მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › სააღსრულებო საკითხები › Reply To: სააღსრულებო საკითხები
მუხლი 14. კერძო აღმასრულებლის კომპეტენცია
1. კერძო აღმასრულებელი ახორციელებს ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“ და „ე“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების (გადაწყვეტილებების), აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სანოტარო აქტებისა და გირავნობის მოწმობების აღსრულებას ამავე კანონით დადგენილი წესით.
2. კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
3. კერძო აღმასრულებელი აღსრულებას ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ აღსრულების მხარეები არიან ფიზიკური პირები ან / და კერძო სამართლის იურიდიული პირები და თუ სააღსრულებო დოკუმენტის მიხედვით წარმოდგენილი აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნა არ აღემატება 500 000 ლარს .
ეს არის სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 147 მუხლი სადაც ჩემი აზრით წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან პირველი და მესამე ნაწილები, კერძოდ მესამე ნაწილი ამბობს რომ კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო წარმოებას ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა სააღსრულებო წარმოების მხარეები არიან ფიზიკუყრი და იურიდიული პირები, ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სააღსრულებო წარმოების მხარე ასევე შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანო.
