მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები › Reply To: სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები
არსებობს პრეზუმფცია, რომ როცა პირი აწერს ხელს ხელშეკრულებას მისთვის ცნობილია მისი შინაარსი.. (სუსგ ას-901-859-2013), აქედან გამომდინარე ამ კუთხით ვერ გახდის სადავოს აღნიშნულ ხელშეკრულებას.. და სხვა ბათილობის საფუძველიც მას არ აქვს კაზუსიდან გამომდინარე….
რაც შეეხება სესხის არსებობის მტკიცებას, ნამდვილი სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება არსებობს, შესაბამისად არსებობს მყარი წერილობითი მტკიცებულებათა ბაზა.. ასევე რეგისტრირებული იპოთეკის არსებობა წარმოადგენს სესხის არსებობის დამადასტურებელ ძალიან მყარ მტკიცებულებას, რადგან იპოთეკის ხელშეკრულება თავისი აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე ვერ იარსებებდა, რომ არ ყოფილიყო სესხის ხელშეკრულება.
