მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები › Reply To: სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები
ზუსტად იცი? ხო არ გეშლება რამე? შეიძლება მიტო არ გაბათილდა რომ ვერ დაამტკიცა ბათლობის საფუძველი. შენ რასაც ამბობ ასე ჩანს. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ დავწერ ერთ ერთ საქმეზე რაც თქვა ამ მოცემულობის შემთხვევაში სასამართომ ანუ არ წაუკითხია შინაარსი და ამ მოტივით ითხოვდა ბათლობას:
ას-1206-1135-2012
ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას, აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლინდა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ასევე სწორად არ არის გაზიარებული აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ა.მ-ე მოატყუეს გარიგების შინაარსში, რადგან ა.მ-ეს ჰქონდა დოკუმენტის შინაარსის გაცნობის შესაძლებლობა, მას ხელმოწერისას არ განუცხადებია პრეტენზია სმენასა და მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ხოლო თუ დავუშვებთ, რომ ა.მ-ე მართლაც არ გასცნობია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შინაარსს და ისე მოაწერა ხელი, აღნიშნული წარმოადგენს მესამე პირისადმი (იგულისხმება ა.მ-ის ძმის, ჯ. მ-ის ახლობელი მ. ლ-ა) ნდობით განპირობებულ უხეშ გაუფრთხილებლობას.
ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობა რას ნიშნავს ამის მერე ვისაუბროთ. ცალკე თემაა.
ანუ ხელშეკრულების ნამდვილობას განაპირობებს გამოვლენილი ნებისადმი კონტრაჰენტის კეთილსინდისიერი ნდობა მხოლოდ. თუ პირი არ ეცნობა შინაარსს, მაშნ როცა შეუძლია მისი გაცნობა და ისე აწერს ხელს ამ მოტივით ვერ მოითხოვს ხელშეკრულების ბათლობას, თუ მეორე მხარეს შეექმნა კეთილსინდისიერი ნდობა.
