მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › საგადასახადო სამართალი › ერთობლივი შემოსავლები და გამოქვითვები › Reply To: ერთობლივი შემოსავლები და გამოქვითვები
წარმომადგენლობითი ხარჯების გამოქვითვის შეზღუდვა
ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირს უფლება აქვს, გამოქვითოს წარმომადგენლობითი ხარჯები არა უმეტეს საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით.
მაგ: ლაშა ინდ. მეწარმეა, მის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2014 საგადასახადო წელს შეადგინა 50.000 ლარი. იგი უფლებამოსილია გამოქვითოს წარმომადგენლობითი ხარჯები არაუმეტეს 500 ლარისა.
წარმომადგენლობითი ხარჯი წარმოადგენს პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯი, რომელიც მოიცავს:
ა) პირის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, მიღებები) გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს;
ბ) საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯებს;
გ) სუვენირების შეძენის ხარჯებს;
დ) სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათ შორის:
დ.ა) საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, ვადის გაგრძელება) ხარჯებს;
დ.ბ) აეროპორტში დახვედრისა და გაცილების (VIP-დარბაზის მომსახურება) ხარჯებს;
დ.გ) სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებს;
დ.დ) სასტუმრო მომსახურების (ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება) ხარჯებს;
დ.ე) მიღებებისა და წვეულებებისათვის გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს.
