EBRD მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებისთვის ფონდს აფუძნებს

logo EBRD_2NcFAqFnHსაშუალო და მცირე ბიზნესის დახმარების ფონდი

EBRD-მა დღეს მცირე ბიზნესის გავლენის ფონდი წარადგინა.ფონდის გავლით, დონორების რესურსები კომერციული ბანკების მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესებამდე მივა. მცირე ბიზნესის ინიციატივის მიხედვით მოხდება როგორც პირდაპირი დაფინანსება ასევე თანადაფინანსებაც.

მცირე ბიზნესის გავლენის ფონდით EBRD-ს სურს, შექმნას თანამოაზრე დონორების ქსელი, რომლებიც EBRD-თან ერთად სტრატეგიული პრიორიტეტების შემუშავებაზე იმუშავებენ და ინოვაციური პროდუქტების შექმნას შეუწყობენ ხელს იმისთვის, რომ მცირე ბიზნესები განახლდენ და გაიზარდონ, – ამის შესახებ ბანკის მცირე ბიზნესის განვითარების მიმართულების დირექტორმა კლაუდიო ვიეზოლიმ.

დღესვე ორმა ქართულმა ბანკმა – “თიბისიმ” და “საქართველოს ბანკმა”, გამოხატა მზდყოფნა შეერთებოდა “ქალები ბიზნესში” პროგრამას,რომელიც არის მცირე ბიზნესის ინიციატივის ფარგლებში დაწყებული პირველი პროექტი.

პროგრამაში საქართველოსთან ერთად მონაწილეობს უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი და მოლდოვა. აღნიშნული პროექტის მხარდასაჭერად EBRD-მა 50 მილიონ ევროზე მეტი გამოყო. ამას თან ერთვის 9 მილიონ ებროიანი საგრანტო დაფინანსება ევროკავშირიდან, რომელიც რისკების შემცირებისთვის და ქალი მეწარმეებისთვის ტრენინგებს გულისხმობს.

წყარო: კომერსანტი