მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი) › Reply To: ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
@Edika said:
რა მნიშვნელობა აქვს 995 იქნება თუ 992? არ ააქვს ჩემი აზრით მნიშვნელობა. 995 სპეციალურია 992 მიმართებაში (სამართალდარღვევის ელემენტების იგივეა) უბრალოდ.
ხო, ეგ ვიგულისხმე, რომ როცა სპეციალური შემთხვევა არ არის, გამოიყენება ზოგადი ნორმა 992-ე მუხლის სახით.
საინტერესოა ის უფროა დაუშვათ გარდაგეცვალა შვილი(შორს იყოს). დაკრძალვის ხარჯები რამდენათ ითვლება მშობლისთვის მიყენებულ ზიანად? დაუშვათ მშობელი არ ყავს და მეზობლებმა გაასვენა? ანუ კონკრეტული პირისთვის ზიანის მიყენება ხო უკვე სამართალდარღვევის მომენტშივე ხდება და “ვინც გაასვენებს” პრინციპით ხომ არ უნდა ხდებოდეს იმ პირისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების მინიჭება? კონკრეტულად რომელი ნორმა ამბობს რომ ეს ქელეხი ითვლება მშობლისთვის მიყენებულ ზიანად?
კონკრეტულად არ ამბობს არც ერთი ნორმა, პრაქტიკით არის დადგენილი.. და იმას მნიშვნელობა არ აქვს, მშობლება გაიღეს ეს ხარჯები თუ სხვა პირებმა.. ზოგადად არის განსაზღვრული, რომ დასაფლავების ხარჯები არის ზიანი და ეს ზიანი უნდა აუნაზღაურდეს იმას, ვინც ეს ხარჯები გაიღო.