Forum Replies Created

Viewing 10 posts - 581 through 590 (of 606 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: საოჯახო სამართალი #1576
    BLH
    Keymaster

    რომელი ხანდაზმულობის ვადა უნდა გავრცელდეს 1160-ე მუხლის მესამე ნაწილით გათალისწინებულ მიღებულ სარგებელის მოთხოვნის უფლებაზე?

    BLH
    Keymaster

    თუ ადრესატის მიერ ნების გამოვლენის შედეგად ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება, მაშინ აქცეპტანტი გამოდის ეს უკანასკნელი, მაგრამ თუ მისი ნების გამოვლენის შემდეგ ადმინისტრაციული ორგანოს ნების გამოვლენაა საჭირო და ხელშეკრულება ძალაში არ შედის, ასეთი ნების გამოვლენის გარეშე, მაშინ ოფერენტი იქნება ეს პირი.

     

    ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით მოქმედებს ზოგადი სამოქალაქო სამართლებრივი ნორმები ხელშეკრულების დადების შესახებ.

    in reply to: საოჯახო სამართალი #1555
    BLH
    Keymaster

    გეთანხმები,  ახლა წარმოვიდგინოთ 1160-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ჩანაწერი რომ არ არსებობდეს საერთოდ. ამ შემთხვევაში მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი რა იქნებოდა?

    BLH
    Keymaster

    ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება რომ ოფერენტად ჩაითვლება ამ შემთხვევაში არა ადმინისტრაციული ორგანო არამედ ვისაც გაუგზავნა ადმინისტრაციულმა ორგანომ ის.

    BLH
    Keymaster

    ახლა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ადმინისტრაციულმა ორგანომ გაუგზავნა ხელმოუწერელი ხელშეკრულება მეორე მხარეს (ხელშეკრულების დასადებად). აქცეპტანტი დაეთანხმა ხელშეკრულებას, მოაწერა ხელი და გაუგზავნა უკან. ითვლება თუ არა ხელშეკრულება დადებულად?

    in reply to: საოჯახო სამართალი #1547
    BLH
    Keymaster

    თანასაკუთრების განკაგვა დაბალ ფასად

    ახლა განვიხილოთ შემთხვევა როცა ვთქვათ გაყიდა ერთ-ერთმა მეუღლემ თანასაკუთრებაში არსებული ნივთი იმაზე ბევრად ნაკლებ ფასად ვიდრე რეალურად ღირს ეს ნივთ, ანუ ნივთის საბაზრო ღირებულებაზე ბევრად ნაკლებად.

    სანამ ამ საკითხს განვიხილავდეთ,ჯერ განვიხილოთ სკ-ის 1160-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება რა კატეგორიის და იურიდიული ბუნებისაა თავისი ხასიათით? შემდეგ ნივთის ნაკლებად გაყიდვის გამო, თუ აქვს მეორე მეუღლეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება და რა სამართლებრივი საფუძვლით?

    in reply to: საოჯახო სამართალი #1544
    BLH
    Keymaster

    დაუშვათ ერთ-ერთი მეუღლე წინააღმდეგი იყო და არ უნდოდა თანასაკუთრებაში არსებული როიალის გაჩუქება, ხოლო მისმა მეუღლემ მისი ნების საწინააღმდეგოდ  გააჩუქა ეს როიალი, ასეთ შემთხვევაში რა ხდება?

    ასეთ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილი გვეუბნება, რომ შემძენი არაკეთილსინდისიერიაო, ხოლო 1160-ე მუხლი ამბობს რომ მუხედავად იმისა რომ არ ეთანხმებოდა ვერ მოითხოვს ბათილობასო. უპირატესობა შემი აზრით 1160-ე მუხლს უნდა მიენიჭოს, რადგან სახეზე გვაქვს ამ ორ მუხლს შორის კოლიზია, სადაც 1160-ე მუხლი უფრო სპეციალურია და შესაბამისად მას აქვს უპირატესობა.

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #1542
    BLH
    Keymaster

    ზოგადი ინფორმაცია მემკვიდრეობის შესახებ

    გარდაცვლილი პირის ქონება მემკვიდრეებზე გადადის ორი საფუძვლით: 1) კანონით მემკვიდრეობით. 2) ანდერძით.

    შესაძლოა ასევე ერთად, ორივე საფუძვლით გადავიდეს, მაგ: როცა ანდერძით გათვალისწინებულია სამკვიდროს მხოლოდ ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილზე გავრცელდება კანონით მემკვიდრეობა.

    კანონით მემკვიდრეობით სამკვიდრო გადადის მხოლოდ მაშინ თუ: ა) არ არსებობს ანდერძი. ბ) ანდერძი სამკვიდროს მხოლოდ ნაწილს ფარავს. გ) ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად გამოცხადდა.

    სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების მომენტიდან, ან მაშინ, როცა იგი გარდაცვლილად გამოცხადდა სასამართლოს მიერ- სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან.

    აღსანიშნავია, რომ სამკვიდრო ქონება შეიცავს, როგორც მამკვიდრებლის ქონებრივ უფლებებს (სამკვიდრო აქტივებს), ისე მოვალეობებს (სამკვიდრო პასივებს), რაც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

    მაგ: თუ მამკვიდრებელს გარდაცვალების მომენტისათვის ჰქონდა ბინა, მანქანა და 10.000 დოლარი ბანკის ვალი, მაშინ მის მემკვიდრეზე,რომელმაც სამკვიდრო მიიღო საკუთრებაში გადავა, როგორც ბინა და მანქანა ასევე 10.000 დოლარის ბანკის ვალიც.

    სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, ასევე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მოქმედებს მხოლოდ კრედიტორისა და მოვალის სიცოცხლეში და წყდება მათი სიკვდილით.

    მაგ: პენსიის მიღების უფლება, ალიმენტის მიღების უფლება და ა.შ.

    სამკვიდროში არ შედის და მემკვიდრეთა შორის არ გაიყოფა საგვარეული წიგნები (ან ჩანაწერები), ოჯახური მატიანე, სულის მოსახსენებელი და სხვა საკულტო საგნები და საფლავი.

    ეს საგნები გადაეცემა მემკვიდრეს საკუთრების უფლებით ოჯახში დამკვიდრებული ჩვეულების მიხედვით. ხოლო დოკუმენტები, რომლებიც ეხება მამკვიდრებლის პიროვნებას, მის ოჯახს ან მთელ სამკვიდროს, რჩება საერთო ქონებად.

    in reply to: საოჯახო სამართალი #1540
    BLH
    Keymaster

    რას იტყვი როცა თანასაკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთს მეუღლე აჩუქებს სხვას ისე რომ მეორე მეუღლე არ იყო თანახმა გაჩუქებაზე და შემძენმაც არ იცოდა რომ გამსხვისებელი იყო მხოლოდ თანამესაკუთრე?

    in reply to: საოჯახო სამართალი #1537
    BLH
    Keymaster

    და თუ შემძენმა საერთოდ არ იცის რომ გამყიდველს ყავს მეუღლე?

Viewing 10 posts - 581 through 590 (of 606 total)