Viewing 10 posts - 1 through 10 (of 31 total)
  • Author
    Posts
  • #4059

    ამ თემაში განვიხილავთ მორალურ ზიანთან დაკავშირებულ საკითხებს.

    საქართველოს კანონმდებლობა იცნობს, როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას (მორალური ზიანი).

    რა არის მორალური ზიანი?

    კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში ესენია: პატივი; ღირსება; საქმიანი რეპუტაცია და ჯანმრთელობა, რომელთა ხელყოფის შემთხვევაში პირს შეუძლია მორალური ზიანის ანაზღაურება.

    მაგ: პირის ჯანმრთელობის დაზიანებისას, ეს პირი ღებულობს, როგორც ქონებრივ ზიანს: მკურნალობის ხარჯები, გაცდენილი სამუშაო საათები და ა.შ., ასევე იგი ღებულობს არაქონებრივ ზიანს-  ვთქვათ ვეღარ შეძლებს სიარულს და ამით განიცდის სულიერ ტანჯვას. ასეთ შემთხვევაში, მას კანონი ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება, რომლის ოდენობაც უნდა დადგინდეს, დაზარალებული პირის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების დეტალური შეფასების გზით სასამართლოს მიერ.

    #29122

    მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი და ფარგლები

    სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი აფუძნებს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას ქართულ კანონმდებლობაში. 413-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მორალური ზიანი ექვემდებარება ანაზღაურებას, თუმცა კანონმდებლი იქვე უთითებს, რომ  მორალური ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს მხოლოდ მაშინ, როცა კანონით პირდაპირ გვაქვს მითითება ამის შესახებ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამოქალაქო კოდექსი არ იძლევა არაქონებრივი (მორალური) ზიანის დეფინიციას. ეს საკითხი დოქტრინისა და სასამართლო პრაქტიკის მიხედვით უნდა გადაწყდეს.

    იმისათვის, რომ პრაქტიკულად განვსაზღვროთ მორალური ზიანის ანაზღაურების ნორმატიული ფარგლები, რომელსაც ადგენს 413-ე მუხლის პირველი ნაწილი, საჭიროა განვიხილოთ არსებული პრაქტიკა. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საკასაციო სასამართლოს განმარტება საქმეზე (სუსგ, N-ას-14-466-05) „საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრულ  და სამართლიანი ანაზღაურების სახით.“

    ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველია, სკ-ის 413-ე მუხლი, რომელშიც განსაზღვრულია მორალური ზიანის ანაზღაურების ფარგლები- მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ მაშინ, როდესაც აღნიშნულის შესახებ მითითებულია საქართველოს კანონმდებლობაში.

    #29124
    BLH
    Keymaster

    მორალური ზიანის ფარგლები

     

    (სუსგ, #ას-14-466-05)

     

    სკ-ის 413-ე მუხლში აღნიშნული „კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევები“ მოიცავს არა მხოლოდ სსკ-ს და ზოგადად სამოქალაქო კანონმდებლობას, არამედ სხვა კანონმდებლობასაც, მაგ: სისხლის სამართლის კანონმდებლობას, ადმინისტრაციულ კანონმდებლობას და ა.შ.

    #29133
    BLH
    Keymaster

    მორალური ზიანის ანაზღაურების ფარგლების მნიშვნელობა

     

    (სუსგ. Nას-1156-1176-2011)

     

    სკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონი ზუსტად განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება დაზარალებულმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. განსახილველ შემთხვევაში პირველადი ზიანი გამოწვეული იყო მოპასუხის ისეთი ბრალეული ქმედებით, რომლითაც ხელყოფილ იქნა მოსარჩელის არა ჯანმრთელობა, არამედ – ქონება. სკ-ის 413-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება გათვალისწინებულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვის გამო, და არა _ ქონებრივი ზიანის გამო სულიერი ტანჯვით გამოწვეული ჯანმრთელობის მოშლის შემთხვევებზე.

    #29135
    BLH
    Keymaster

    მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი

     

    (სუსგ. ას-1477-1489-2011)

     

    ფაქტობრივი გარემოებები: . ესა და . ეს შორის ქორწინება შეწყდა 2003 წლის 15 აპრილს, ხოლო 2003 წლის 21 ივნისს . და . დაქორწინდნენ. რუსეთის ფედერაციის .მოსკოვის ხამოვნიკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 ივლისის განაჩენით, . ცნობილ იქნა დამნაშავედ მკვლელობის მუქარისა და ჯანმრთელობის საშუალო სიმძიმის ზიანის განზრახ მიყენების ფაქტზე და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა.

