Forum Replies Created

Viewing 10 posts - 181 through 190 (of 606 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: დ.ღ.გ (V.A.T) #29569
    BLH
    Keymaster

    დ.ღ.გ-ს გადამხდელი სუბიექტები

    III.პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის იმპორტს ან დროებით შემოტანას საქართველოში, მხოლოდ ამ იმპორტზე ან დროებით შემოტანაზე, რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე.

    პირი, რომელიც ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს საქართველოში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქციზური საქონლის საქართველოში იმპორტი გათავისუფლებულია დღგის გადახდისაგან, ვალდებულია დღგის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს საქართველოში აქციზური საქონლის მიწოდებამდე

    in reply to: დ.ღ.გ (V.A.T) #29568
    BLH
    Keymaster

    დ.ღ.გ-ს გადამხდელი სუბიექტები

    II. პირი, რომელიც ვალდებულია დარეგისტრირდეს დ.ღ.გ-ს გადამხდელად.

    1) პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს

    ) ვალდებულია დღგის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა

    ) დღგის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

    მაგ: შპსდიკაეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს 2010 წლის იანვრიდანიგი ვაჭრობს კონსერვებით. მისმა დასაბეგრმა ოპერაციებმა 2011 წლის 5 მარტიდან 2012 წლის 10 თებერვლის პერიოდში გადააჭარბა 100.000 ლარსაქედან გამომდინარე იგი ვალდებულია არაუგვიანეს 12 თებერვლისა შემოსავლების სამსახურში დარეგისტრირდეს .. გადამხდელად და მიიღოს სარეგისტრაციო სერთიფიკატი. ამ შემთხვევაში იგი ჩაითვლება .. გადამხდელად 10 თებერვლიდან, ხოლო ბოლო ტრანზაქცია, რომელიც 10 თებერვალს განხორციელდა უკვე დაიბეგრება ..თი.

    2) რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი პირი, თუ რეორგანიზაციის ერთერთი მხარე არის დღგის გადამხდელი, ვალდებულია დღგის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებამდე, მაგრამ რეორგანიზაციის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა.

    მაგ:მოხდა ორი კომპანიის შპსინამოტო“ (.. გადმახდელი) და შპსმერანი190“  (არ არ ის ...- გადამხდელი) შერწყმა და რეორგანიზაციის შედეგად, რომელიც  დასრულდა 2010 წლის 10 მარტს, წარმოიშვა ახალი კომპანია შპსმამისონი

    ამ შემთხვევაში შპსმამისონივალდებულია მიმართოს შემოსავლების სამსახურს .. გადმახდელად რეგისტრაციისათვის, ..თი დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებამდე, ხოლო დასაბეგრი ოეპრაციის არ არსებობის შემთხვევაში, რეორგანიზაციის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის განმავლობაში ამ შემთხვევაში არაუგვიანეს 2010 წლის 20 მარტისა.

    3)დღგის გადამხდელი პარტნიორისაგან/წევრისაგან შენატანის სახით საქონლის/მომსახურების მიღების შემთხვევაში საწარმო/ამხანაგობა ვალდებულია დღგის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებამდე, მაგრამ შენატანის განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა.

    მაგ: შპსთეთრი გედი“  არ არის .. გადამხდელი საწარმო. მისმა ერთერთიმა პარტნიორი, რომელიც ამ საწარმოს წილის 40%-ის მფლობელია განახორციელა შენატანი საწარმოს კაპიტალში 120.000 ლარის ოდენობით, 2013 წლის 20 მაისს.

    ასეთ შემთხვევაში საწარმო ვალდებულია 2013 წლის 30 მაისამდე განახორციელოს .. გადამხდელად რეგისტრაცია.

    4) დღგის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.

    მაგ: შპსთონეს“ 2010 წლის 10 იანვრიდან 2010 წლის 20 ივლისამდე განვლილ პერიოდში დასაბეგრმა ოპერაციებმა 100.000 ლარს გადააჭარბა. ამდენად 157- მუხლის მიხედვით მას წარმოეშვა .. გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება არაუგვიანეს 2010 წლის 22 ივლისამდე.

    ვინაიდან შპსთონემმიუხედავად მისი ვალდებულებისა, რეგისტრაციის გარეშე განაგრძლო ეკონომიკური საქმიანობა. 2010 წლის 10 დეკემბერს საგადასახადო ორგანომ დაადგინა აღნიშნული ფაქტი, იმავე დღეს მოახდინა საწარმოს რეგისტრაცია .. გადამხდელად და გადასცა მას დადგენილი ფორმის სარეგისტრაციო სერთიფიკატი.

