რთული კლიენტები და მათთან დიპლომატიური ურთიერთობის გზები

Headache2-300x269

რთული კლიენტები და მათთან დიპლომატიური ურთიერთობის გზები

ყველა კლიენტთან ურთიერთობა საკმაოდ ადვილია, თუ იცით როგორ მიუდგეთ მათ. მთავარია დაანახოთ რომ გაქვთ მათი დახმარების გულწრფელი სურვილი.

თუმცა არსებობს კლიენტების ისეთი კატეგორიაც, რომელთა ჰობია პრეტენზიის გამოთქმა. ისინი კარგად გრძნობენ თავს, როცა იყენებენ იმ მცირე ძალაუფლებას, რაც მათ, როგორც კლიენტებს გააჩნიათ მომსახურების მომწოდებლების მიმართ.

საბედნიეროდ ასეთ კლიენტებთანაც შეიძლება ვიქონიოთ საქმიანი ურთიერთობა ზედმეტი პრობლემების გარეშე.

წარმოგიდგენთ ასეთი „რთული“ კლიენტების ყველაზე გავრცელებულ სახეებს და მათთან დიპლომატიური ურთიერთობის გზებს.

1.არაგონივრული მოთხოვნები

ასეთ კლიენტებს სურთ ციდან ვარსკვლავების მოწყვეტა, თანაც ძალიან იაფად. ისინი სულ ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ თურმე თქვენ კონკურენტთან შედარებით ცუდად ახორციელებთ საქმიანობას, მაგრამ რეალურად ვერავინ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს. ისინი ბუზღუნებენ, რომ თქვენ არ იჩენთ შესაბამის გულისხმიერებას მათი მომსახურებისას.

ასეთ კლიენტთან მოპყრობის წესი: უთხარით, რომ თქვენ გულწრფელად გსურთ მათთვის იმის მიცემა, რასაც ისინი ითხოვენ, მაგრამ თქვენ უბრალოდ არ შეგწევთ ობიექტურად შესაძლებლობა ეს გააკეთოთ. დაანახეთ მათ რისკი, რომ თქვენი ურთიერთობა შეიძლება მარტივად შეწყდეს, ხოლო მათი მოთხოვნები არარეალურია და მათ განხორციელებაში დახმარებას ვერავინ შესძლებს.

2.კლიენტები, რომლებსაც სურთ მხოლოდ ჯავრის ყრა

რატომ უნდა უხადო ფსიქოლოგს საათში 200$, როცა შეიძლება შენი გულისწყრომა ამოაფრქვიო ვინმე სხვაზე. ასეთი ფსიქოლოგიის მქონე კლიენტები საკმაოდ ხშირია, ისინი ჩხუბობენ და თავიანთი პირადი პრობლემებიდან გამომდინარე ჯავრს იყრიან სხვებზე.

ასეთ კლიენტთან მოპყრობა: შედით მათ მდგომარეობაში, მაგრამ არ აყვეთ საუბარში. მიუთითეთ იმაზე თუ რას აკეთებთ და რას სთავაზობთ, შეახსენეთ, რისთვის მოგმართათ და რა არის თქვენი ურთიერთობის საგანი.

3.„უხეში ლექსიკა“

არიან კლიენტები, რომლებიც იყენებენ უხეშ ლექსიკას, როცა ისინი ცუდ ხასიასთზე არიან ან/და არ მოსწონთ არაფერი.

ასეთ კლიენტთან მოპყრობა: არ აყვეთ და არ გამოიყენოთ ისეთივე ლექსიკა, როგორსაც ასეთი კლიენტი იყენებს. მათი აგრესიის შესარბილებლად გამოიყენეთ წინადადებები, როგორიცაა მაგ: „თქვენ ალბათ ძალიან გაბრაზებული ხართ“, ამით შეძლებთ აგრესიის შერბილებას. თუ საუბრობთ ტელეფონით, შეცვალეთ კომუნიკაციის საშუალება, იქონიეთ კომუნიკაცია ელექტრონული პოსტით.