მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი) › Reply To: ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
მანდ ნახე რა მომენტია.. უსაფუძვლო გამდიდრების სუბსიდიური ბუნება იმას ნიშნავსო იძახის სასამართლო პრაქტიკა, რომ ჯერ უნდა გამოირიცხოს სხვა საფუძვლიდან მოთხოვნის დაყენების შესაძლებლობა… მაგ: როცა მე შენ მოგპარე ნივთი და გავყიდე.. ამ ნივთის მთლიანი საფასურის მოთხოვნის უფლება მაქვს მე დელიქტის საფუძველზე, ხომ ასეა?
შესაბამისად, როცა დელიქტით შეგიძლია მოითხოვო, იმის მიუხედავად, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებითაც შეგიძლია მოთხოვნა, მაინც დელიქტიაო.. აი ასე განმარტავენ… თუმცა მე პირადად მგონია, რომ მსგავს შემთხვევაში, როცა შესაძლებელია ისეთი სპეციალური ნორმის გამოყენება, როგორიცა 982-ე მუხლი.. უნდა გამოვიყენოთ ეს მუხლი, რადგან სპეცლაურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და ზოგადი დელიქტური ნორმების გამოყენება იქნება არასწორი..
ამ პოზიციას ნამდვილად ამყარებს ის ჩემს ზემოთ პოსტში მითითებული გადაწყვეტილება, სადაც დელიქტიც გამოყენებაც იყო შესაძლებელი, თუმცა მოხდა 982-ე მუხლის გამოყენება და თან მოპასუხეს დაეკისრა არა ფაქტობრივად გამდიდრების შესაბამისად სახდელი, არამედ იმ ზიანის შესააბმისად რაც მიადგა მოსარჩელეს.. ანუ დელიქტური ელემენტი გვაქვს 982-ე მუხლში, ასევე 981-ე მუხლშიც, მოგწონს თუ არა გვაქვს 😀 😀