#26829

@Edika said: ა-ს ქონდა ნასესხები თანხა ბ-სგან. ამ ვალდებულება შეასრულა ბ-ს მეზობელთან, რაც მოიწონა კანონით დადგენილი წესით ბ-მ. როდესაც ბ-მ თხოვა მის მეზობელს გადაეცა თანხა მისთვის, ამ უკანასკნელმა უთხრა რომ პირადი მიზნებისთვის შემოეხარჯა ეს თანხა.

რა იქნება ბ-ს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი მეზობლის მიმართ?

ამ შემთხვევაში ვინაიდან “ბ”-მ მოიწონა მისი მეზობლის მიმართ შესრულება, ეს ერთი მხრივ განაპირობებს “ა”-ს ვალდებულების შეწყვეტას და მეორე მხრივ მის ნებას, რომ მისი ფული გადაეცეს მის მეზობელს. ჩდება კითხვა მეზობლის მიერ “ბ”-ს ფულის მიღებისას, მასა და “ბ”-ს შორის რა იურიდიული ურთიერთობა ჩამოყალიბდა?

 

იმისათვის, რომ ეს ურთიერთობა მივიჩნიოთ სესხად, აუცილებელია არსებული გარემოებებიდან იკვეთებოდეს მხარეების მიერ სესხის არსებით პირობებზე შეთანხმება, როგორც ამას განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი. სესხის არსებითი პირობები:

 

ა)სესხის ხელშეკრულების მხარეები.

 

ბ) სესხის ხელშეკრულების საგანი.

 

გ) მხარეთა განზრახვა, რომ დადონ სესხის ხელშეკრულება.

 

ამ შემთხვევაში იკვეთება ხელშეკრულების მხარეები, ესენია “ბ” და მისი მეზობელი, იკვეთება ასევე ხელშეკრულების საგანი- “ბ”-ს ფული, თუმცა არ იკვეთება განზრახვა, რომ მხარეები დებენ სესხის ხელშეკრულებას, ამდენად ვფიქრობ, რომ იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც კაზუსში წერია, ასე კატეგორიულად ვერ ვიტყვით, რომ სესხის ხელშეკრულებასთან გვაქვს საქმე. ამის დასადგენად, საჭიროა მხარეების განზრახვის დადგენა.