#4376
BLH
Keymaster

@Edika said:
განვიხილოთ შემთხვევა როცა სააღსრულებო მოქმედების დროს ხდება ზიანის მიყენება მოვალის ქონებისთვის.

 

მაგალითად სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მოძრავი ნივთის მოვალის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ. მოვალეს ეს ნივთი ჩაკეტილი აქვს თავის უძრავ ნივთში და არ აძლევს საშუალებას აღმასრულებელს გადასცეს ეს ნივთი კრედიტორს. აღსრულებამ შეამტვრია კარი და ისე შეაღწია. უნდა აუნაზღაურდეს ასეთ შემთხვევაში მოვალეს კარის შემთვრევით მიყენებული ზიანი?

 

თუ კარის შემტვრევა არის აღმასრულებლის კანონიერი მიზნის- აღსრულების უზრუნველყოფისთვის განხორციელებული პროპორციული და აუცილებელი ქმედება, მაშინ მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ გვაქვს აღმასრულებლების მხრიდან. ანუ, განზრახ ხდება კონკრეტული ქმედების განხორციელება, რომელიც მიმართულია კანონიერი მიზნის მისაღწევად, ამიტომაც აღმასრულებლისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ უნდა გვქონდეს. თუმცა შეიძლება საუბარი მოვალის პასუხისმგებლობის დაყენებისა, რადგან იგი არ ემორჩილებოდა კრედიტორის მოთხოვნებს და მისმა უმოქმედობამ (ბინის დაუტოვებმლობამ) განაპირობა კარის შემტვრევა და შესაბამისი ზიანი.