#4240
BLH
Keymaster

@Edika said:
კონკურენცია იმიტოა რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიყენებული ზიანის ანაზღაურება სახელშეკრულებო ნორმებით უნდა ხდებოდეს, არადა დელიქტების ნორმებში გვააქვს 1007 მუხლი რომელიც იგივეს ეხება. მაგალითად ოპერაცია ჩაუტარდა არასწორად რის გამოც ისევ საოპერაციო შეიქმნა(დამატებითი ხარჯების საჭიროება). ამ შემთხვევაში ხომ ხელშეკრულების ნორმები უნდა მოქმედებდნენ? მაგრამ 1007 მუხლი გვაქვს რომელიც არის დელიქტური.

 

 

მაგ კუთხით თუ შევხედავთ მართალი ხარ, თუმცა აქ ისეთი შემთხვევაა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა გადაიზრდება დელიქტურში.. ამის შესახებ დოქტრინაშიც წერია (მაგალითად კომენტარებში)…

 

თუმცა ამ საქმეში სხვა პრობლემა უფრო დგას, კერძოდ მოთხოვნების გამიჯვნა ვერ ხერხდება, რაზეც ზემოთ დავწერე..