მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი) › Reply To: ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
ცოტა სხვა კუთხიდანაც შევხედოთ ამ 999-ე მუხლს… კერძოდ ადმინისტრაციულ სამართალში, ზიანის საფრთხის თეორიაში არსებობს ორი ტიპის სუბიექტი:
1. ქცევაზე პასუხისმგებელი სუბიექტი – პირი, რომლის ქმედებაც (მოქმედება/უმოქმედობა) იწვევს საფრთხეს (ანუ მდგომარეობას, რომელიც საფუძვლიანი ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ მოვლენათა შეუფერხებელი განვითარების შემთხვევაში დადგება ზიანი).
მაგ: პირი დაჯდა მანქანაზე ძალიან მთვრალი და გიჟივით დაყავს მანქანა. ამ შემთხვევაში მისი ქცევა იწვევს საფრთხის შექმნას საზოგადოებისთვის. მან შეიძლება ვიღაცას გადაუაროს ან მოახდინოს ავარია და ა.შ.
2. მდგომარეობაზე პასუხისმგებელი სუბიექტი– ეს ისეთი სუბიექტი, რომლის ნივთის იწვევს საფრთხის შექმნას, მაგ: იგივე მაგალითი ავიღოთ და ვთქვათ “ა”-ს მანქანას მართავს მისი მთვრალი მძღოლი “ბ” და ამით ქმნის საფრთხეს.
ახლა ეს რომ გადმოვიტანოთ სამოქალაქო სამართალში, კერძოდ 999-ე მუხლში, გვექნება ასეთი სიტუაცია, რომ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი სუბიექტი იქნება 999.1-ე მუხლით გათვალისწინებული პირი, ხოლო ქცევაზე პასუხისმგებელი პირი იქნება 999.4-ე მუხლით გათვალისწინებული სუბიექტები.
ჩდება კითხვა, როცა მესაკუთრე აქირავებს თავის მანქანას, იცვლება თუ არა მდგომარეობაზე პასუხისმგებელი პირი? ამ შეკითხვას დადებითად უნდა ვუპასუხოდ, რადგან მდგომარეობაზე პასუხისმგებელი პირი არის ის პირი, რომელიც ფაქტობრივად ბატონობს ნივთზე და მასზეა პასუხისმგებელი, იღებს სარგებელს და განკარგავს ყოველდღიურად ავტოტრასპორტს.. ასეთი პირი პირდაპირი მფლობელი უფროა სამოქალაქო კოდექსის 155.1-ე მუხლის გაგებით, ვიდრე მესაკუთრე, რომელიც არაპირდაპირი მფლობელია. (იგივე პოზიცია აქვს ჩვენ დოქტრინას და გერმანულ დოქტრინას, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ უკვე).
