Forum Replies Created

Viewing 10 posts - 11 through 20 (of 54 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: სააღსრულებო საკითხები #4024
    kakha
    Member

     

    ხან ერთ და ხან მეორეს ავ ვამბობ..  რაც პირველად ვთქვი იმას ვიმეორებ ეხლა..

     

    3996-ე პოსტში ჩვენ განვიხილავდით მხოლოდ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებიდან გამომდინარე აღსრულებას (მაგ: ნოტარიუსით..)  და ინდივიდუალური  აქტის როგორც აღსრულების ქვემდებარე აქტიდან გამომდინარე აღსრულებას.    აქ ვთქვით, რომ  ინდ. აქტის შემთხვევაში საჯარო მმართველობაა ხოლო მეორე შემთხვევაში არაა…

     

    შემდეგ უკვე მე და ივერიელი განვიხილავდით იმ შემთხვევას როდესაც აღსრულება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, კერძოდ ადმინისტრაციული წარმოების დროს  და ამ შემთხვევისთვის მოვიყვანე ეგ გადაწყვეტილება.    მანდ გარკვევით წერია რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროს საჯარო მმართველობას ახორციელებენ.

     

    რა იყო აქ გაუგებარი?

     

     

    in reply to: სააღსრულებო საკითხები #4021
    kakha
    Member

     

    არ ვფიქრობ მასე… ყურადღებით წაიკითხე გადაწყვეტილება..

     

     

     

    in reply to: სააღსრულებო საკითხები #23374
    kakha
    Member

    @edika

     

    როგორ არ ვეთანხმები… შენ წერ მაგ გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდს..

     

     

    in reply to: სააღსრულებო საკითხები #4015
    kakha
    Member

    @edika

     

    წინა გვერდზე რა გადაწყვეტილებაც დავდე იქიდან სხვა რამ გამომდინარეობს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან მიმართებაში.

     

     

    kakha
    Member

    @ედიკა

    მარტო შემზღუდველის დროს.

    in reply to: სააღსრულებო საკითხები #4004
    kakha
    Member

     

    ინდ. აქტის აღსრულებაზე დავწერეთ მე და ედიკამ ზემოთ და მივუთითეც კიდეც რომ უნდა განვასხვავოთ….

     

    რაც შეეხება სზაკ-ის 3.4. მუხლს, კონკრეტულად იმას, რომ არ ვრცელდება სზაკის ნორმები სააღსრულებო წარმოებაზე (პოსტი #3966) და აქედან გამომდინარე არაა საჯარო მმართველობა, აგრეთვე იმას, რომ კონსტიტუციური მოქმედების სფეროა, აგრეთვე ადეიშვილის პოზიციას მართლმსაჯულებასთან მჭიდრო კავშირით, რომ ხსნის თავის პოზიციას,  შენს პოსტს #3998, რომ  სახელმწიფო ორგანოების ასეთი საქმიანობა არ არის საჯარო მმართველობა და  აღსრულების დიდი ხარისხით დაკავშირებულობასთან მართლმსაჯულებასთან…. და ა.შ…….  (მე ვერ ვიხსენებ სხვა რა არგუმენტი გქონდა)

     

    ამ არგუმენტებთან დაკავშირებით მოვიყვან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას (#ბს-1204-1149(გ-09)):

     
    საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 3.4. მუხლის “გ” ქვეპუნქტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით: “ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხე- ლისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია სასამართლოს მიერ გამო- ტანილი და კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილების აღსრულებასთან”, განმარტავს, რომ აღ- ნიშნული დათქმა გაგებულ უნდა იქნას არა იმგვარად, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესუ- ლი გადაწყვეტილების აღმასრულებელი ორგანოები არ ახორციელებენ მმართველობით ფუნქციას, არამედ იმ კონტექსტით, რომ მათ მიმართ არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების სახეების გამოყენების ვალდებულება, ვინაიდან ამ ორ- განოებს საკუთრივ, სპეციალური პროცედურა გააჩნიათ გადაწყვეტილებათა მიღების და რეალაქტის განხორციელების მიზნით, ასე მაგალითად, სააღსრულებო სამსახური მოქმედებს “სააღსრულებო წარმოების შესახებ” კანონის, ხოლო სასჯელაღსრულების ორგანოები “პატიმრობის შესახებ” კანო- ნის საფუძველზე, რაც არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ ისინი არ წარმოადგენენ ადმი- ნისტრაციულ ორგანოებს, მათზე არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენი- ლი ადმინისტრაციული ორგანოების პრინციპები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცე- მისა და ადმინისტარციული ხელშეკრულების დადების საკანონმდებლო წესები. შესაბამისად, “პა- ტიმრობის შესახებ” კანონით რეგლამენტირებული პროცედურის მიხედვით, მათი მოქმედებების ან გადაწყვეტილებების გასაჩივრებისას სასამართლოების მიერ გამოყენებულ უნდა იქნას ადმინისტრა- ციული სამართალწარმოება.

     

     

     

    in reply to: სააღსრულებო საკითხები #4002
    kakha
    Member

     

    @ივერიელი

     

    უადგილოდ აგრესიულად დაიწყე წერა შენ რატო არვიცი….

     

    მოკლედ…  რა არის შენი მთავარი არგუმენტები?   ის, რომ გადაწყვეტილების აღსრულება ხდება…  მართლმსაჯულებასთან მჭიდრო კავშირშია და აგრეთვე სზაკის 3.4. მუხლი. ასეა? სხვა რა არგუმენტები გააქვს?  დაწერე, რომ ერთიანად გიპასუხო ყველა არგუმენტზე და დავამთავროთ ეს საკითხი.

     

     

     

     

    in reply to: სააღსრულებო საკითხები #4000
    kakha
    Member

    მე ვარ აღტკინებული და შენ მშვიდად ხარ :)))

     

    თუ აღსრულების ეტაპი მნიშვნელოვანია მაშინ მართალი ყოფილხარ… 🙂

     

     

    in reply to: სააღსრულებო საკითხები #3996
    kakha
    Member

    @ედიკა

     

    ხო… როდესაც ადმ. ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულება ხდება ამ შემთხვევაში ჩაითვლება საჯარო მმართველობად.

     

     

    in reply to: სააღსრულებო საკითხები #3995
    kakha
    Member

     

    @ივერიელი

     

    რიტორიკული კითხვა იყო… შენს ძალებში ეჭვი არ შემიტანია…:)) დამშვიდდი.. ახლა დაწერ არც ვნერვიულობო.:))

     

    საგამოძიებო ორგანოების ყველა მოქმედება პირდაპურ კავშირში შეიძლება არ იყოს საგამოძიებო საქმიანობასთან და ამიტომ არის მითითებული..

     

    ადეიშვილის ეგ არგუმენტი, “მჭიდრო კავშირი” არის ყველაზე სუსტი არგუმენტი. მაშინ მე დავწერ იმიტომ არაა რომ არასაკმარისად მჭიდრო კავშირშია… იგივე ძალის არგუმენტია ზუსტად :))

     

     

Viewing 10 posts - 11 through 20 (of 54 total)