მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი) › Reply To: ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
@Edika said:
არაა სწორი ხო. ოპერაციის შედეგად როცა გაუუარესდება ჯანმრთელობა ამ შემთხევაში შეიძლება კიდე 1007 მუხლი, მაგრამ ამ ოპერაციისთვის გადახდილი თანხის უკან გამოთხოვა 1007-ით არც მე არ მომწონს რაღაც.
გეთანხმები, ამ შემთხვევაში უნდა გავმიჯნოთ, ერთი მხრივ სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე მოთხოვნა და მეორე მხრივ ზიანის ანაზღაურება არასწორად განხორციელებული ოპერაციისთვის.
პირველ შემთხვევაში, თუ მხარე ითხოვს სამედიცინო ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ფულის დაბრუნებას, მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე და 316-ე და 317-ე მუხლები, ანუ იგი უარს ამბობს აღნიშნულ ხელშეკრულებაზე და ითხოვს გადაცემული ფულის დაბრუნებას.
მეორე შემთხვევაში, როცა უკვე ხდება ოპერაციის შედეგად პირისთვის ზიანის მიყენება, ეს ისეთი შემთხვევაა, როცა სახელშეკრულებო ურთიერთობის მიუხედავად, დელიქტურ ურთიერთობაში გადავდივართ და სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლის საფუძველზე შეიძლება უკვე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, რომელიც თავისი ბუნებით განსხვავდება, ხელშეკრულებით გადაცემული ფულის დაბრუნებისაგან, რომელიც 1007-ე მუხლის რეგულაციის გარეთ დგას.