მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი) › Reply To: ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
ავარიის დროს პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება
ას-290-612-09 საინტერესო გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც სატრანსპორტო საშუალების მფლობელს პასუხისმგებლობა არ დაეკისრა 999-ე მუხლის გამო, რადგან სახეზე იყო დაზარალებულის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობა.
” თბილისის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლის 2001 წლის 10 ოქტომბრის დადგენილების საფუძველზე დგინდება, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დადგომაში რ. ე-უას არ მიუძღვის ბრალი, ხოლო დაზარალებული მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, ბრალის არქონის გამო, არ არსებობს პირისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საერთო საფუძველი. ამ შემთხვევაში არც აღნიშნული კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის პირობებია სახეზე, რამდენადაც მოცემული ნორმა არ ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურებას ისეთ შემთხვევაში, როდესაც სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ახორციელებდა სატრანსპორტო საშუალების მართლზომიერ ექსპლუატაციას ანუ მის მიერ არ იყო დარღვეული ექსპლოატაციის წესები. მომეტებული საფრთხის წყაროდან მიყენებული ზიანის ანაზღაურება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს ეკისრება იმ შემთხვევაში, როდესაც ზიანი წარმოიშობა იმ მიზეზის გამო, რის გამოც აღნიშნული მომეტებული საფრთხის წყაროდ მიიჩნევა, ანუ შედეგი, ყოველგვარი გარე ფაქტორების ზემოქმედების გარეშე, უშუალო კავშირში უნდა იყოს საფრთხის მომეტების გამომწვევ მიზეზთან. აღნიშნული სპეციალური ნორმა, რომელიც მომეტებული საფრთხის წყაროს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს, გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ზიანი გამოწვეულია ნივთის იმ თვისებებით, რის გამოც ის მომეტებული საფრთხის წყაროს განეკუთვნება, თუ ზიანი გამოწვეულია თუნდაც ნივთის ექსპლუატაციის დროს, მაგრამ არა მომეტებული საფრთხის წყაროს თვისებებიდან გამომდინარე, არამედ დაზარალებულის ბრალით, მაშინ პასუხისმგებლობის დაკისრება საერთო საფუძვლებით ხდება.”
