მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › იპოთეკა & გირავნობა
Tagged: გირავნობა, გირაო, დამიგრავებელი, იპოთეკა, იპოთეკარი, იპოთეკის, იპოთეკის რეგისტრაცია, კეთილსინდისიერი იპოთეკარი, მოგირავნე, მოვალე, სესხი
- This topic has 47 replies, 4 voices, and was last updated 8 years, 6 months ago by BLH.
-
AuthorPosts
-
აპრილი 30, 2015 at 13:27 #27321EdikaParticipant
უნდა გავრცელდეს თუ არა ე.წ საანაბრე ზიანზე იპოთეკა/გირავნობა?
აპრილი 30, 2015 at 20:45 #27322CrassusParticipantზოგადად ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მხოლოდ მაშინ უნდა გავრცელდეს იპოთეკა, თუ ამის შესახებ შეთანხმებულები არიან მხარეები იპოთეკის ხელშეკრულებაში.
აპრილი 30, 2015 at 23:16 #27325EdikaParticipantდაუშვათ სესხის ხელშეკრულება არის 10 თვიანი. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო კრედიტორიმა შეწყვიტა ხელშეკრულება მე-5 თვეს. კრედიტორმა სასამართოს მიმართა ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10-ე თვეს.
ანუ იმას ვამბობთ რომ 5-დან 10- თვემდე (ანუ ხელშეკრულების დარჩენილი ვადა) რა სარგებელიც უნდა მიეღო კრედიტორს (მიუღებელი შემოსავალი) იმაზე არ ვრცელდება იპოთეკა? რა მნიშნელობა აქვს პრინციპში საანაბრე ზიანია თუ სახელშეკრულებო ზიანი. მე არ შემხვედრია ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით სასამართოს პოზიცია, მაგრამ ბანკები ითხოვენ რომ იპოთეკის ფარგლები გავრცელდეს მიუღებელ შემოსავალზეც და აკმაყოფილებენ კიდევაც სასამართლო/არბიტრაჟები.
გირავნობის შემთხვევაში 256-ე მუხლი ითვალისწინებს ისე გირავნობის გავრცელებას მოთხოვნასთან დაკავშირებულ “სხვა დამატებით უფლებებზე” (სავარაუდოდ სხვა დამატებით უფლებებში მიუღებელი შემოსავალიც იგულისხმება) გირავნობის გავრცელებას. იპოთეკის შემთხვევაშიც მსგავსი მიდგომა ხომ არ უნდა იყოს?
აპრილი 30, 2015 at 23:31 #27326CrassusParticipantჯერ ვთქვათ, ზოგადად ზიანის ანაზღაურებაზე, იპოთეკის გავრცელების სამართლებრივი საფუძველი რა იქნება? (ნებისმიერ ზიანთან დაკავშირებით, ფაქტობრივი, მიუღებელი, პირგასამტეხლო და ა.შ.)
მაგ: 1000 ლარია სესხი და იპოთეკით უზრუველყოფია სესხის დაბრუნებასთან დაკავშირებული მოთხოვნა, გავრცელდება თუ არა აღნიშნული იპოთეკა სესხით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოზე, ან მიუღებელ შემოსავალზე და თუ გავრცელდება რა საფუძვლით?
აპრილი 30, 2015 at 23:39 #27328ივერიელიParticipantისე, იპოთეკის ხელშეკრულების შინაარზეც არის დამოკიდებული… თუ იპოთეკის ხელშეკრულებაში წერია, რომ იპოთეკა უზრუნველყოფს კონკრეტული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებას, მაშინ წესით უნდა გავრცელდეს ზიანის ანაზღაურებაზე, იმავე პირგასამტეხლოზეც, მაგრამ თუ წერია, რომ ძირი თანხის უზრუნველყოფა ხდება ან მოცემულია კონკრეტული თანხა, მაშინ ბუნებრივია ზიანის ანაზღაურებაზე ვერ გავრცელდება იპოთეკა.
მაისი 1, 2015 at 00:01 #27329EdikaParticipantშინაარსზე რათქმაუნდა ბევრი რამეა დამოკიდებული, მაგრამ როცა ხელშეკრულებაში წერია რომ: “სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია იპოთეკით”; “იპოთეკაა უზრუნველყოფს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებს”; “უზრუნველყოფს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას” აღნიშნული ნიშნავს იმას რომ იპოთეკის ფარგლები ვრცელდება როგორც ძირითად ვალდებულებაზე, ასევე სარგებელზე, ჯარიმაზე და სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანზეც? ჩემი აზრით ნიშნავს.
მაისი 1, 2015 at 00:18 #27330ივერიელიParticipant<p>კი, გეთანხმები თუ მასე წერია, მაშინ წესით უნდა გავრცელდეს ზიანის ანაღაურებაზეც (ნებისმიერ ფორმაზე)… დადე აბა სასამართლოს განმარტებები..</p>
სექტემბერი 2, 2015 at 20:19 #2086EdikaParticipantკაზუსი
არის ორი სესხის ხელშეკრულება რომელიც უზრუნველყოფილია ერთი იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში (ანუ საჯაროში რეგისტრირებულია ერთი იპოთეკა, მაგრამ უზრუნველყოფილია ორი სესხი). დაირღვა ერთი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა და მოხდა იძულებითი აუქციონზე რეალიზაცია იპოთეკის საგნის. შემძენზე გადავა თუ არა დატვირთული საკუთრება? (მეორე სესხიდან გამომდინარე მოთხოვნის ვადა ჯერ არ დამდგარა).
სექტემბერი 3, 2015 at 06:20 #2091ივერიელიParticipantკანონის სიტყვა-სიტყვით განმარტებას თუ გავაკეთებთ წესით უნდა დარჩეს, რადგან სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილში წერია, რომ მხოლოდ შემდგომი რიგის სანივთო უფლებები უქმდება, როცა იძულებითი აუქციონის შედეგად საკუთრების უფლება გადავა ახალ მესაკუთრეზე, ხოლო თუ ორი მოთხოვნაა ერთი იპოთეკით უზრუნვლეყოფილი და ამ ორიდან მხოლოდ ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილებისკენაა მიმართული იძულებით აღსრულება, მაშინ მეორე მოთხოვნაზე იპოთეკის შეწყვეტის საფუძვლები არ გვაქვს.
შენ როგორ ფიქრობ?
სექტემბერი 3, 2015 at 19:14 #2093EdikaParticipantეს საკითხი ასე ცალსახად არაა დარეგულირებული რომელიმე ნორმით, მაგრამ ჩემი აზრით არ უნდა გაუქმდეს იპოთეკა. მიჱუმეტეს როცა აუქციონზე ქონების შემძენისთვის ცნობილია ყოველივე ამის შესახებ საერთოდ. თუმცა მეორე მხრივ არის წესი რომლის მიხედვითაც შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება.
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.