#29259
BLH
Keymaster

არარეზიდენტის შემოსავლების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან

 

გადასახდელები, რომლებიც გადაიხდება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების მიერ ან მისი სახელით, ითვლება რეზიდენტი საწარმოს მიერ გადახდილად.

 

არარეზიდენტს, რომელიც იღებს საგადასხადო კოდექსის 131.1-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“–„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემოსავლებს და იბეგრება გადახდის წყაროსთან, უფლება აქვს, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარადგინოს დეკლარაცია დაკავებული გადასახადის გადაანგარიშების და დაბრუნების მოთხოვნით.

 

აღნიშნული უფლების გამოყენების შემთხვევაში:

 

ა) არარეზიდენტის შემოსავალი იბეგრება იმავე წესით, როგორითაც დაიბეგრებოდა ეს შემოსავალი, გადასახადის გადამხდელის საქართველოში არსებულ მუდმივ დაწესებულებასთან რომ ყოფილიყო დაკავშირებული;

 

ბ) არარეზიდენტის შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯები გამოიქვითება მუდმივი დაწესებულებისათვის დადგენილი წესით;

 

გ) არარეზიდენტის მიერ გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს   სკ-ის 131-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადახდის წყაროსთან დაბეგრილ თანხას.