მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › მემკვიდრეობითი სამართალი
Tagged: ანდერძი, ანდერძისმიერი, კანონით მემკვიდრეობა, კანონისმიერი მემკვიდრე, მემკვიდრე, მემკვიდრეები, მემკვიდრეობა, მემკვიდრეობის მიღება, მეუღლეთა თანასაკუთრება, სავალდებულო წილი, სამკვიდრო, ტრანსმისია
- This topic has 162 replies, 5 voices, and was last updated 10 years, 5 months ago by BLH.
-
AuthorPosts
-
ოქტომბერი 15, 2014 at 19:16 #2954ივერიელიParticipant
………………..
ოქტომბერი 16, 2014 at 18:14 #2956EdikaParticipant……………….
ოქტომბერი 16, 2014 at 18:41 #2957ივერიელიParticipant……………
ოქტომბერი 16, 2014 at 18:49 #2958EdikaParticipant………
ოქტომბერი 17, 2014 at 18:43 #2959EdikaParticipantგარდაიცვალა მამკვიდრებელი ა. დარჩა ორი მემკვიდრე ბ და გ. სამკვიდრო მასას შეადგენს უძრავი ქონება, რომელზეც არის №1 და №2 საცხოვრებელი სახლები. №1 საცხოვრებელი სახლი ბ-მ ჯერ კიდევ მამკვიდრებლის სიცოცხლეში ააშენა თავისი ხარჯებით, რომელიც დაჯდა 70 000 დოლარი. სამკვიდრო მიიღო ორივე მემკიდრემ დადგენილი წესით. ქონების გაყოფის დროს ბ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა 1475-ე მუხლის საფუძველზზე წილის გათანაბრება და ასევე მის მიერ აშენებული სახლის მხოლოდ მისთვის მიკუთვნება 1469-ე მუხლის საფუძველზე (”სხვა კონკრეტული გარემოებანი”)(იქედან გამომდინარე რომ მის მიერ იყო აშენებული). თავისმხრივ გ-მ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა №1 შენობიდან, თავისი კუთვნილი 1/2 სამემკვიდრეო წილის ბ-სთვის მიკუთვნების სანაცვლოდ კომპესაცია. (კომპესაცია არის 70 000/2=35 000).
კითხვები:
1)რამდენად შეუძლია ბ-ს მთლიანად სახლის მიკუთვნების მოთხოვნა მისთვის 1469-ე მუხლის საფუძველზე? და 2)აღნიშნულის შემთხვევაში აქვს თუ არა უფლება მოითხოვოს კომპესაცია გ-ს და რა საფუძვლით კონკრეტულად?
ოქტომბერი 17, 2014 at 19:03 #2960ივერიელიParticipant@Edika said:
გარდაიცვალა მამკვიდრებელი ა. დარჩა ორი მემკვიდრე ბ და გ. სამკვიდრო მასას შეადგენს უძრავი ქონება, რომელზეც არის №1 და №2 საცხოვრებელი სახლები. №1 საცხოვრებელი სახლი ბ-მ ჯერ კიდევ მამკვიდრებლის სიცოცხლეში ააშენა თავისი ხარჯებით, რომელიც დაჯდა 70 000 დოლარი. სამკვიდრო მიიღო ორივე მემკიდრემ დადგენილი წესით. ქონების გაყოფის დროს ბ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა 1475-ე მუხლის საფუძველზზე წილის გათანაბრება და ასევე მის მიერ აშენებული სახლის მხოლოდ მისთვის მიკუთვნება 1469-ე მუხლის საფუძველზე (”სხვა კონკრეტული გარემოებანი”)(იქედან გამომდინარე რომ მის მიერ იყო აშენებული). თავისმხრივ გ-მ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა №1 შენობიდან, თავისი კუთვნილი 1/2 სამემკვიდრეო წილის ბ-სთვის მიკუთვნების სანაცვლოდ კომპესაცია. (კომპესაცია არის 70 000/2=35 000).კითხვები:
1)რამდენად შეუძლია ბ-ს მთლიანად სახლის მიკუთვნების მოთხოვნა მისთვის 1469-ე მუხლის საფუძველზე? და 2)აღნიშნულის შემთხვევაში აქვს თუ არა უფლება მოითხოვოს კომპესაცია გ-ს და რა საფუძვლით კონკრეტულად?
