ინტერნეტში წვდომა, როგორც ადამიანის უფლება

შიდა ქსელების მონტაჟი

internethumanrtsინტერნეტში წვდომა, როგორც ადამიანის უფლება

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც დაგმო ადამიანის ინტერნეტში წვდომისა და ინფორმაციის გავრცელების უფლების წინააღმდეგ განზრახი ღონისძიებების განხორციელება.

აღნიშნული დეკლარაცია მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს დაიცვან ადამიანის უფლებები ინტერნეტ სივრცეში.

რეზოულიციის მიხედვით, ადამიანებს გააჩნიათ იგივე უფლებები ინტერნეტ სივრცელში, რაც რეალურ ცხოვრებაში. მაგალითად გამოხატვის, პირადი ცხოვრების დაცვის, განათლების და სხვა უფლებები.

რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი, საუდის არაბეთი, ინდონეზია, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა. ისინი განსაკუთრებით არ ეთანხმდებოდნენ ინტერნეტში წვდომისა და ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვის აკრძალვის საკითხს.

აღნიშნული რეზოლუცია არის პასუხი, რამდენიმე სახელმწიფოს მიერ ბოლო დროინდელი ღონისძიებების განხორციელების მიმართ, რომელთა მიზანი იყო მოქალაქეებისთვის ინტერნეტ წვდომის შესაძლებლობის შეზღუდვა. მაგ: ბაჰრეინის სახელმწიფომ გათიშა მობილური ინტერნეტი, ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებისათვის ხელის შესაშლელად, თურქეთმა შეზღუდა სოციალური მედიის გამოყენება, ათათრუქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო და ა.შ.

გაეროს რეზოლუცია არ არის სავალდებულო შესასრულებლად, თუმცა იგი წარმოადგენს სახელმძღვანელო პრინციპს სახელმწიფოებისათვის, რათა მათ დაიცვან ადამიანთა უფლებები ინტერნეტში. ამავდროულად იგი თამაშობს გარკვეული წნეხის როლს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც აქტიურად ზღუდავენ ინტერნეტში წვდომის უფლებას სხვადასხვა მიზნებიდან გამომდინარე.

რეზოლუციის სრულ ტექსტს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.