    ამ შემთხვევაში შპსთონე.. გადამხდელად ითვლება 2010 წლის 20 ივლისიდან.

    სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას არ გაითვალისწინება:

    ) ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები;

    ) ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები.

    ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისთვისფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.

    in reply to: სამოქალაქო პროცესი #29564
    BLH
    Keymaster

    არასათანადო მოპასუხის შეცვლა

     

    (სუსგ. N-ას-168-162-2011)

     

    საქმეში მოპასუხედ ჩაბმულია არასათანადო მხარე. თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას მხარის (ფინანსთა სამინისტროს) შუამდგომლობა სსკ-ის 85-ე მუხლის შესაბამისად, არასათანადო მხარედ ცნობის თაობაზე არ დააკმაყოფილა, რითაც უგულებელყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18(1)მუხლი.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: სსკ-ის 85-ე მუხლი ავალებს სასამართლოს, გამოარკვიოს სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად აირჩია თუ არა მოსარჩელემ ის პირი, რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს. აღნიშნული ნორმის მიზანია, დავაში ჩაბმული არ აღმოჩნდეს და მოპასუხის საპროცესო მოვალეობანი არ დაეკისროს ისეთ პირს, რომელსაც მოსარჩელის კანონიერ უფლებებთან რაიმე კავშირი არ გააჩნია. ისეთი გადაწყვეტილების აღსრულებისას, სადაც კრედიტორ მხარედ მითითებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი კანონი განსაზღვრავს, თუ რომელი სახელმწიფო დაწესებულებით უნდა იქნეს იგი წარმოდგენილი აღსრულების პროცესში.

     

    ასეთია: 1. აღსასრულებელი გადაწყვეტილების გამომტანი სახელმწიფო ორგანო ან პირი; 2. სასამართლოსათვის აღსასრულებელი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის ავტორი. საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე სათანადო მოპასუხის დადგენის მიზნით ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს

     

    in reply to: სამოქალაქო პროცესი #29563
    BLH
    Keymaster

    სათანადო მოპასუხის ჩაბმა (სსკ-ის 85-ე მუხლი)

     

    (სუსგ. N-ას-881-829-2010)

     

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ სოხუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ იყო ჩაბმული სათანადო მოპასუხე, თუმცა შემდგომ სათანადო მოპასუხის პოზიცია არ გაითვალისწინა.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: თუ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას არასათანადო მოპასუხე შეიცვალა სათანადო მოპასუხით, მაშინ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საკითხის გადაწყვეტისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სათანადო მოპასუხის პოზიციაც, კერძოდ, როგორია მისი შესაგებელი, ხომ არ ცნობს სარჩელს, თანახმაა თუ არა, რომ საქმე განიხილოს სააპელაციო სასამართლომ და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ განაცხადა, რომ საწინააღმდეგო არაფერი აქვს, არ აქვს ინტერესი და თავს აპელანტად არ მიიჩნევს. სათანადო მოპასუხედ ჩაბმული მხარის ამ განმარტებების მოსმენის შემდეგ, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო გამოერკვია, ხომ არ ცნობდა იგი სარჩელს ან სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, ხომ არ არსებობდა სააპელაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს.

    in reply to: სამოქალაქო პროცესი #29561
    BLH
    Keymaster

    არასათანადო მოპასუხის შეცვლა

     

    (სუსგ. N-ას-1004-942-2010)

     

    სადავოა უძრავ ქონებაზე უფლების საკითხი. საქმეში მხარედ ჩაბმული არიან სადავო ქონების პირდაპირი მფლობელები, დამქირავებლები, რომლებიც ამ შემთხვევაში არასათანადო მხარეს წარმოადგენენ. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას ზემოაღნიშნული ფაქტი შეუფასებელი დატოვა და დავის გადასაწყვეტად სკ-ის 172-ე მუხლით იხელძღვანელა.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: მართალია სკ-ის 172-ე მუხლიდან გამომდინარე, მესაკუთრეს ვინდიკაციური სარჩელის აღძვრა შეუძლია, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მფლობელის წინააღმდეგ, თუმცა არაპირდაპირი მფლობელის ჩაბმა განსაკუთრებით აუცილებელია ისეთ შემთხვევაში, როდესაც სადავოა ნივთზე უფლების საკითხი. სსკ-ის 85-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს უნდა შეეთავაზებინა საქმეში სათანადო მოპასუხის ჩაბმა, რაც არც ერთ ინსტანციაში არ განხორციელებულა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ,განსახილველ შემთხვევაში, სათანადო მოპასუხის მონაწილეობის გარეშე დავის განხილვამ არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ვინაიდან ვერ დადგინდა, თუ ვინ წარმოადგენს სადავო მიწის ნაკვეთის რეალურ მესაკუთრეს. საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს.