1469-ე მუხლი ეხება მემკვიდრეთა შორის წილების გაყოფას, იმ წილების შესაბამისად, რაც შეესაბამება მემკვიდრეების კანონისმიერ ან ანძერძისმიერ სამკვიდრო წილს.. აქედან გამომდინარე თუ ვიტყვით, რომ სამკვიდროში არის ორი სახლი და მემკვიდრეებს აქვთ სამკვიდროს 1/2 წილზე უფლება, მაშინ გაყოფის შემთხვევაში, სწორედ ამ წილის შესაბამისად უნდა მოხდეს გაყოფა..
ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება 1469-ე მუხლის შესაბამისად მოხდეს ამ სახლის მიკუთვნება “ბ”-სთვის, მაგრამ კომპენსაციის უფლება ექნება “გ”-ს.
ახლა რაც შეეხება 1475-ე მუხლს.. ამ მუხლის გამოყენება მაშინ ხდება, როცა დაღმავალი ხაზის ნათესავებთან გვაქვს საქმე (მაგ: მემკვიდრის შვილი, შვილიშვილი, შვილთაშვილი). თუ “ბ” არის ასეთი ნათესავი, მაშინ შეუძლია ამ მუხლის შესაბამისად მოითხოვოს წილთა გათანაბრება, მაგრამ აქ მეორე გზაც არის, მას შეუძლია უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით მოითხოვოს ქონებრივი წონასწორობის აღდგენა.
ოქტომბერი 17, 2014 at 19:16 #2961EdikaParticipant1) კონკრეტულად რომელი ნორმის საფუძველზე შეუძლია მოთხოვოს გ-მ კომპესაცია ბ-ს?
1469-ე მუხლი ეხება სამკვიდროდან რეალური წილების გამოყოფას.
2)ვერ მივხვდი კარგად, ანუ ბ-მ შეიძლება 1475-ე მუხლის მაგივრად უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით მოთხოვოს გ-ს ქონებრივი წონასწორობის აღდგენა, ანუ იმ 70 000 დოლარის მოთხოვნა?
ოქტომბერი 17, 2014 at 19:42 #2963ივერიელიParticipant1) 1469-ე მუხლი შეგვიძლია გავმარტოთ 1480-1482-ე მუხლების ჭრილში… თუ შევაპირისპირებთ ერთი მხრივ 1469-ე მუხლის მიზანს და მეორე მხრივ 1480-1482-ე მუხლების მიზანს, რომელიც გულისხმობს, კონკრეტული მემკვიდრისათვის უპირატესი უფლების მინიჭებას კონკრეტულ სამკვიდრო ქონებაზე, მაშინ შეიძლება ეს სახლი “ბ”-ს მიენიჭოს და კომპენსაცია გადაუხადოს მან “გ”-ს.
2. არ მითქვია, რომ “მაგივრად” ორივე გზით შეიძლება ფიქრი.
ოქტომბერი 18, 2014 at 12:33 #2964EdikaParticipant1) პირველ რიგში 1460; 1469; 1480; 1481-ე მუხლები ყველა მოცემულია სამკვიდროს გაყოფის თავში. სისტემური განმარტებიდან გამომდინარე 1469-ე მუხლი შინაარსობრივად დაკავშირებული ზემოთმითითებულ მუხლებთან, კერძოდ კონკრეტულ ქონებაზე ერთ ერთ მემკვიდრეს ეძლება უპირატესობა კომპესაციის სანაცვლოდ, თუმცა ეს მუხლები ეხება სხვადასხვა შემთხვევებს(შინაარსობრივად ერთია). ამ მუხლებში მოცემული უპირატესობის მაგივრად მემკვიდრეს ეკისრება კომპესაციის მოთხოვნის უფლება 1462 და 1482 მუხლების საფუძველზე, ხოლო ამ კომპესაციის მოთხოვნის უფლებას 1469-ე მუხლის შემთხვევაში კანონი არ ითვალისწინებს ცალკე, და რომელი სამართლებრივი საფუძვლით უნდა მოხდეს კომპესაცია ამ უკანასკნელ შემთხვევაში? ანალოგიით უნდა იქნას გამოყენებული 1462 ან 1482-ე მუხლები თუ 991-ე მუხლი უნდა იქნას გამოყენებული? ჩემი აზრით უნდა გამოვიყენოთ 991-ე მუხლი.
