#3186

@Edika said: ას-95-90-2013. სასამართლომ დაადგინა რომ პირი მოქმედებდა ბრალეულად მართლსაწინააღმდეგოდ და 992 მუხლთან ერთად მიუთითა 999 მუხლზე. ამავე დროს დაზარალებულის მხრიდანაც იყო ბრალეული (გაუფრთხილებლობა) მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის  გამოც პასუხისმგებლობა გადანაწილდა 415 დადგენილი წესით 60 პროცენტი მძღოლზე, ხოლო 40 პროცენტი დაზარალებულზე.

 

გუშინ ზუსტად ამ საკითხზე მინდოდა დამეწერა… მოკლედ ერთგვაროვანი პრაქტიკა გვაქვს, რომ როცა ავტომობილის მძღოლი ბრალეულად მოქმედებს, შესაძლებელია “მფლობელის” პასუხისმგებლობის დაყენება 999-ე მუხლის საფუძველზე და მძღოლის პასუხისმგებლობის დაყენება 992-ე მუხლის საფუძველზე. ეს მიდგომა მე არ მომწონს და ახლა დავწერ ჩემ არგუმენტაციას:

 

წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როცა ირაკლის ყავს მანქანა, რომელზეც მან დასვა მძღოლი. მსგავს შემთხვევაში მძღოლმა, რომ დააზიანოს ბრალეულად “ჭ”, ეს უკანასკნელი ვერ მოსთხოვს მძღოლს ზიანის ანაზღაურებას, რადგან მძღოლი არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს (ზემოთ თქმულიდან გამომდინარე), ასევე იგი ვერ მოსთხოვს ზიანის ანაზღაურებას “მფლობელს” 999-ე მუხლით, რადგან არ გვაქვს 999-ე მუხლის შემადგენლობა. (ზიანი არ არის დამდგარი მომეტებული საფრთხის რეალიზაციიდან)…

 

ჩდება კითხვა, თუ ვისგან ექნება დაზარალებულს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება და რა საფუძვლით??

 

ამ შემთხვევაში მძღოლი წარმოადგენს სკ-ის 155.2-ე მუხლით გათვალისწინებულ პირს და მის მიერ მანქანის ტარების დროს მიყენებული ბრალეული ზიანისათვის პასუხს აგებს “მფლობელი” სკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე. (შეიძლება 997-ე მუხლზეც მითითება)..