მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი) › Reply To: ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
ნოემბერი 18, 2014 at 18:28
#3189
Participant
მართალია. მაგარი საინტერესო რამ თქვი თუ სწორად გავიგე, ანუ თუ მძღოლის მხრიდან სახეზე გვაქვს ბრალეული მართლსაწინააღმდეგო ქმედება მაშინ პასუხისმგებლობა დგება არა სკ-ის 999 მუხლით, არამედ 396-ე მუხლით, ვინაიდან ამ დროს სახეზე არ გვაქვს სკ-ის 999 მუხლის შემადგენლობა (ზიანი არ მომდინარეობს მომეტებული საფრთხის წყაროს რეალიზაციიდან, არამედ მძღოლის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებიდან). ასეა? ანუ მძღოლის ბრალეული ქმედება გამორიცხავს სკ-ის 999 მუხლის შემადგენლობას? და მფლობელი პასუხს აგებს 396-ე მუხლის საფუძველზე?
