საინტერესო ფაქტები ადამიანის შრომისუნარიანობის შესახებ

Productiveსაინტერესო ფაქტები ადამიანის შრომისუნარიანობის შესახებ

6:00-დან 7:00-მდე – ეს პერიოდი „ფანჯარაა“,რომლის დროსაც ყველაზე უკეთ მუშაობს ხანგრძლივი მეხსიერება. ამ დროის მონაკვეთში მიღებული ინფორმაცია ყველაზე ადვილად ათვისებადია.

8:00-დან 9:00-მდე – ყველაზე შესაფერისი დროა ნებისმიერი სახის საქმიანობისათვის, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ლოგიკურ მსჯელობასთან.

9:00-დან 10:00-მდე – ოპტიმალური საათებია ინფორმაციასთან და სტატისტიკასთან სამუშაოდ.

11:00-დან 12:00-მდე – ამ პერიოდში ხდება ინტელექტუალური ფუნქციების ეფექტიანობის კლება. ამ დროს უმჯობესია გადართოთ თქვენი ყურადღება რაიმე სხვაზე, მაგალითად მოუსმინოთ მუსიკას.

12:00-დან 14:00მდე – ყველაზე შესაფერისი დროა სადილისთვის.

12:00-დან 18:00-მდე – იდეალური დროა აქტიური საქმიანობისთვის. საქმიანობა უფრო გვიან საათებში იწვევს თავის ტვინის ზედმეტ დატვირთვას და დაძაბულობას,რაც შემდგომში განაპირობებს უძილობას.

21:00-დან 23:00-მდე – ხდება თავის ტვინის და ნერვული სისტემის ყველაზე ღრმა და ძირეული დასვენება.

23:00-დან 1:00-მდე – ძილის ამ დროის მონაკვეთში ხდება ეგრეთ წოდებული ჭვრილი ენერგიის აღდგენა. ჩინურ მედიცინაში ამას უწოდებდნენ „ცი“-ს, ინდური იოგები ეძახიან „პრანა“-ს,ხოლო თანამედროვე მეცნიერება – ნერვულ და კუნთოვან ძალას.

1:00-დან 3:00-მდე – ძილის ამ დროის მონაკვეთში ადამიანი აღიდგენს ემოციურ ენერგიას.

3:00-დან 6:00-მდე -ძილი, ძილი და კიდევ ერთხელ ძილის დროა! ჩვენი ჯანმრთელობის ,განწყობისა და შრომისუნარიანობის სასიკეთოდ.