რატომ გვჭირდება ჩატბოტები?
ჩვენ უკვე განვიხილეთ, თუ რას წარმოადგენენ ჩატბოტები. ისინი გამოირჩევიან ინოვაციურობითა და დიდი პოტენციალით, თუმცა მაინც ჩნდება კითხვა, რატომ უნდა დავხარჯოთ ჩვენი დრო და რესურსები მაინდამაინც ჩატბოტების შექმნასა და განვითარებაში?
იმიტომ, რომ ეს დიდი შესაძლებლობაა.
კონკრეტულად რაში ვლინდება აღნიშნული?
დღეს ადამიანები უფრო მეტად იყენებენ ე.წ. „მესენჯერებს“, ვიდრე სოციალურ მედიას. მაგ: ფეისბუქ მესინჯერი, Viber, WHATSUP, ყველაზე პოპულარული კომუნიკაციის საშუალებებია მსოფლიოში.
შეიძლება ითქვას, რომ აწმყო არის გარდამტეხი მომენტი, რომელშიც ვლინდება სამომავლო ტენდენციები ონლაინ კომუნიკაციის მიმართულებით.
ონლაინ მესენჯერები წარმოადგენენ მომავლის პლატფორმებს, ხოლო ჩატბოტების მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება მესენჯერიდან გაუსვლელად უამრავი სხვადასხვა ქმედების განხორციელება.
ამდენად, სწორედ ონლაინ მესენჯერებია ის სივრცე, სადაც სულ უფრო მეტი მომხმარებელი ელოდება შესაბამის მომწოდებელს, პროდუქტისა და მომსახურების მისაღებად.
მესენჯერების ფუნქციონირების მთავარი ელემენტი, როგორც აღინიშნა იქნებიან ჩატბოტები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის განვითარების კვალდაკვალ საშუალებას მოგვცემენ სულ უფრო მრავალფუნქციური გახდეს ბიზნესის კომუნიკაცია მომხმარებელთან.
მომავლის ჩატბოტები იქნებიან უფრო განვითარებული და მარტივად აღქმადი მომხმარებლის მიერ. შესაბამისად, დაინერგება ახალი შესაძლებლობა და ფორმა, ონლაინ რეჟიმში ბიზნესის უფრო ეფექტურად წარმოების კუთხით.
რას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში?
ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ინვესტიციები გაოთხმაგდება 2020 წლისთვის.
ინტერნეტ სივრცის მთავარი მოთამაშეები უკვე აქტიურად ანვითარებენ სხვადასხვა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ტექნოლოგიას, მათ შორის ფეისბუქი ამუშავებს ჩატბოტებისა და ხელოვნური ინტელექტით კომუნიკაციის ეფექტურ საშუალებებს, ხოლო გუგლი უკვე წლებია ხვეწს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ საკუთარ პროდუქტებს.
აღნიშნული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები გარდაიქმნას ცალკეულ ინდივიდებზე მორგებულ კომუნიკაციის არხებად.
წარმოიდგინეთ ნაცვლად რეკლამის ბრმად გაშვებისა ყველას მიმართ, თქვენ საშუალება გექნებათ განახორციელოთ კომუნიკაცია უშუალოდ თქვენს პოტენციურ მომხმარებელთან.
ისინი ვინც პირველები დანერგავენ ამ ტექნოლოგიას თავიანთ საქმიანობაში, მიიღებენ მაქსიმალურ სარგებელს.