#2489
Edika
Participant

რესტრუქტურიზაციის დროს არსებულ დავალიანებას კიდევ საპროცენტო სარგებელი რომ ემატება განახლებული ვადისთვის ეგ მოთხოვნის შეცვლაა აბა რა არის? მოთხოვნის შეცვლა ნიშნავს როცა იზრდება ან მცირდება მოთხოვნა ან როცა სხვა ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად ხდება იპოთეკით დატვირთვა ისე რომ ძველი უქმდება. ყოველივე ამისთვის საჭიროა მესაკუთრესთან შეთანხმება.

როცა დავალიანება იგივე რჩება და უბრალოდ ვადაში იწელება მაშინ შეიძლება კიდე დაგეტანხმო, მაგრამ აქაც როცა მესაკუთრესთან იყო ყველაფერი შეტანხმებული ცალმხრივად რატო უნდა შეიძებოდეს პირობების შეცვლა?

როცა “ა” მოთხოვნასთან დაკავშირებული ხელშეკრულების ცვლილება ხდება, აღნიშნულს ავტომატურად რატომ უნდა ითვალისწინებდა “ბ” იპოთეკა მისი დადების მომენტში? შეიძლება თვითონ იპოთეკის ხელშეკრულებაშიცაა გაწერილი სესხის პირობები?