ციფრული მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი
BLH აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
მოვალეობები:
მარკეტინგულ საქმიანობაშიმენეჯერის მხარდაჭერა, საქმიანობამოიცავს:
- სოციალური ქსელების ადმინისტრირება;
- კონტენტის შექმნა და მართვა;
- ციფრული დიზაინის შექმნა;
- სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, პიარ ღონისძიებების განხორციელება, ბრენდინგი;
- სხვა ღონისძიებები, რაც დაკავშირებულია კომპანიის საქმიანობასთან.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
- საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
- კრეატიული აზროვნება/ინტელექტი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- სწრაფად სწავლის უნარი;
- წერისა და თარგმნის უნარი;
- ფოტოშოპის ცოდნა, ან სხვა მსგავსი დიზაინერული პროგრამის ცოდნა (დიდი უპირატესობა მიენიჭება).
სამუშაოს ძირითადი პირობები:
- სამუშაო დრო – თავისუფალი/მოქნილი განაკვეთი;
- დისტანციური მუშაობა;
- უმაღლესი განათლება არ მოითხოვება;
- სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება; (ფოტოშოპის კარგად ცოდნა იქნება უპირატესობა);
- სტუდენტებს მიენიჭებათ უპირატესობა;
- გამოსაცდელი ვადა – სამი თვე (ანაზღაურებადი).
უპირატესობები:
- WordPress-ის, სოციალური მედია მარკეტინგის, Photoshop-ის, Email მარკეტინგის, კონტენტ მარკეტინგისა და სხვა ციფრული მარკეტინგული საქმიანობის შესწავლა.
- მდიდარი სამუშაო გამოცდილების დაგროვება ინოვაციური შეხედულების მქონე კომპანიაში.
- სამუშაო დროის მოქნილობა და თავისუფალი დრო სწავლისთვის.
თუ თვლით რომ თქვენი კვალიფიკაცია შესაბამისობაშია ჩვენს მოთხოვნებთან, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით არაუგვიანეს 2016 წლის 14 ოქტომბრისა, ელფოსტა: Info@blh.ge გთხოვთ მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით თქვენს მონაცემებს.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 555 97 47 17