შორის.

    ლეგალური დეფინიციის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას, არის საჯარო მმართველოს განმახორციელებელი ორგანო, ხოლო დასახელებულ ნორმაში და სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ნოტარიუსი ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას.

    აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა: საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილება და სახელმწიფოებრივი უფლებამოსილება იდენტური ცნებებია?  სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელება იგივეა რაც საჯარო მმართველობა?

Viewing 10 posts - 41 through 50 (of 163 total)
  • You must be logged in to reply to this topic.