მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი) › Reply To: ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
@Edika said:
ას-766-1092-07 ელექტროენერგიის მიწოდებაზე ვრცელდება ნასყიდობის ინსტიტუტიო (ხელშეკრულებაო). ელექტროენერგიას განიხილავს როგორც ნივთს. რამდენად სწორია?
ელექტროენერგიის მიწოდება ხდება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელსაც მკაცრად არეგულირებს კანონი, რადგან იგი მონოპოლიურია თავისი ბუნებით, კერძოდ მისი მიმწოდებელი არის ერთი კომპანია, რომელიც აწვდის მომხმარებელს ელექტროენერგიას კანონით განსაზღვრული რეგულაციების შესაბამისად, მათ შორის ფასებიც რეგულირდება კანონით.
რაც შეეხება იმას, წარმოადგენს თუ არა ელექტროენერგია ნივთს.. შემიძლია გითხრა, რომ წარმოადგენს, რადგან ნივთი არის ყველა ის მატერიალური ობიექტი, რომლის ფლობა, სარგებლობა და განკარგვა არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაში ზოგადად ელექტროენერგია, როგორც ბუნებაში არსებული მოვლენა შეიძლება არ ჩაითვალოს ნივთად, მაგრამ ის ელექტროენერგია, რომელიც მოქცეულია ისეთი ფორმაში, რომ მისი ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შესაძლებელია უკვე წარმოადგენს ნივთს და შესაბამისად სამოქალაქო-სამართლებრივ ობიექტს და მის შესახებ შესაძლებელია ხელშეკრულების დადება.