2) ჩემი აზრით აქ ადგილი აქვს მოთხოვნის საფუძველთა ალტერნატიულ კონკურენციას, ვინაიდან ორივე – 1475-ე მუხლიც და უსაფუძვლო გამდიდრებასაც გააჩნიათ საერთო მიზანი – ქონებრივი ბალანსის აღდგენა, მაგრამ რასაკვირველია სასამართლომ უნდა შეარჩიოს უფრო ადეკვატური ღონისძიება რაც ჩემი აზრით არის 1475-ე მუხლი, იქედან გამომდინარე რომ ეს უკანასკნელი დაკავშირებულია სახელდობრ მემკვიდრეობით ურთიერთობასთან.
ოქტომბერი 18, 2014 at 17:17 #2967ივერიელიParticipant@Edika said:
1) პირველ რიგში 1460; 1469; 1480; 1481-ე მუხლები ყველა მოცემულია სამკვიდროს გაყოფის თავში. სისტემური განმარტებიდან გამომდინარე 1469-ე მუხლი შინაარსობრივად დაკავშირებული ზემოთმითითებულ მუხლებთან, კერძოდ კონკრეტულ ქონებაზე ერთ ერთ მემკვიდრეს ეძლება უპირატესობა კომპესაციის სანაცვლოდ, თუმცა ეს მუხლები ეხება სხვადასხვა შემთხვევებს(შინაარსობრივად ერთია). ამ მუხლებში მოცემული უპირატესობის მაგივრად მემკვიდრეს ეკისრება კომპესაციის მოთხოვნის უფლება 1462 და 1482 მუხლების საფუძველზე, ხოლო ამ კომპესაციის მოთხოვნის უფლებას 1469-ე მუხლის შემთხვევაში კანონი არ ითვალისწინებს ცალკე, და რომელი სამართლებრივი საფუძვლით უნდა მოხდეს კომპესაცია ამ უკანასკნელ შემთხვევაში? ანალოგიით უნდა იქნას გამოყენებული 1462 ან 1482-ე მუხლები თუ 991-ე მუხლი უნდა იქნას გამოყენებული? ჩემი აზრით უნდა გამოვიყენოთ 991-ე მუხლი.1462-ე, 1480-1482-ე ნორმებს ვერ გამოიყენებ ანალოგიით, საგამონაკლისო ნორმებია… 991-ე მუხლს არ ჭირდება ანალოგიით გამოყენება.. პირდაპირ შეიძლება გამოყენება, მაგრამ რამდენად გოვნივრული იქნება ჯერ 1469-ე მუხლის საფუძველზე ასეთი გაყოფა და მერე 991-ე მუხლით კომპენსაციის საკითხის დაყენება, ეს უკვე საკამათო საკითხია..
2) ჩემი აზრით აქ ადგილი აქვს მოთხოვნის საფუძველთა ალტერნატიულ კონკურენციას, ვინაიდან ორივე – 1475-ე მუხლიც და უსაფუძვლო გამდიდრებასაც გააჩნიათ საერთო მიზანი – ქონებრივი ბალანსის აღდგენა, მაგრამ რასაკვირველია სასამართლომ უნდა შეარჩიოს უფრო ადეკვატური ღონისძიება რაც ჩემი აზრით არის 1475-ე მუხლი, იქედან გამომდინარე რომ ეს უკანასკნელი დაკავშირებულია სახელდობრ მემკვიდრეობით ურთიერთობასთან.
რას ნიშნავს “ალტენატიული კონკურენცია”? ამ ორი სამართლებრივი საფუძვლიდან (1475-ე მუხლი და 991-ე მუხლი) გამომდინარე სამართლებრივი შედეგი- ქონებრივი ბალანსის აღდგენა, არ მოდის წინააღმდეგობაში, ამიტომაც არ გვაქვს კონკურენცია… ამ შემთხვევაში გვაქვს ორი სხვადასხვა დისპოზიციის მქონე ორი მუხლი და უნდა იქნეს უფრო შესაბამის გამოყენება, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე.
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.