მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ქირავნობა/იჯარა › Reply To: ქირავნობა/იჯარა
დამქირავებლის მიერ ქირავნობის ვადამდე მოშლა
ქირავნობის ხელშეკრულების დადების შემდგომ, მისი მხარეები იმყოფებიან სახელშეკრულებო ბოჭვის მდგომარეობაში, მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად უარი თქვან ხელშეკრულება, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.
წინამდებარე პოსტში, ვისაუბრებთ დამქირავებლის მიერ ქირავნობის ვადამდე მოშლაზე და აღნიშნულის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებზე.
დამქირავებელი უფლებამოსილი იქნება მოშალოს ქირავნობა, როდესაც მას არ აქვს საშუალება ისარგებლოს ქირავნობის საგნით, კერძოდ როდესაც დამქირავებელს გადაეცემა ქირავნობის საგანი (ან მისი ნაწილი) დაგვიანებით, ან შემდგომში წაერთმევა საშუალება ისარგებლოს ქირავნობის საგნით.
მაგ: ქირავნობის ხელშეკრულებით, გამქირავებელს უნდა გადაეცა დამქირავებლისათვის ბინა სარგებლობაში 1998 წლის 20 მაისს, რაც მან არ გააკეთა, დამქირავებელი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ მოითხოვოს მისთვის ბინის გადაცემა. მოთხოვნის უშედეგოობის შემთხვევაში იგი უგლებამოსილია მოშალოს ქირავნობა.
მაგ: გაქირავებულ ბინაში მეზობლისგან ჩამოვიდა წყალი, რამაც შეუძლებელია გახადა ბინაში ცხოვრება. დამქირავებელი უფლებამოსილია მოშალის ქირავნობის ხელშეკრულება.
ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში, დამქირავებელი უფლებამოსილია მოშალის ქირავნობა, სკ-ის 561-ე მუხლით განსაზღვრული სამ თვიანი ვადის დაუცველად.
ქირავნობის მოშლა დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ გამქირავებელი დამქირავებლის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღკვეთს სარგებლობისათვის ხელშემშლელ გარემოებებს. ვადის განსაზღვრა არ არის საჭირო, თუ იმ გარემოებათა შედეგად, რომლებიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველს იძლევიან, დამქირავებელმა დაკარგა ინტერესი ამ ხელშეკრულებისადმი.
აღსანიშნავია, რომ ქირავნობის ხელშეკრულებით შეიძლება შეიზღუდოს დამქირავებლის ზემოთ აღნიშნული უფლება, ვადამდე მოშალოს ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ქირავნობის საგანია საცხოვრებელი სადგომი.
მაგ: თუ ქირავნობის საგანია მანქანა, ქირავნობის ხელშეკრულებით შეიძლება წაერთვას დამქირავებელს უფლება მოშალოს ქირავნობა, თუ მანქანა მას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ გადაეცა სარგებლობაში.
დამქირავებელს შეუძლია მოშალოს ქირავნობა მოშლის ვადის დაცვის გარეშე, როცა ქირავნობის საგანია სადგომი, რომელიც გათვალისწინებულია საცხოვრებლად (მაგ: ბინა) ან ადამიანთა სამყოფელად (მაგ: მაღაზია) და მათი მდგომარეობა ისეთია, რომ მისი გამოყენება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას.
მაგ: ქირავნობის საგანია ბინა, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს, ან ქირავნობის საგანია მაღაზია, რომელშიც დიდი მოცულობის რადიცია დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ მნიშვნელობა არ აქვს დამქირავებელმა იცოდა თუ არა ასეთი საფრთხის შესახებ წინასწარ, მას მაინც აქვს უფლება მოშალოს ქირავნობის ხელშეკრულება.
დამქირავებლის მიერ ქირავნობის ცალმხრივად მოშლის უფლება გათვალისწინებულია ასევე სკ-ის 555-ე მუხლში. ამ შემთხვევაში ფაქტობრივად ხდება არა ქირავნობის მოშლა, არამედ დამქირავებლის ადგილს იკავებს მესამე პირი, რომელიც ხდება დამქირავებლის უფლებამონაცვლე, ხოლო ქირავნობა გრძელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადამდე.
ამ მუხლის საფუძველზეხელშეკრულების მოშლისათვის საჭიროა შემდეგი პირობები:
ა) ერთი თვით ადრე გამქირავებლის შეტყობინება.
ბ) გამქირავებლისათვის გადახდისუნარიანი დამქირავებლის შეთავაზება.
გ) შეთავაზებული დამქირავებლი მისაღები უნდა იყოს გამქირავებლისათვის.
დ) ახალი დამქირავებლის თანხმობა დარჩენილ დროში გახდეს დამქირავებელი.
დამქირავებელი უფლებამოსილია ცალმხრივად მოშალოს ქირავნობის ხელშეკრულება ზოგადი ნორმების საფუძველზეც (სამოქალაქო კოდექსის 398-ე, 399-ე, 405-ე მუხლების საფუძველზე).
