პარეტოს პრინციპი
პარეტოს პრინციპი, ეს არის ნებისმიერი საქმიანობის ეფექტურობის შეფასების პრინციპი, რომელიც გულისხმობს, რომ გამოყენებული ძალისხმევის 20% -ს მოაქვს შედეგების 80% – ი, და დანარჩენ 80% – ს – მხოლოდ 20%-ი.
ამ ერთი შეხედვით მარტივმა და უცნაურმა პრინციპმა ჩვენს სამყაროზე დიდი გავლენა მოახდინა: მას იყენებენ ბიზნესმენები, გამომგონებლები, სპორტსმენები, მენეჯერები, ექიმები და ალბათ ყველა გამონაკლისის გარეშე.
ჩვენი ჩვეული მსოფლმხედველობა გვაჩვევს იმ აზრს, რომ ყველა მოქმედებას აქვს დაახლოებით ერთნაირი შედეგი. ადამიანები, რომელთათვის გადაწყვეტილების მიღებაში პარეტოს პრინციპს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თვლიან, რომ ყველა მომხმარებელს ერთნაირი შემოსავალი მოაქვს, ყველა სასწავლებელში ერთნაირ ცოდნას ვღებულობთ და ა.შ..
სინამდვილეში, პარეტოს პრინციპი 20/80 მეტყველებს იმაზე, რომ შედეგის მაქსიმუმი მიიღწევა მასზე დახარჯული მინიმალური ძალისხმევის გამოყენებით. დანარჩენი აქტივოვები ფაქტიურად უსარგებლოა. მშვენიერი მაგალითია ურთიერთობები: ჩვენი ნაცნობების მხოლოდ მცირე ნაწილია ჩვენთვის მნიშნელოვანი, დანარჩენი კი უბრალოდ ნაცნობები არიან. ასევეა წიგნების კითხვისას, ფილმების ყურებისას, ზოგადად ინფორმაციის მიღებისას – ჩვენთვის სასარგებლოა მიღებული ინფორმაციის მხოლოდ მცირედი ნაწილი, რომელიც გვახსოვს, გვასწავლის და ცხოვრებაში გვადგება.
ნივთები? დაკვირვებიხართ, რომ სახლში, მანქანაში, (მანდილოსნებო, ჩანთებში ჩაიხედეთ) არსებული ნივთების მხოლოდ მცირედი ნაწილია ჩვენთვის მნიშვნელოვანი, დანარჩენის სადმე შენახვა ან სულაც მოცილება შეიძლება.
ასევე იქნება ეს პოსტიც, თქვენ მას კითხულობთ, მაგრამ თქვენს გონებაში წაკითხულიდან მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი დარჩება: პარეტოს პრინციპი. დაფიქრდით, როგორ შეიძლება მისი გამოყენება თქვენს ცხოვრებაში.
პრინციპის წარმოშობის ისტორია
XIX საუკუნის ინგლისის სხვადასხვა ფენებს შორის მატერიალური გადანაწილების კანონზომიერების შესწავლის პროცესში ეკონომისტმა ვილფრედო პარეტომ აღმოაჩინა, რომ ინგლისის მოსახლეობის 20 % – ი ფლობდა ამ სახელმწიფოს სიმდიდრის 80% – ს. ამ ფაქტმა დააინტერესა და სხვა ქვეყნების მაგალითების განხილვა დაიწყო, შედეგად კი იგივე მაჩვენებლები მიიღო.
ასე იქნა აღმოჩენილი კანონზომიერება 80/20, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო დავიწყებას მიეცა. აღნიშნულ კანონზომიერებას ყურადღება 1949 წელს, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯორჯ ზიფმა მიაქცია.
პარეტოს პრინციპის გამოყენება გაყიდვებსა და მარკეტინგში
პარეტოს პრინციპით თუ ვიხელმძღვანელებთ, გამოდის, რომ კომპანიის მომხმარებლების მხოლოდ 20% – ს მოაქვს კომპანიის მთლიანი შემოსავლების 80% – ი, ხოლო დანარჩენ 80 % – ი თქვენი თანამშრომლების დროს და ენერგიას ზედმეტად იყენებენ იმის გათვალისწინებით, რომ შემოსავალი მათგან არც თუ ისე დიდია.
შეიძლება დავასკვნათ, რომ არ არის ყოველთვის აუცილებელი, 100 % -იანი შედეგისგენ სწრაფვა, დავჯერდეთ 80%-ს, რომელზეც ჩვენი ენერგიის და ძალისხმევის მხოლოდ 20 % -ი დაგვეხარჯება. და დანარჩენი რესურსები უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ. ზუსტად ამაში მდგომარეობს საკუთარი შესაძლებლობების მართვის ხელოვნება.