     

    უსაფუძვლოა კასატორ .ის არგუმენტი მორალური ზიანის დაკისრების არაკანონიერებაზე იმ დასაბუთებით, რომ ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, ყოველთვის არ იწვევს მორალური ზიანის წარმოშობას. სამოქალაქო კოდექსის 413- მუხლის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. ტერმინიმორალური ზიანისულიერი გრძნობებისა და ურთიერთობების სფეროში მიყენებულ ზიანს გულისხმობს. ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებით მიღებული არასასურველი შედეგი ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში, რამაც ქონებრივ დანახარჯებთან ერთად შეიძლება არამატერიალური უფლებების ხელყოფაფსიქიკური ტანჯვა (მორალური ზიანი) გამოიწვიოს. ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებების არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში, გარეგნული გამოხატულება არ გააჩნია და, შესაბამისად, არამატერიალიზებული ზიანია.

     

    არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფა კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას იწვევს. საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის არგუმენტს თვით ზიანის ფაქტის არსებობის აუცილებლობის თაობაზე და განმარტავს, რომ ზიანის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზოგად საფუძველს წარმოადგენს: 1.თვით მორალური ზიანი; 2.ზიანის მიმყენებლის არამართლზომიერი მოქმედება ან უმოქმედობა; 3.არამართლზომიერ ქმედებასა და მორალურ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი; 4. ზიანის მიმყენებლის ბრალი.

     

    ამდენად, პასუხისმგებლობის ერთერთ პირობას წარმოადგენს რა მორალური ზიანის არსებობა, როგორც ზემოთ აღინიშნა, მისი არსებობა გარეგნულად ცალსახად გამოხატული არ არის და მისი კონკრეტული მტკიცებულებით დადასტურება რთულია და ზოგ შემთხვევაში, შეუძლებელიც. შესაბამისად, დაზარალებულის მტკიცების ტვირთი არ უნდა დამძიმდეს. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს, მართლსაწინააღმდეგო ქმედება გამოიწვევდა თუ არა დაზარალებულის ფსიქიკაში ნეგატიურ ცვლილებებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს შეგებებული სარჩელის ავტორის. ას მტკიცებას, რომ ჯანმრთელობის დაზიანებით მან, როგორც ფიზიკური, ასევე ზნეობრივფსიქიკური ტანჯვა განიცადა, ვინაიდან მტკიცებას არ საჭიროებს ის ფაქტი, რომ ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა უარყოფით გავლენას ახდენს მის ფსიქიკაზე, მით უფრო, როდესაც ხელყოფა განზრახ და ძალის გამოყენებით ხდება.

     

    აღნიშნულის საწინააღმდეგო მოსაზრება დასაბუთებულ არგუმენტაციას საჭიროებს, რასაც .ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს. აქვე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დადგენილი მორალური ზიანის ოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით არ იზიარებს . ას მოსაზრებას და განმარტავს: მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმებია: დამრღვევის ბრალის ხარისხი; ფიზიკური და მორალური ტანჯვის ხარისხი; სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხი; ჯანმრთელობის მოშლის პერიოდი (ხანგრძლივია თუ მოკლევადიანი), შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი (მნიშვნელოვანი, უმნიშვნელო ან მუდმივი); ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობა (მოვალე გადახდისუნარიანი, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულებადი უნდა იყოს); მოთხოვნილი კომპენსაციის გონივრულობა და სამართლიანობა.

     

    ამ კრიტერიუმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით .ისათვის, .ას სხეულის დაზიანების გამო, მორალური ზიანის — 5000 ლარის ოდენობით განსაზღვრა სამართლიანი და გონივრულია.

     

     

    #29125
    BLH
    Keymaster

    მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრა

     

     (სუსგ. №ას-95-90-2013)

     

    „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება სამართლიანი და გონივრული ოდენობით უნდა განისაზღვროს. შეუძლებელია თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასის განსაზღვრა, ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანი, გარკვეულწილად, განცდილი ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქებაა. კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო დაზარალებულის მიერ განცდილი სულიერი,  ფიზიკური ტანჯვისა და ზიანის მიმყენებლის ბრალის  გათვალისწინებით, თუ ზიანის ანაზღაურების მოცემული სახე ბრალეულ მოქმედებაზეა დამოკიდებული.  სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ რაოდენ დიდი ფიზიკური ან სულიერი ტანჯვა მიაყენა რაიმე ქმედებამ დაზარალებულს.

