მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი) › Reply To: ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
@crassus said:
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე სავარაუდოდ.. სხვა საფუძველს ვერ ვხედავ მე.
ამ საკითხს ეხება: ას-100-96-2012
რაც შეეხება მატერიალური ზიანის ოდენობას, სააპელაციო პალატას მიიჩნია, რომ იგი უნდა ანაზღაურდეს სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 409-ე მუხლებით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში მატერიალური ზიანი გამოიხატა დაკრძალვისთვის გაწეულ დანახარჯებში. ასეთი ხარჯების ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას მოვალეს ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად დაზარალებულის სასარგებლოდ შეიძლება დაეკისროს მიცვალებულის დაკრძალვისათვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, რომლის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს, ქელეხის ხარჯები ასევე არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს, ხოლო ორმოცისათვის გაწეული ხარჯები – 1000 ლარს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მატერიალური ზიანის ზიანის ოდენობა აღნიშნულ დავაში განისაზღვრება 5000 ლარის ოდენობით. ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარე ა(ა)იპ „პ. ნ. ს-ოს” გადაცემული აქვს 800 ლარი. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე ა(ა)იპ „პ. ნ. ს-ოს” ლ. დ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 4200 ლარის გადახდა.
ამავე გადაწყვეტილებაში საუბარია 995 მუხლზე სადაც ბ რალეულობის პრეზუმცია მოქმედებს.