#29060
BLH
Keymaster

გამქირავებლის მიერ ნივთზე გაწეული აუცილებელი ხარჯი

 (სუსგ. N- 3კ-936-02)

“სააპელაციო სასამართლომ სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ღირებულების ასანაზღაურებლად მოპასუხეს სწორად დააკისრა 4898,8 ლარი, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 545-ე მუხლის შესაბამისად მეიჯარე ვალდებულია მოიჯარეს აუნაზღაუროს ნივთზე გაწეული აუცილებელი ხარჯები. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული ობიექტის იჯარით გადაცემის ხელშეკრულების სპეციფიკურობიდან გამომდინარე (ბიბლიოთეკის გადაკეთება აბანოდ) ამ ობიექტზე ჩატარებული სარემონტო სამშენებლო სამუშაოები აუცილებელ ხარჯებს წარმოადგენდა და იგი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მეიჯარის მხრიდან ანაზღაურებას ექვემდებარება.”