     

    საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ა. ს-მა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, ამასთან თავის ქალის ნაწილი შეუცვალეს პლასტიკით, ხოლო ს. ს-ას, მიღებული დაზიანებების გამო, ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა და მიიჩნევს, რომ, შესაბამისად, 4200 და 2400 ლარი სამართლიანი ანაზღაურებაა მათ მიერ განცდილი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ტრავმის საკომპენსაციოდ.“

    #29126

    ფაქტობრივად იგივე პრინციპით საზღვრავს მორალური ზიანის ოდენობას უზენაესი სასამართლო საქმეზე ას-353-329-2010 

     

    „რაც შეეხება არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო გონივრულ ოდენობად მას განსაზღვრავს 200 ლარით.“

     

    აქედან გამომდინარე, მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი მთლიანად არის სასამართლოს გონივრული განსჯისათვის მინდობილი და ეს არც უნდა იყოს გასარკვირი, რადგან მორალური ზიანი თავისი ბუნებით არის ისეთი სახის ზიანი, რომელსაც ბევრი სხვადასხვა ფორმით შეიძლება შევხვდეთ. სწორედ აქედან გამომდინარე, კანონმდებელმა 413-ე მუხლში არსებული ჩანაწერით, რომლის მიხედვითაც მორალური ზიანი უნდა ანაზღაურდეს „გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით“, მიანდო სასამართლოს ისეთი საკითხები განსასაზღვრად, როგორიცაა მორალური ზიანის ცნება და მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრა. სასამართლომ ყველა კონკრეტული შემთხვევის მიმართ უნდა მიიღოს ინდივიდუალური გადაწყვეტილება, ფაქტების შეჯერების და ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებების შეპირისპირების გზით.

    #4158
    Edika
    Participant

    არის თუ არა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი “დამპალი”; “ბოზი” “ნაბიჭვარი” როცა ამ სიტყვებით მიმართვა ხდება სხვებთან ერთად.  😀 მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.

    #4159

    არამგონია, შეურაცყოფა არის, მაგრამ იმხელა ხარისხის არაა, რომ მორალური ზიანის დაკისრების საფუძველი გახდეს.

    #4160
    Edika
    Participant

    აღნიშნულ საკითხზე, საინტერესო გადაწყვეტილებაა  სუსგ. N- 3კ/1044-01

     

    სააპელაციო პალატამ გაიზიარა მ. ბ-ძის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მ. ე-შვილის მიერგაზეთ “ა.-დ.” (¹32/156) ნომერში 1997 წლის 5-11 აგვისტოს გამოქვეყნებული სტატიით “ჯ-შვილსთავი ქუდში უნდა ჰქონდეს”, უხეშად დაარღვია მისი, როგორც მოქალაქის, პიროვნების, ჟურნალისტის უფლებები. სასამართლომ მიიჩნია, რომ სტატიაში მ. ბ-ძის მიმართ გამოთქმული სიტყვები: “კაცთმოძულე”, “ბოღმიანი”, “გაუთავებელი საჩივრების მწერალი”, “მისნაირიგარეწრები”, ლახავს მ. ბ-ძის პატივს და ღირსებას. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება მის მიმართ, მოხდა მისი პიროვნების მორალური თუ სხვათვისებების შეფასება

     

    საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ 1997 წლის 5-11 აგვისტოს გაზეთ “ა.-დ.” გამოქვეყნებულ სტატიაში მ. ე-შვილის მიერ მ. ბ-ძის მიმართ გამოთქმული სიტყვები “კაცთმოძულე, ბოღმიანი, გარეწარი, გამომძალველი, გაუთავებელი საჩივრების მწერალი და სხვა”, არის შეურაცხმყოფელიდა დამამცირებელი გამონათქვამები, რაც გარკვეულწილად ხელყოფს მ. ბ-ძის პატივს დაღირსებას. პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ ამ ნაწილშიც ასევე მიიღო სწორი გადაწყვეტილება.

Viewing 10 posts - 1 through 10 (of 31 total)
  • You must be logged in to reply to this topic.