სახლიდან მუშაობა

o-WOMAN-WORKING-FROM-HOME-facebook

სახლიდან მუშაობა- ახალი ტრენდი

უფრო მეტი და მეტი ადამიანი მუშაობს დისტანციურად. მათ შესაძლოა სახლში ჰქონდეთ ორგანიზებული ოფისი და თუნდაც ახლომდებარე კაფეს იყენებდნენ შეხვედრებისთვის.

საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიები სამუშაოს სახლიდან გაკეთების საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს, თუმცა სახლიდან, დისტაციურად მუშაობას თან ახლავს ბევრი პრობლემა და თავის ტკივილი.

ყველა, ვინც სახლიდან მუშაობს, იტყვის, რომ არსებობს ბენეფიტები, თუმცა მეორე მხრივ მინუსებიც მრავლადაა. წინამდებარე სტატიაც სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ, თუ რა უპირატესობები და ნაკლოვანებები გააჩნია სახლიდან მუშაობას და რა საკითხები უნდა გაითვალისწინოთ ეფექტიანი მუშაობისთვის.

რეგულარული საოფისე დროის დაცვა

როდესაც მუშაობთ სახლიდან, ხშირად გარკვეული არასამსახურეობრივი სიტუაციების შედეგად შეიძლება მოცდეთ სამუშაო პროცესს. ამავდროულად კლიენტის დაკმაყოფილებისთვის შესაძლოა დაგჭირდეთ დამატებით საათებში მუშაობა. საოჯახო საქმეებმაც შესაძლოა მოგაცდინოთ, მათ შორის ბავშვებმაც.

ყველაფერი ამის გათვალისწინებით, სახლში ეფექტიანი მუშაობის აუცილებელი წინაპირობაა სამუშაო დროის განსაზღვრა და მკაცრად მისი დაცვა. აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ სამუშაო პროცესი, სამუშაო საათების გასვლის შემდგომ და გაატაროთ დარჩენილი დღე სხვა საქმიანობის განხორციელებაში, მათ შორის საოჯახო საქმიანობის კეთებაში. მიეცით თქვენ თავს  განტვირთვის საშუალება, რათა აღიდგინოთ პროდუქტიულობა.

დღიური გეგმა და მუშაობის სტრუქტურა

ყური დაუგდეთ თქვენს ბუნებრივ შესაძლებლობებს, სამუშაოს განხორციელების რიტმს, დაგეგმეთ დღიური სამუშაო გეგმა თქვენი ყველაზე პროდუქტიური საათების მიხედვით.

მთავარი ამოცანები შეასრულეთ დილით, წვრილმანი საქმეები გააერთიანეთ მსხვილ ბლოკებად, მსხვილი დავალებები შეასრულეთ მცირედ ნაწილებად, განსაზღვრეთ რეგლამენტი.

წერილობით დააფიქსირეთ ყველა თქვენი საქმე, გახსოვდეთ პარეტოს პრინციპი, დააწესეთ პრიორიტეტები, დაიცავით “მოლაპარაკებები საკუთარ თავთან“.

მნიშვნელოვანია სამუშაოს წინასწარი გეგმარება, კარგი იქნება თუ მოახდენთ სამუშაოს კვირის გეგმის ორგანიზებას.

სამუშაო დროს კვირის მანძილზე დაგეგმვა მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:

1.კვირის მანძილზე შესასრულებელი სამუშაოს ზოგადად ჩამოწერა.

2.შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე მიზნების დასახვა.

3.მიზნის მისაღწევად საჭირო ამოცანების განსაზღვრა.

4.სამუშაოს შესრულების სტანდარტებისა და ვადების განსაზღვრა.

ჩაცმულობა

ჩაცმულობა გავლენას ახდენს თქვენს ფსიქოლოგიურ განწყობაზე. პიჟამოში მუშაობა აუცილებლად მოახდენს გავლენას თქვენი სამუშაოს ხარისხზე.

დრო გამონახეთ თავის მოსაწესრიგებლად, დასანაყრებლად, ისე ჩასაცმელად,როგორც წახვიდოდით ოფისში, მიუხედავად იმისა, თუ ამას მხოლოდ თქვენი ძაღლი დაინახავს ან კატა.

გააკეთეთ ხშირი შესვენებები

ხშირი შესვენებები უფრო ეფექტიანს ხდის სამუშაოს განხორციელებას. დაადგინეთ არა მისაღები საათები, გაითვალისწინეთ შრომისუნარიანობის დონის რყევები.

ადექით თქვენი სამუშაო მაგიდიდან, გაიარ-გამოიარეთ, მიირთვით საჭმელი, ქუჩაშიც შეგიძლიათ გაისეირნოთ ცოტა ხნით, რათა მოხდეს დასვენება და გონებრივი რესურსების მობილიზება. მცირე ხნიანი შესვენება დიდ სამუშაო რესურს მოგცემთ.

ყურადღების მობილიზაცია

სახლში მუშაობის ერთ-ერთი ნაკლია, ყურადღების მარტივად გაფანტვისკენ მიდრეკილება. როდესაც გარეშემო არ არიან კოლეგები, პარტნიორები, უფროსები, მარტივია ყურადღების გაფანტვა, სახლში ყოველთვის წარმოიშობა გარკვეული საქმე, რომელმაც თქვენი ყურადღება შეიძლება გადაიტანოს.

ასეთი სიტუაციების ასარიდებლად, საუკეთესო გამოსავალია, ყველა სახლის საქმე გადადოთ, სანამ დაასრულებთ სამუშაოს და მიხვალთ „სახლში“ სამუშაო საათების შემდგომ.

ფოკუსირება მოახდინეთ სამუშაოს განხორციელებაზე, დღის განმავლობაში, თავი მოარიდეთ სოციალურ ქსელებს, სამუშაოსთან კავშირის არ მქონე ვებ გვერდებს და სხვა საქმეებს.

და ბოლოს, დაისვენეთ სამუშაო დღის შემდგომ, რათა შემდგომი დღისთვის ძალები მოიკრიბოთ.