სახელმწიფო დევნილებს იპოთეკურ სესხს დაუფარავს

house_2171105bსახელმწიფო დევნილებს იპოთეკურ სესხებს დაუფარავს

სახელმწიფო დევნილ ოჯახებს, რომლებსაც 2015 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი ბინა, რომელიც წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ ფაქტობრივ საცხოვრებელს, სესხს დაუფარავს.

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, იპოთეკური სესხის დაფარვისათვის,  ფულადი დახმარების  მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის არაუმეტეს 20 000 ლარია. დევნილი ოჯახების შერჩევა, რომლებსაც სამინისტრო იპოთეკურ სესხს დაუფარავს, N320 ბრძანების შესაბამისად, სოციალური კრიტერიუმების მიხედვით მოხდება.

დევნილი ოჯახებისათვის იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადების მიღება 2015 წლის 14 აპრილიდან დაიწყო  და  2015 წლის 1 მაისამდე გაგრძელდება. იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე მიღებულ განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება;

ბ) იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაბამისი საფინანსო დაწესებულებიდან უფლებამოსილი პირის დამოწმებით გაცემული ამონაწერი გადახდილი და გადასახდელი თანხის ოდენობის თაობაზე;

გ) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს” ამონაწერი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე, რომელშიც ასახული უნდა იყოს იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკის ვალდებულება.

განაცხადები მიიღება შემდეგ მისამართებზე:

თბილისი, ვაჟა-ფშაველას ქ. N16

ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N87

ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზ. N27

რუსთავი, ვახუშტის ქ. N8

გორი, შმაგის ქ. N1