Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
kakha
Memberkakha
Memberჩემი აზრით ეგ მუხლი ვიწროდ უნდა განიმარტოს და მხლოდ ისეთი შემთხვევა მოიცვას, როდესაც ანალოგიის გამოყენებით ადრესატის მდგომარეობა მძიმდება. მაგრამ ამ მოსაზრებას ეგ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება, რადგან რამდენადაც მახსოვს მანდ ადრესატის საწინააღმდეგოდ იქნა გამოყენებული ანალოგია.
kakha
Memberკაზუსი
ქალაქის მერიამ ერთ-ერთ ქუჩაზე აკრძალა მანქანით გადაადგილება საღამოს 9 საათიდან დილით 6 საათამდე ერთი თვით. აკრძალვა არ ეხებოდა მხოლოდ ამ ქუჩაზე მცხოვრებლებს.
საქმიანობის რომელ საჯარო-სამართლებრივ ფორმას იყენებს ადმინისტრაციული ორგანო?
kakha
Memberმანდ მარხია ძაღლის თავი, პირდაპირ რატო არ უნდა გავიგოთ? პირდაპირ წერია… :))
kakha
Member@ედიკა
სზაკ-ის 5-ე მუხლის 3-ე ნაწილზე რას იტყვით?
“უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.”
kakha
Memberმაგალითად სათაური, რომელიც არაა ისეთი დარღვევა რამაც შეიძლება ადრესატისათვის უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. თეორიულად შესაძლებელია, თუ ძალიან მოვიდომებთ სათაურის გარეშე რაიმე არსებითი უარყოფითი შედეგები იქონიოს ადრესატის მდგომარეობაზე, მაგრამ პრაქტიკაში….
kakha
Member52-ე მუხლის ”ბ” ქვეპუნქტი და არარად ცნობას მასე ვერ დავაკავშირებთ. არარად ცნობის დროს არსებითი ისაა, რომ დაუდგენელი იყოს ვინ გამოსცა და არა ის შეიცავს თუ არა რეკვიზიტს. ასეთ შემთხვევის დროს შეიძლება ურთიერთგამომრიცხავი შედეგები მივიღოთ. რეკვიზიტის არ არსებობა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ გამომცემი ორგანოს დადგენა შეუძლებელია.
საინტერესოა აგრეთვე ის, თუ ვისთვის უნდა იყოს მისი გამომცემი ორგანოს დადგენა შეუძლებელი. ანუ, ეს ”შეუძლებლობა” ობიექტური მასშტაბებით ფასდება, თუ აქტის ადრესატის სუბიექტრი აღქმის შესაძლებლობებით? მიუხედავად იმისა, რომ ინდ. აქტი განსაზღვრული წრისკენ არის მიმართული, მე ვფიფრობ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს, ის თუ რომელი სტანდარტით შეფასდეს გამომცემი ორგანოს დადგენის შეუძლებლობა, ობიექტური თუ სუბიექტურით…
kakha
Member90 პროცენტ შემთხვევაში მინიმუმ არ აკმაყოფილებს ეგეთ მოთხოვნას სასამართლო. ის გამონაკლისი შემთხვევა მაინდამაინც ეხლა მოხდა. გარკვეული თანხის ნაწილში შეგიძლია მოითხოვო, მაგრამ როდესაც სასამართლო ყადაღას გადებს მაგალითად 50 ათასი ლარის ვალის გამო 5 სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე როგორც მინიმუმ არასწორია.
kakha
Memberმოვალის ანგარიშზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებული საკითხი
მოსარჩელემ მოითხოვა ყადაღის დადება მოპასუხის ანგარიშზე თუმცა არ მიუთითებია სარჩელში კონკრეტულად რომელ ანგარიშზე იმ საფუძვლით, რომ არ იცოდა მოსარჩელეს საბანკო ანგარიშები სად ჰქონდა. სასამართლომ დააკმაყოფილა და მოპასუხეს თუკი რაიმე საბანკო ანგარიში ჰქონდა ყველგან დაედო ყადაღა. რამდენად სწორად მიგაჩნია ამგვარი უზრუნველყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილება, როცა შუამდგომლობაში საერთოდ არ უთითებ არც ანგარიშის ნომერს და არც იცი აქვს თუ არა საერთოდ საბანკო ანგარიში.
kakha
Memberრას გულისხმობ? ის პირია რომელსაც კანონით აქვს მინიჭებული კონკრეტული უფლებამოსილება. უფრო ზუსტად მისი კომპეტენციაა განსაზღვრული კანონით. საჯარო ნდობის პირი… ან რა მნიშვნელობა აქვს რას ვუწოდებთ? 🙂
ამ შემთხვევაში შეფასების საგანია არ ის თუ რას წარმოადგენს ნოტარიატის შესახებ კანონი. შეფასების საგანია ის კანონი, რომლიდანაც გამომდინარეობს, რომელიც არეგულირებს კონკრეტულ ურთერთობას და რომლის საფუძველზეც გამოიცემა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესს კი შეიცავს ნოტარიატის შესახებ კანონი, მაგრამ გაცემის საფუძველი ყოველთვის არის სამოქალაქო კოდექსის შასაბამისი ნორმა.
-
AuthorPosts