#4220
BLH
Keymaster

@Edika said:
ისე უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევაში ზიანის ოდენობის განსაზღვრა ექსპერტის, ან სტატისტიკის სამსახურის მიერ რამდენად სწორია? თუ ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს კონკრეტულად იმ ოდენობით რა სარგებელიც ნახა პირმა? რას იტყვი?

 

ვერ დაგეთანხმები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის მიხედვით უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. აღნიშნულ მუხლი დეტალურად არის გარჩეული “უსაფუძვლო გამდიდრების თემაში”…  სადაც დავასკვენით, რომ იგი მოიცავს დელიქტურ ელემენტსაც, ანუ 982-ე მუხლის მიხედვით მოთხოვნისას უნდა გამოვიყენოთ 408-ე მუხლის პირველი ნაწილთ დადგენილი სტანდარტი ზიანის ანაზღაურების შესახებ და აღვადგინოთ  “ბ” იმ მდგომარეობაში, რაშიც იგი იქნებოდა, რომ არა “ა”-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ანუ ერთი მხრივ რა სარგებელიც მიიღო “ა”-მ და ის სარგებელიც რაც “ა”-მ ვერ მიიღო, მაგრამ შესაძლებელი იქნებოდა მიეღო ამ 18 წლის მანძილზე.