7 რჩევა ფულთან ურთიერთობის შესახებ

freemoney2

7 რჩევა ფულთან ურთიერთობის შესახებ

1.დაიწყეთ ფულის გადადება

როცა იღებთ ხელფასს ან ნებისმიერი სახით შემოსავალს, აუცილებელია მიღებული ფულიდან 20-30% შეინახოთ. შეიძლება ბევრმა თქვას, რომ მიღებული ფული ისედაც არ არის სამკმარისი და ამის ფონზე მისი გადადება რთულია, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თუ ცხოვრებას ისევე განაგრძობთ, როგორც ცხოვრობთ და ფულის გადადებას არ დაიწყებთ, თქვენ ის არასდროს გაგიჩერებათ ხელში, რადგან ადამიანს ახასიათებს მთელი ფულის ხარჯვა, რასაც იგი არ აკონტროლებს.

2. აკონტროლეთ ხარჯები

აუცილებელია რაიმე ჩანაწერის განხორციელება ყოველდღიურად, რომელიც დაკავშირებული იქნება ფულად ხარჯებთან. მნიშვნელოვანია იცოდეთ საით მიედინება თქვენი ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგანაც უფრო მარტივია იმ ხარჯების კონტროლი, რომლებიც წერილობითად არის მოცემული, ვიდრე იმ ხარჯებისა, რომელიც მხოლოდ თეორიულად ვიცით, რომ გვაქვს.

3. გაზარდეთ თქვენი ფულის მოცულობა

ფულის გადადება კარგია, მაგრამ ასევე აუცილებელია მისი მოცულობის ზრდაზე ზრუნვაც, რადგან ფული განიცდის ინფლაციას და თუ მას ხელუხლებლად გადავდებთ დიდი ხნით, ამას შეიძლება ნეგატიური შედეგი მოჰყვეს. აქედან გამომდინარე ფულის გადადების შემდგომი ნაბიჯი უნდა იყოს ამ ფულის რაიმე ბიზნესში ჩადება, თუნდაც უძრავ ქონებაში, ან ბანკის ანაბარზე დადება, რათა ფულს ფული მოჰქონდეს.

4. იყავით ინფორმირებული

სანამ სადმე დააბანდებთ ფულს, აუცილებელია სრული წარმოადგენა გქონდეთ იმის შესახებ თუ სად მიდის თქვენი ფული. იცოდეთ, რომ უამრავ ადამიანს სურს ხელში ჩაიგდოს თქვენი ფული, მათ შორის არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამოყენებით. მაგ: ფინანსური პირამიდის ორგანიზებით, ან ცრუ საინვესტიციო შეთავაზებით. ამიტომაც საჭიროა იცოდეთ სად დებთ ფულს, ამისათვის საჭიროა რჩევები მიიღოთ ამ საქმეთა მცოდნეებს, რომელთაც ენდობით. ასევე გაარკვიოთ რაც შეიძლება მეტი იმ საქმის შესახებ სადაც აპირებთ ფულის დაბანდებას.

5. მომავლისათვის შემოსავლის უზრუნველყოფა

მომავალი მოულოდნელობებით არის აღსავსეა, არავინ იცის რა გველის წინ. იმისათვის, რომ მომავალში მატერიალურად უზრუნველყოფილები ვიყოთ, აუცილებელია შემოსავლების 10% მაინც გრძელვადიან ინვესტიციებში ჩავდოთ, რაც 10-15 წლის შემდგომ გახდება შემოსავლის წყარო.

6. განავითარეთ ფულის შოვნის ხერხები

აუცილებელია ყველა ადამიანს გააჩნდეს ფინანსური და სამართლებრივი საკითხების მინიმალური ცოდნა მაინც, რათა ჩვენი ფინანსური კეთილდღეობა უკეთ დავიცვათ. ამავდროულად მოვიფიქროთ და განვავითაროთ ფულის შოვნის ხერხები.

 7. ქველმოქმედება

ფულს უყვარს ქველმოქმედება, შემოსავლების მცირე ნაწილის მაინც სისტემურად ქველოქმედებაში დაბანდება თქვენი მატერიალური კეთილდღეობის საფუძველია. „რასაცა გასცემ შენია“.