მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ქირავნობა/იჯარა › Reply To: ქირავნობა/იჯარა
იჯარასა და ქირავნობას შორის განსხვავება
(სუსგ. № ას-169-163-2011)
“საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების პოზიციას, რომ მხარეთა შორის დადებული № 2 ხელშეკრულება თავისი ბუნებით ქირავნობაა და არა იჯარა. აღნიშნული ორი ხელშეკრულება იმდენად წააგავს ერთმანეთს, რომ იჯარის მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების შესახებ ნორმები, თუ სამოქალაქო კოდექსის იჯარის თავი განსხვავებულ დებულებებს არ ადგენს. მიუხედევად ამისა, ამ ორი ტიპის ხელშეკრულების არსებითი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ იჯარის ხელშეკრულება ყველა შემთხვევაში მიმართულია მეურნეობის სწორად გაძღოლის გზით ნივთიდან ნაყოფის მიღებისკენ, მაშინ, როდესაც ქირავნობის საგანი შეიძლება სულაც არ გამოიყენებოდეს სამეურნეო დანიშნულებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის საფუძველზე, იჯარის ხელშეკრულება მოიჯარეს ანიჭებს დამატებით უფლებას, მიიღოს ნაყოფი(შემოსავალი) ხელშეკრულებით განსაზღვრული ნივთიდან, ხოლო მეიჯარეს ეკისრება დამატებითი ვალდებულება, მთელი საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების სესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში, გაქირავეული ფართის რაიმე დანიშნულება ხელშეკრულების დადების დროისათვის არ იკვეთებოდა, არც მხარეები შეთანხმებულან ნაყოფის მიღების თვალსაზრისით რაიმე კონკრეტულ მოქმედებაზე.”
