მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › იპოთეკა & გირავნობა › Reply To: იპოთეკა & გირავნობა
რაზეც არ შეტანხმებულან იპოთეკის საგნის მესაკუთრე და იპოტეკარი იმ პირობებზე რატომ უნდა გავრცელდეს იპოთეკა? დაუშვათ გაკეთდა რესტრუქტურიზაცია და რაც იყო დავალიანება რესტრუქტურიზაციის გაკეტების დროს (ძირი, პროცენტი და ჯარიმა) იმას კიდევ დაემატა პროცენტი, ანუ გადიდა მოთხოვნა, ეს გადიდებული (შეცვლილი) მოთხოვნა რომელიც შეთანხმებული არ იყო მესაკუთრესთან (ანუ მესაკუთრემ უზრუნველყო მხოლოდ მანამდე არსებული დავალიანება) რატომ უნდა გავრცელდეს იპოტეკა? ეს არ ეცინააღმდეგება 327-ე მუხლის პირველ ნაწილს? სწორედ ამ მიხნებისთვის არსებობს 286-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც იცავს მესაკუთრის ინტერესებს რომ შეცვლილ მოთხოვნაზე/პირობაზე იპოთეკის გავრცელებისთვის საჭიროა მესაკუთრესთან შეთხნხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ შეიძლება შეცვლილი პირობები გამოყენებულ იქნას მესაკუთრის მიმართ. ამ მიზნებისთვის არსებობს 286-ე მუხლის მესამე ნაწილი.