    in reply to: სამოქალაქო პროცესი #29558
    BLH
    Keymaster

    სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა

     

    (სუსგ. N-ას-1253-1101-10)

     

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, მიიჩნია, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებით მოპასუხეს მხოლოდ შესაგებლის წარდგენის ვადა განუსაზღვრა და ამავე განჩინებით იგი არ გააფრთხილა სასამართლოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, არსებობდა სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება, ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით კი, სასამართლო უწყება უნდა შეიცავდეს მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომის თარიღი მხარეს ზემოხსენებული კანონის დანაწესის შესაბამისად, სასამართლოს შენობაში ეცნობა და განემარტა საქმის განხილვაზე მისი არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ, რაც დასტურდება სასამართლო უწყებაზე მხარის წარმომადგენლის ხელმოწერით. აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხე სასამართლოს მიერ დადგენილ დროს საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი აცნობა სასამართლოს. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და მიიღო ახალი გადაწყვეტილება.

    BLH
    Keymaster

    ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება

    ხანდაზმულობის ვადის შეჩერება გამოიხაატება იმაში, რომ დრო, რომელიც გავიდა ამ გარემოებათა დადგომამდე, რომლებიც ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერებას იწვევენ, ხანდაზმულობის ვადაში ჩაითვლება, ხოლო დრო, რომლის განმავლობაშიც გრძელდება ხანდაზმულობის ვადის დენის შემაჩერებელი გარემოება, მხედველობაში არ მიიღება.

    ხანდაზმულობის ვადა შესაძლოა შეჩერდეს კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. მაგ: სამოქალაქო კოდექსის 132-ე, 133-ე და ა.შ. მუხლები განსაზღვრავენ ისეთ შემთხვევებს, როდესაც ხანდაზულობის ვადა ჩერდება.

    ხანდაზმულობის ვადის შეჩერებასთან დაკავშირებული გარემოებები ორი კატეგორიის შეიძლება იყოს:

    პირველ კატეგორიაში შედის ისეთი გარემოებები, რომლებიც ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე პირს ართმევს მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობას,

    მაგ: სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული მორატორიუმი შესასრულებელი ვალდებულების მიმართ, ფორს-მაჟორი და ა.შ.

    მეორე კატეგორიაში შედის ისეთი შემთხვევები, როდესაც ურთიერთობათა ხასიათიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადის დენა არ არის მიზანშეწონილი.

    მაგ: მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში ხანდაზმულობის ვადა ჩერდება.

    ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება ხდება მაშინ, თუ კანონით განსაზღვრული გარემოებები წარმოიშვნენ ან განაგრძობენ არსებობას ხანდაზმულობის ვადის უკანასკნელი ექვსი თვის ფარგლებში. მაგ: როცა ხანდაზმულობის ვადა ურთიერთობისათვის სამი წელია, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა შეიძლება შეჩერდეს, თუ ერთ-ერთ შემაჩერებელ გარემობას ადგილი ჰქონდა ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყებიდან ორი წლისა და ექვსი თვის გასვლის შემდეგ ან შემაჩერებელი გარემოება წარმოიშვა ადრე (ხანდაზმულობის ვადის ბოლო ექვს თვემდე), მაგრამ განაგრძობს არსებობას ხანდაზმულობის ვადის ბოლო ექვსი თვის ფარგლებშიც.

    ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერდება მისი ბოლო ექვსი თვის დაწყებისთანავე (მაგ: თუ ხანდაზმულობის ვადა სამი წელია და ორი წლისა და სამი თვის გასვლის შემდეგ წარმოიშობა მისი შემაჩერებელი გარემოება, რომელიც ხუთი თვე გაგრძელდა, ხანდაზმულობის ვადა შეჩერდება ორი წლისა და ექვსი თვის გასვლის შემდეგ). თუ ხანდაზმულობის ვადა ექვს თვეზე ნაკლებია, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერდება ხანდაზმულობის მთელი ვადის ყოველ მომენტში.

