მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › საგადასახადო სამართალი › ერთობლივი შემოსავლები და გამოქვითვები › Reply To: ერთობლივი შემოსავლები და გამოქვითვები
გადასხადის წყაროსთან დაკავება
ზოგადი წესის მიხედვით, გადასხადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს თავისი საგადასახადო-სამართლებრივი ვალდებულება, ხოლო საგადასხადო აგენტი არის პირი, რომელიც საგადასხადო კოდექსში განსაზღვრულ შემთხვევებში ვალდებულია შეასრულოს სხვა პირის (გადასხადის გადამხდელის) საგადასახადო ვალდებულება.
მაგ: ნიკამ 2013 წელს მიიღო ხელფასის სახით 10000 ლარის შემოსავალი. ნიკა წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადის გადამხდელს, ანუ ამ შემთხვევაში იგი ვალდებულია ბიუჯეტში 2000 ლარი გადაიხადოს, როგორც საშემოსავლო გადასხადი (ხელფასის თანხის 20%), თუმცა საგადასახადო კოდექსი ამ ვალდებულების განხორციელებას ავალებს მის დამქირავებელს, როგორც საგადასხადო აგენტს.
ამდენად, გადასხადის გადახდა უნდა მოხდეს შემდეგნაირად: დამქირავებელმა ნიკას უნდა გადასცეს ხელფასი, საშემოსავლო გადასხადის გამოკლებით. ანუ ვინაიდან ხელფასია 10,000 ლარი, ნიკას უნდა გადაეცეს 8,000 ლარი (-20%), ხოლო დაკავებული 2000 ლარი უნდა გადარიცხოს ბიუჯეტში, როგორც ნიკას საშემოსავლო გადასახადი. მაშასადამე, საგადასახადო აგენტი თავის ვალდებულებას ასრულებს, გადასხადის წყაროსთან დაკავების გზით.
