#4266
Edika
Participant

მოკლედ მაგ სუბსიდიურობაზე კიდევ ერთხელ დავწერ. მართალია ამბობს სასამართლო რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება უნდა მოხდეს მაშინ როცა გამოირიცხება მოტხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან კანონისმიერი საფუძველი, მაგრამ როცა იმაზე ნაკლებ ფასად ხდება ნივთის გაყიდვა ვიდრე მისი საბაზრო ღირებულებაა ეს არის თუ არა ის შემთხვევა როცა უნდა გამოირიცხოს მთლიანად უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები ამაზე მაგ გადაწყვეტილებაში არაფერია ნატქვამი. გარდა ამისა მაგ გადაწყვეტილებაშია მოცემული შემდეგ უსაფუძვლო გამდიდრება რა შემთხვევაშიც მოქმედებს.

 

გარდა ამისა დოქტრინაში საერთოდ იმაზეა საუბარი რომ პარალელურად შეიძლება კონდიქციური და დელიქტური ხასიატის მოტხოვნების დაყენებაო.