    მაგ: თუ ხანდაზმულობის ვადა ხუთი თვეა, ის შეიძლება შეჩერდეს, თუნდაც, მისი დაწყებიდან ერთი დღის გასვლის შემდეგ.

    in reply to: სამოქალაქო პროცესი #29567
    BLH
    Keymaster

    ექსპერტის დასკვნის შემოწმება

     

    (სუსგ. N- ას-689-650-2011)

    ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, არ გაიზიარა ექსპერტის დასკვნა, იმ მიზეზით, რომ მისი დასკვნითი ნაწილი წინააღმდეგობრივია.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასა-მართლოს შეფასებას, რომ სადავო ექსპერტის დასკვნა არც თუ ნათლად ადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, თუმცა, როდესაც არსებობს სადავო საკითხის გამოსაკვლევად ჩატარებული ექსპერტიზის ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნები ან სასამართლო დასკვნას არასწორად, ან დაუსაბუთებლად მიიჩნევს, კანონმდებლობა ითვალისწინებს განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარებას (მაშინ, თუ მის გარეშე საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენა შუძლებელია) ან, თუ თვით ექსპერტის დასკვნა განმარტებას მოითხოვს, სასამართლოს შეუძლია, მოიწვიოს ექსპერტი. თუკი სააპელაციო სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნა წინააღმდეგობრივად მიიჩნია, მას შეეძლო, ერთ-ერთი ზემოაღნიშნული მეთოდით (ექსპერტის განმარტებით ან განმეორებითი ექსპერტიზით) გაერკვია სპეციალისტის აზრი სადავო საკითხთან მიმართებით.

     

    in reply to: სამოქალაქო პროცესი #29553
    BLH
    Keymaster

    ექსპერტის დასკვნის შეფასება  

     

    (სუსგ. N-ას-336-320-2011)  

     

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დააფუძნა ექსპერტის დასკვნას, რომელიც სასამართლოს მიერ ყოველგვარი კრიტიკისა და შეფასების გარეშე მტკიცებულებად იქნა მიჩნეული.  

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: მართალია, ექსპერტიზა ინიშნება იმ შემთხვევაში, როდესაც დავის არსიდან გამომდინარე სადავო საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, თუმცა ექსპერტის დასკვნა, სსკ-ის 172-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და უნდა შეფასდეს სსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, ყოველმხრივ, სრულად და საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა სსკ-ის 412-ე მუხლით, გადაწყვეტილება დააბრუნა იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

     

    ანალოგიურია საქმეებია: #ას-1009-946-2011  და #ას-1019-1050-2011.

    in reply to: სამოქალაქო პროცესი #29552
    BLH
    Keymaster

    სასამართლო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის

     

    (სუსგ.N-ას-640-601-2011)

     

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, არასწორად გამოიყენა და განმარტა სსკ-ის 53-ე მუხლი, რომელიც სასამართლო ხარჯების განაწილების წესს ადგენს, კერძოდ, საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნდა, სააპელაციო პალატამ კი მოსარჩელეს დააკისრა მოპასუხის მიერ გაწეული სახელმწიფო ბაჟის ხარჯების ანაზღაურება.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: იმის განსაზღვრა, თუ რომელ მხარეს რამდენი სახელმწიფო ბაჟი ან სხვა სასამართლო ხარჯები უნდა დაეკისროს, მხოლოდ დავის არსებითად გადაწყვეტის შემთხვევაშია შესაძლებელი. საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ეტაპზე დასაკისრებელი სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების კანონიერების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ასეთ დროს სასამართლოს არ გააჩნია ის მონაცემები, რაც აუცილებელია სახელმწიფო ბაჟის ოდენობის დადგენისა თუ სხვა სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის. სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილი გულისხმობს, რომ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემთხვევაში გაუქმებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასამართლო ხარჯების განაწილება ძალას კარგავს და აღნიშნული ხელახლა უნდა გადანაწილდეს დავის არსებითად გადაწყვეტის დროს. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და მიიღო ახალი გადაწყვეტილება მოცემულ დავაზე სასამართლო ხარჯების საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს გადანაწილების თაობაზე.

     

Viewing 10 posts - 181 through 190 (of 606 total)