#28636
Edika
Participant

ას-202-621-06

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სს «…» მოსაზრებას, სასამართლოს მიერ სკ-ის 861-ემუხლის არასწორად გამოყენების თაობაზე იმ დასაბუთებით, რომ აღნიშნული ნორმითაუცილებელ კლიენტის თანხმობას მხარეთა შორის გაფორმებული 1997წ. ხელშეკრულების7.2 და 12.2 მუხლები იმთავითვე შეიცავდნენ, რაც ბანკს არაერთხელ განუხორციელებია. სკ-ის 861-ე მუხლით, საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია‚ ანგარიშიდან ფულადისახსრების ჩამოწერა აწარმოოს მისი მფლობელის ნებართვის ან მითითების საფუძველზე.წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია მიყენებული ზიანი და არასწორადგადარიცხული თანხა კვლავ შეიტანოს ანგარიშის მფლობელის აქტივში. კასატორის მიერმითითებული საკრედიტო ხელშეკრულების 7.2 მუხლით, კრედიტორის მიერხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს უფლება აქვს‚ცალმხრივად დაარღვიოს ხელშეკრულება და ვადაზე ადრე სასამართლო ან სხვა წესითამოიღოს (მათ შორის უაქცეპტო წესით) კრედიტის და მისი სარგებლობისათვის პროცენტისმთელი თანხა, ხოლო 12.2 მუხლით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათაშეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ იმოქმედოსნებისმიერი სახით, რაც მიმართული იქნება გადასახადების დასაფარად და რაცგათვალისწინებულია არსებული ხელშეკრულებით კანონმდებლობის შესაბამისად.ხელშეკრულების ამ პირობათა შინაარსიდან გამომდინარე, კრედიტორის მიერვალდებულებათა შეუსრულებლობა უფლებამოსილს ხდის ბანკს, განახორციელოს რიგიღონისძიებები, თუმცა დათქმა იმის შესახებ, რომ მხარემ იმოქმედოს სკ-ის 861-ე მუხლისდანაწესის საწინააღმდეგოდ და განკარგოს ანგარიშის მფლობელის ქონება, მოცემულშემთხვევაში არ გვაქვს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საანგარიშსწორებო-სამართლებრივ ურთიერთობებში კლიენტის ანგარიშზე რიცხული თანხებისხელშეუხებლობა ამ ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი უმნიშვნელოვანესი პრინციპიადა თანხის ანგარიშიდან ჩამოწერა მხოლოდ მხარეთა შორის დადებული სპეციალურიხელშეკრულების საფუძველზე ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლებაგანხორციელდეს.